რეგისტრირებული ფაქტები46845
სორტირება თარიღი კლებადობით
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ თბილისის გიმნაზიის დირექტორი იყო გრუბერი.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისში ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიიის გახსნას, მისი მოქმედების არეალსა და პერსპექტივებს. სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ფულს უხდიდა იმ მშობლებს, ვისაც თავიანთი შვილები თბილისის გიმნაზიაში ჰყავდა მიბარებული, განათლების საქმე ამით დიდად არ განვითარებულა. ამ აზრს გამოეხმაურა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკი თავისი შენიშვნით, სადაც წერდა, რომ მშობელთა „წახალისების“ წესი გაუქმებული ყოფილა, ხოლო ამიერკავკასიაში სასწავლებელთა კეთილმოწყობამ თბილისის გიმნაზიის დირექტორის, გრუბერის დიდი ძალისხმევისა და ზრუნვის შედეგად, ერთი-ორად გაზარდა ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა ასეთი ტიპის დაწესებულებათა მიმართ.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 3 იანვარს საქართველოდან რუსეთში სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე ივანე შადინოვი. მან 70 ფუთი აბრეშუმი წაიღო.
1831
ტიპი: მფლობელობა
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: კოლეგიის მრჩეველი გრუბერი, კაპიტანი სნაკსარიოვი, გენერალ-მაიორი ივანე ოსიპის ძე სიმონიჩი.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლეს ბრძანებულებათა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პოდპოლკოვნიკი ყანდაუროვი ქართული ბატალიონის მეთაური იყო.
1830
ტიპი: გარდაცვალება
1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლეს ბრძანებულებათა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გარდაიცვალა ქართული ბატალიონის მეთაური, პოდპოლკოვნიკი ყანდაუროვი.
1830
ტიპი: გარდაცვალება
1830 წლის 9 სექტემბრის უმაღლესი ბრძანებულებით ქართული ბატალიონის გარდაცვლილი მეთაური, პოდპოლკოვნიკი ყანდაუროვი გარნიზონში მომსახურეთა სიიდან ამოიღეს.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 6 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი მოსკოველი მეგობრისადმი. ავტორი აღნიშნავს, რომ კოლეგიის რეგისტრატორ დავით გრიგოლის ძე ერისთავთან უნახავს ძველი საბუთი, ქსნის ერისთავებს რომ ეკუთვნოდა, რომლის მიხედვითაც ოსეთის მიწები ქსნის ერისთავებისთვის გადაუციათ.
1826
ტიპი: თანამდებობა
1826 წელს გიორგი გიორგობიანი ბუგეულის (ზედა) მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1817
ტიპი: ღონისძიება
1817 წლის 24 ოქტომბერს ბახუტა ბაქრაძემ სხვავის მონასტერს შესწირა სხვავის მცხოვრებლები, ყმები დავითიკი, ივანიკა და შაქარა ქურციკიძეები.
1816
ტიპი: თანამდებობა
1816-52 წლებში ოქროპირ დავითის ძე ქუთათელაძე ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1814
ტიპი: ღონისძიება
1814 წლის 4 აპრილს ტატუა ჩიკვაიძემ სხვავის მონასტერს შესწირა ოთხი კასრი ღვინო და სამი კოდი პური, სამაგიეროდ ყოველ დიდმარხვის მეორე კვირას ერთ მღვდელმონაზონს მისთვის კერძო ჟამისწირვა უნდა გადაეხადა.
1813
ტიპი: თანამდებობა
1813-50 წლებში გრიგოლ ვასილის ძე გოდუაძე ტყაჩირის წმ. კვირიკესა და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1812
ტიპი: ღონისძიება
1812 წლის 8 იანვარს გიორგი ყიფიანმა სხვავის მონასტერს თავისი ყმის სახლ-კარი და მამული შესწირა.
1812
ტიპი: თანამდებობა
1812 წელს ბესარიონ მახარობელას ძე გიორგაძე ვანის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1810
ტიპი: თანამდებობა
1810-31 წლებში სვიმონ მჭედლიძე სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1810
ტიპი: თანამდებობა
1810-1854 წლებში ნიკოლოზ ბერის ძე კახეთელიძე სამთისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1810
ტიპი: ღონისძიება
1810 წელს შოშიტა ჩაჩანიძემ სხვავის მონასტერს ნ. საგანელიძე და ხიმშის მამული შესწირა.
1808
ტიპი: ღონისძიება
1808-1810 წლებში იოანე აბაშიძემ და მისმა მეუღლემ მარიამ მაჩაბელმა ჭელიშის მონასტერს შესწირეს მღვდელი გიორგი თომაძე ცოლ-შვილით.
1807
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის აგვისტოს დასაწყისში ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე თბილისის ღვინის სარდაფში სადილობდა, გვერდით მაგიდასთან ნაცნობი სოციალ-დემოკრატები ცხარედ მსჯელობდნენ. ზაქარიამ ჯერ რაღაც კრიტიკული თქვა სოციალ-დემოკრატებზე, შემდეგ ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელო დალია. სოციალ-დემოკრატები გაღიზიანდნენ, ჭიჭინაძე სასტიკად სცემეს და ქუჩაში გააგდეს. სახლში მედუქნეს მიჰყავდა, რომელმაც უთხრა, რამ დაგაწყებინა სოციალ-დემოკრატებთან ილიას ქება, იმიტომ იყვნენ შეკრებილები, მის მოკვლაზე ბჭობდნენო.
1805
ტიპი: ღონისძიება
1805 წლის 1-ელ დეკემბერს დავით ჭიჭინაძემ სხვავის მონასტერს ხივშში მდებარე ვენახი შესწირა.