რეგისტრირებული ფაქტები47990
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე სენაკის წარმომადგენელი ე. შენგელია შეეწინააღმდეგა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოსაზრებას კრების გადადების შესახებ. მას სურდა, იმ დღესვე განეხილათ დაგეგმილი საკითხები, რადგან რაიონებიდან ჩამოსული დელეგატებისთვის მოუხერხებელი იყო კრების გადადება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებისთვის შეკრებილმა საზოგადოებამ სხდომა 23 ივნისისთვის გადადო. დრო ტყუილად რომ არ დაეკარგათ, სხდომაზე საზოგადოების წიგნსაცავიდან წიგნებისა და ხელნაწერების სახლში გაცემის საკითხი მაინც განიხილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე 11 რწმუნებულს წიგნსაცავიდან წიგნების გაცემის ინსტრუქციის პროექტი გააცნო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო დავით კარიჭაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 20 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ კარპეზ იოსების ძე ბერიძე ქუთაისის განყოფილების რწმუნებულად აირჩია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი დუმბაძის და ამავე კომისიის წევრ გიორგი მაჭავარიანის მოხსენების მიხედვით, 1919 წლის გამგეობის მოქმედების ანგარიში სწორად იყო შედგენილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის, დიმიტრი დუმბაძისა და ამავე კომისიის წევრ გიორგი მაჭავარიანის მოხსენების მიხედვით, 1919 წლის ანგარიშში გამომცემლობების განყოფილებებზე იყო ყურადღება მისაქცევი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სვიმონ როსაპის ძე მაჭავარიანის თხოვნა დიდტანიანი „ვეფხისტყაოსნის“ დაწესებულ ფასში დათმობის შესახებ. გამგეობამ ცალის 500 მანეთად მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია ხოშტარიას თხოვნა, თხზულების „მოლიპულ გზაზე“ ჰონორარის (რამდენიც შესაძლებელი იქნებოდა) გადახდის შესახებ. გამგეობამ მისთვის 5 000 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 19 ივნისის N70 ბრძანებით საქართველოს მუზეუმის დებულების მე-6 მუხლის თანახმად, პროფესორი გიორგი ჩუბინაშვილი ეთნოგრაფია-არქეოლოგიის განყოფილების გამგედ დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ოლღა ჭავჭავაძისთვის დასახმარებლად თვიურად 5 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება 46 წიგნზე ფასის მომატების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბათუმის განყოფილების თხოვნა განათლების სამინისტროს წინაშე შუამდგომლობის აღძვრის შესახებ. ბათუმის განყოფილება სამინისტროს მომავალი სასწავლო წლიდან უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის შესანახად თანხის გამოყოფას სთხოვდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს იოსებ გიორგობიანი, თევდორე კიკვაძე, ქრისტინე შარაშიძე, ნინო ნაკაშიძე, შიო დედაბრიშვილი და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მთავარ გამგეობას აცნობა, რომ საზოგადოების წევრი კარპეზ ბერიძე, რომელიც რწმუნებულად აირჩიეს დაესწრებოდა საზოგადოების წლიურ ყრილობას თბილისში. ხელს აწერენ თავმჯდომარე ვარლამ იმნაძე და მდივანი ვუკოლ ბერიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივნისს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით დამფუძნებელი კრების სხდომა გაიმართა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 ივნისს ვლადიმერ დემურია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების დელეგატად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 ივნისს მიხეილ ზოსიმეს ძე ნოდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების დელეგატად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 ივნისს დეკანოზი გიორგი გამზარდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების დელეგატად აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივნისს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ხოფერიამ გიორგი გამზარდიას, ვლადიმერ დემურიასა და მიხეილ ნოდიას მისწერა, 20 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა წლიურ კრებას სენაკის განყოფილების სახელით დასწრებოდნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 17 ივნისის N78 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელი სიმონ ბ. შარაშენიძე მათემატიკის მასწავლებლად დამტკიცდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 17 ივნისის N80 ბრძანების თანახმად ნიკოლოზ დიმიტრის ძე ნუცუბიძე ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დამტკიცდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 17 ივნისს საქართველოს ელჩმა ვლადიმერ ახმეტელაშვილმა 23-24 თებერვალს გორში მომხდარი მიწისძვრის გამო თანაგრძნობის წერილი მიიღო გერმანელი მეცნიერებისგან. ეს ამბავი მათთვის შეუტყობინებია საელჩოს ატაშეს, ფილოსოფიის დოქტორს, კონსტანტინე გამსახურდიას. ხელს აწერენ: ლაიფციგის უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი ჰენრიხ ბრანდერბურგი, პროფ. დოქტ. ვახ. რიხარდ შმიტი, ქართული ენის დოცენტი ბერლინის უნივერსიტეტში რიხარდ მეკელაინი, ლანგერიხტის პრეზიდენტი ფონ ვებერი, ბერლინის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი იაჰანესნოი ჰუსი და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ივნისს მიხეილ ნაკაშიძემ ომში დახოცილ მეომართა ოჯახების დასახმარებლად 100 000 მანეთის შემოწირულება გაიღო.