ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ნიკო მარი ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1881 წელს გიორგი ლასხიშვილი ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში ცხოვრობდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის გაზეთ „ივერიის“ №51-67-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებლის მორიგი კურსი დაამთავრა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლიდან ალექსი მირიანაშვილი მუდმივად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლიდან ალექსი მირიანაშვილმა დაიწყო გაზეთ „დროებაში“ ლიტერატურული ხასიათის წერილების ბეჭდვა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს თეოფილე ხუსკივაძემ ზესტაფონში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძემ გორის საოსტატო სემინარია დაასრულა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს გორში ჩასული სანდრო და შიო ქუჩუკაშვილები შიო დავითაშვილის ბინაში ცხოვრობდნენ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს სანდრო ქუჩუკაშვილმა თავისი უმცროსი ძმა შიო ჯავიდან გორში ჩაიყვანა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს შიო მღვიმელი მიშო ყიფიანმა წამოიყვანა თავის სახლში საცხოვრებლად, რადგან მისი ბინა უფრო ახლოს იყო სასწავლებელთან.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს, ალექსანდრე II სიკვდილის შემდეგ, აღტაცებით კითხულობდნენ გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ აკაკი წერეთლის ლექსს „დღეს მერცხალი შემოფრინდა“.

1881

ტიპი: თანამდებობა

თეოფილე ხუსკივაძემ 1881 წელს დაიწყო სამწერლო მოღვაწეობა.

1881

ტიპი: განათლება

1881-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლაში შიო მღვიმელს უძნელდებოდა რუსული ენის სწავლა.

1881

ტიპი: განათლება

1881-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლაში სწავლისას შიო მღვიმელს ყველაზე მეტად ლერმონტოვის ლექსების კითხვა უყვარდა.

1881

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1881-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლაში სწავლისას, შიო მღვიმელი მეგობრობდა მიხეილ გიორგაძესთან.

1881

ტიპი: სახელი

1881-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლის მოსწავლე მიშა გიორგაძეს ჭაღოს ეძახდნენ, რადგან თმებში ჭაღარა ჰქონდა გამორეული.

1881

ტიპი: განათლება

1881-1887 წლებში შიო მღვიმელი გორის საოსტატო სემინარიასთან არსებულ სამაგალითო სკოლაში სწავლობდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881-1883 წლებში შიო დავითაშვილის სახლს მრავალი ახალგაზრდა სტუმრობდა, მათ შორის თედო გოლიევიც.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს შიო მღვიმელი შიო დავითაშვილმა და მისმა მეუღლემ, ქეთევანმა გორში თავისთან საცხოვრებლად დაიტოვეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს შიო დავითაშვილმა და თედო გოლიევმა შიო მღვიმელი გორის საოსტატო სემინარიასთან არსებულ სამაგალითო სკოლაში შეიყვანეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს დუტუ მეგრელი კმაყოფილი დარჩა, როცა პანსიონში მიიღეს, რადგან პირველად იგრძნო თავი სხვების თანასწორად.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს შიო მღვიმელთან ერთად გორში ჩასულ ძმას, სანდრო ქუჩუკაშვილს, შიო დავითაშვილმა, მისმა ცოლმა ქეთევანმა და ქუჩუკაშვილების მეგობარმა თედო გოლიევმა ურჩიეს, შიო შუამთის მონასტერში არ წაეყვანა, ჯერ თვითონ წასულიყო და გაეგო, იყო თუ არა იქ მისთვის მორჩილის ადგილი.