ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49973

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ მიწიშვილის სტატიის მიხედვით, ბენია ჩხიკვიშვილმა დახურა ბათუმის ერთადერთი ქართული გაზეთი – „მთლიანი საქართველო“ ტიციან ტაბიძის წერილის, „ირრედენტას“ გამო.

ტიპი: ღონისძიება

საქართველოში სომხებმა მოაწყეს ოსმალეთის წინააღმდეგ მანიფესტაცია, სადაც სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს კალისტრატე ღიბრაძე განათლების მინისტრის ბრძანებით აცანის დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს ანტონ კაკტინს განათლების მინისტრის ბრძანებით მიეცა უფლება, ესწავლებინა ლატინური ენა გორის ქალთა გიმნაზიაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს სიმონ ჯაფარიძეს განათლების მინისტრის ბრძანებით თელავის ვაჟთა გიმნაზიაში რუსული ენის სწავლების უფლება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს სიმონ ჯაფარიძეს განათლების მინისტრის ბრძანებით მიხაილოვის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ისტორიის სწავლების უფლება მისცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 ივნისს გლებ ალექსანდრეს ძე ფონ-ლემლეინი დაინიშნა თბილისის ფიზიკის ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა. საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების სამკურნალო ფაკულტეტის რადიოლოგიისა და რენდგენოსკოპიის კურსი მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთვრებულს, დოცენტ გაბრიელ გრიგოლის ძე ღამბარაშვილს უნდა წაეკითხა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა. საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების სამკურნალო ფაკულტეტის ბაქტერიოლოგიის კურსი ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთვრებულს ს. ამირეჯიბს უნდა წაეკითხა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა. საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების სამკურნალო ფაკულტეტის ფარმაციის კურსი ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთვრებულს იოველ ქუთათელაძეს უნდა წაეკითხა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა. საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების ფიზიოლოგიის კურსი ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთვრებულს, დოცენტ მოსეშვილს უნდა წაეკითხა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა. საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების მიკროსკოპული ანატომიისა და ჰისტოლოგიის კურსი ვარშავის უნივერსიტეტის კურსდამთვრებულს შალვა კრინიცკის უნდა წაეკითხა. 

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა. საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების ანატომიის კურსი ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს კახიანს უნდა წაეკითხა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ალექსანდრე არსენიშვილის წერილი „ოქროს ტრიტემა“ გრიგოლ რობაქიძის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძისა და ვალერიან გაფრინდაშვილის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის განკარგულებით, საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების მასწავლებლად ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, დოცენტი იასონ მოსეშვილი დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა ქართული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების პროფესორად პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი წარადგინა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 11 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ხარკოვიდან მიიღეს წერილი ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილის სახელზე კირპიჩნის შესახვევის N10-ში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ გიგო შარაშიძე მადლობას უხდის ბახვის სახალხო სკოლის ასაშენებლად შემოწირულობებისთვის: ივანე ლაზ. თევზაძეს (100 მან), ევსევი-თოდუას (50), ა. დადიანს (50), ვაკოპულოს (100), ბუაჩიძეს (50), მ. სუსლინს (200), ა. მანუილიდისს (250) იესე შათირიშვილს (500).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ მასწავლებელ ილია ხუხუას ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 23 მაისს სენაკში გაიმართულ მაზრის მასწავლებლების დელეგატთა ყრილობას დაესწრო 28 დელეგატი. მასწავლებელთა ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა გამგეობის წევრმა ნ. ლორთქიფანიძემ; უცენზო მასწავლებლებზე კი ლ. კეკელიამ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ დავით ონიაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ლავროსი კიღურაძის გარდაცვალების გამო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება რევოლუციონერ ლავროსი კიღურაძის გარდაცვალებას. ნეკროლოგში (ხელს აწერენ: ი. სალაყაია, ვ. ნოდია, ო. სოლოღაშვილი, პ. ბერიშვილი, მ. ქიტაშვილი) ნათქვამია, რომ იგი აწყობდა ორგანიზაციებს ბათუმში, ფოთში, გურიაში, სოხუმში და სხვ.; 1910 წ. გადაასახლეს ციმბირში, სადაც რვა წელი დაჰყო და დასუსტებული დაბრუნდა სამშობლოში რევოლუციის დღეებში, მაგრამ სულ მუშაობდა. ბოლოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, მაგრამ წელიწად-ნახევრის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გასაყიდად გამოვიდა სოლომონ დოლიძის 100-გვერდიანი წიგნი „ბუნება და ჯანმრთელობა“, ფასი 50 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ივლისის გაზეთი „ერთობა“ წერდა, რომ 10 ივლისს, მეორე ქართულ კლუბში (პლეხ. ქ. N129) გ. ქუჩიშვილის საღამო გაიმართებოდა. სიტყვით გამოვლენ: „მოწინავე სადარაჯოზე“ ვ. კოტეტიშვილი, პოეტები: ვარლამ რუხაძე, გ. ტაბიძე, სოლომონ თავაძე (ობოლი მუშა), გ. ცეცხლაძე, გ. შინატეხელი და სხვ. დეკლამატორი მიხ. ჭიაურელი, შალვა (თაგუნა) გიორგის ძე შარაშიძე წაიკითხავდა ახალ ნაწარმოებს; ღონისძიებას ი. თარალაშვილი ხელმძღვანელობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ წერადა, რომ 13 სექტემბერს, შაბათს, თბილისში, ვერის დაღმართზე მოხდა ტერორისტული აქტი: ორი ბომბი შეუგდეს მანქანას, რომლითაც თანმხლებ პირებთან ერთად მგზავრობდა გენერალი ნიკოლოზ ბარათოვი – სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. აფეთქებას ემსხვერპლნენ სამნი: მძღოლი, მისი თანაშემწე და პოლკოვნიკი სელიმ ალხავი. გენერალი ბარათოვი ფეხში დაიჭრა მძიმედ, ხოლო გენერალი ოდიშელიძე – თავში. გაზეთისავე ცნობით, ოპერაციის შემდეგ ბარათოვი მომჯობინებას იწყებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს მეღვინე-მევენახეთა კონგრესის წევრი ვასილ ილიას ძე რცხილაძე წერდა, რომ კონგრესმა იმსჯელა და ჩამოაყალიბა დარგის საჭიროებანი.