ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49987

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1919 წლის 4 ივნისს სახ. თეატრში გაიმართება გიორგი არადელი-იშხნელის ბენეფისი სცენაზე მოღვაწეობის ათი წლის აღსანიშნავად. წარმოადგენენ ალ. სუმბათაშვილის „ღალატს“. მონაწილეობას მიიღებენ: ნინო დავითაშვილი, ელის. ჩერქეზიშვილი, ტასო საგინაშვილი-პიერეტტა, ალისა ქიქოძე, ილ. ზურაბიშვილი-ელევთერიძე, შალვა შარაშიძე-თაგუნა, სოსო რომანიშვილი, გ. ფრონისპირელი, პლ. კორიშელი, ვალ. გუნია, ალ. იმედაშვილი, დ. ჩარკვიანი, დ. მჟავია, პ. ფრანგიშვილი და სხვ. რეჟისორები: ალ. წუწუნავა და კ. ანდრონიკაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელი ივნისის გაზეთი „ერთობა“ იუწყება, რომ დამფუძნებელი კრების წევრ გაბრიელ ცისკარიშვილს თუშეთიდან შეატყობინეს, რომ საზაფხულო სოფელ ტბათანს თავს დაესხნენ ოსები, გაიტაცეს ცხვარი და დახოცეს მწყემსები. ცისკარიშვილმა დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამმართველოს მიმართა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობა“ იუწყებოდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა „ტიფლისკაია გაზეტაში“ და „ნოვოსტი დნიაში“ დაბეჭდილი ყალბი ცნობების (მოხალისეთა ჯარის შავი და კასპიის ზღვებისკენ მსვლელობის შესახებ, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობაში არევ-დარევას ემსახურება) გაცნობის შემდეგ დაადგინა, შეწყვეტილიყო გაზეთების გამოცემა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 მარტს ნაძალადევის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის წარმომადგენლობამ სახალხო განათლების კანცელარიის დირექტორს მიმართა, რომ ამავე სასწავლებლის მასწავლებლის, ევგენია ბილანიშვილის დასაკმაყოფილებლად სპეციალური თანხა არ იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის ქალთა წმინდა ნინოს გიმნაზიის მასწავლებელ ოლღა ბექაიას ფრანგული ენის საშუალო სასწავლებლის პედაგოგის წოდება მიენიჭა. 1920 წლის პირველი მარტიდან კი მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ნოემბრიდან ოლღა ბექაია ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 7 ნოემბრის მონაცემებით, ოლღა ბექაიას დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელი და მერვე პედაგოგიური კლასი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 ნოემბრიდან ოლღა ბესტუჟევა-შუბითიძე ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის უფროს კლასებში ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1917

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ ბერძნიშვილმა დაკარგა ატესტატი, რომელიც 1917 წლის მაისში ბათუმის გიმნაზიიდან მიიღო. ის სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიას ატესტატის ასლს სთხოვდა.

1918

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ბერძნიშვილი იყო მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მაისის სახალხო განათლების სამინისტროს ცნობით, ქალაქის გამგეობამ მაქსიმე ბერძნიშვილის ბინის რეკვიზიცია მოახდინა, რის გამოც მას რთულ პირობებში უხდებოდა მუშაობა. განათლების სამინისტრო ითხოვდა ბერძნიშვილის ბინის რეკვიზიცია შეწყვეტილიყო.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სახალხო განათლების სამინისტროს საერთო საქმეთა მდივანი, მაქსიმე დავითის ძე ბერძენიშვილი მეცხრე სამილიციო უბანში, ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 ივლისს მაქსიმე ბერძნიშვილმა სახალხო განათლების კანცელარიის დირექტორს სთხოვა, ერთთვიანი შვებულება მიეცათ ფილტვების ანთების გამო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრიდან მაქსიმე ბერძნიშვილი სახალხო განათლების სამინისტროს საპროფესიო და სატექნიკო სასწავლებელთა განყოფილების საქმისმწარმოებლად დაინიშნა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილმა ვარშავის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

1919

ტიპი: თანამდებობა

ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ირაკლი ბერძნიშვილი თელავის მაზრის გადასახადთა ინსპექტორად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს თხოვნით მიმართა, რომ მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ირაკლი ბერძნიშვილი, მისი თხოვნის თანახმად, 1919 წლის პირველი ნოემბრიდან თანამდებობიდან დაეთხოვათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 აგვისტოს რეალური სასწავლებლის ინსპექტორმა ირაკლი მიხეილის ძე ბერძნიშვილმა განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს თბილისის გუბერნიაში დირექტორის ან ინსპექტორის თანამდებობაზე გადმოყვანა სთხოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ნოემბრიდან ირაკლი ბერძნიშვილი თბილისის რეალური სასწავლებლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრიდან ელენე ბერძნიშვილი სიღნაღის ოთხკლასიანი გიმნაზიის რუსული ენისა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ივლისიდან გიორგი ბეროზაშვილი გორის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 ოქტომბრიდან ვერა ბერნატოვიჩი თბილისის ,,ახალი სკოლის’’ ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1908

ტიპი: განათლება

1908-1916 წლებში შოთა ბერიძე კონსტანტინოპოლში სწავლობდა. რვა კლასის დასრულების შემდეგ სრული წელიწადი იმეცადინა ფილოსოფიასა და სხვა სამეცნიერო საგნებში ევროპის უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. სწავლა დაამთავრა ქართულ, ფრანგულ, ლათინურ და ბერძნულ ენებზე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი ნოემბრიდან შოთა ბერიძე (შეშაბერიძე) ახალქალაქის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ოქტომბერს შოთა ბერიძე სახალხო სკოლების მთავარგამგეს სთხოვდა, ახალქალაქის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის ფრანგული ენის მასწავლებლად დაენიშნათ.