რეგისტრირებული ფაქტები51113
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ოქტომბერში საზოგადოების ბალანსი 10 821 100. 83 მანეთი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ნოემბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, იოსებ გიორგობიანი, მეთოდე კაკაბაძე, სეით იაშვილი, ქრისტინე შარაშიძე და ვასილ წულაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თბილისის განყოფილების გამგეობის არჩევის საკითხი დასვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ოქტომბერში საზოგადოების შემოსავალი 2 425 063. 52 მანეთი იყო, გასავალი კი – 2 331 715. 90 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თბილისის განყოფილების ლიკვიდაციის საკითხი უარყვეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 3 ნოემბრის N132 ბრძანების თანახმად, საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა ივანე გომელაურს და დაამტკიცეს იმავე თანამდებობაზე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში 1-ლი ნოემბრიდან.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი ნოემბრიდან ოლღა გოდერძიშვილი-ბერიძისა ახალქალაქის უმაღლესი დაწყებითი სკოლის ხელსაქმე-ხელგარჯილობის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი ნოემბრიდან შოთა ბერიძე (შეშაბერიძე) ახალქალაქის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ ნოემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა იაკობ ღულაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ამზადებდა გიმნაზიის მასწავლებელ იოსებ გიორგის ძე ავალიშვილის განცხადებას მასწავლებლად დანიშვნის შესახებ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გიორგი ივანეს ძე თაქთაქიშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ განაცხადა, რომ აუცილებელი იყო ყველა ფრაქციისთვის ეცნობებინათ მთავრობის გეგმების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავა წარდგა მოხსენებით კაბინეტის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე. სხდომას ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, სამსონ ფირცხალავა, გიორგი ხოჭოლავა, სპირიდონ კედია, შალვა ნუცუბიძე, გერონტი ქიქოძე, ნიკიფორე იმნაიშვილი, გიორგი ლასხიშვილი; მდივანი – კონსტანტინე ჯაფარიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1 ნოემბერს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ისაუბრეს მოსალოდნელი საფრთხის და თავდაცვის აუცილებლობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1 ნოემბერს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ხალხისადმი მოწოდების შედგენა დაევალა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 30 ოქტომბერს იოსებ გიორგის ძე ავალიშვილმა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს აცნობა, რომ ყველასთვის ცნობილი ეკონომიკური კრიზისის გამო იძულებული იყო სხვა დაწესებულებაშიც ემსახურა, რის გამოც არ შეეძლო გიმნაზიაში 18 გაკვეთილი ჩაეტარებინა და ამიტომ იტოვებდა მხოლოდ 6 გაკვეთილს, დანარჩენზე კი უარს ამბობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ონის განყოფილების გამგეობის თხოვნა განყოფილების საქმეთა ლიკვიდაციისა და ბიბლიოთეკის ქალაქის თვითმმართველობისთვის გადაცემის შესახებ.