ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47263

1842

ტიპი: თანამდებობა

1842 წელს ბესარიონ მახარობელას ძე გიორგაძე ვანში ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1841

ტიპი: სტატუსი

1841 წლის 31 იანვარს ყვარლის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის ჩანაწერის საფუძველზე გაკეთდა რუსულენოვანი მეტრიკული მოწმობა ილია ჭავჭავაძის დაბადების შესახებ.

1841

ტიპი: ავტორობა

1841 წლის 15 იანვარს გრიგოლ ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს ვაჟების – კონსტანტინესა და ილიასათვის თავადის წოდების დამტკიცების თაობაზე.

1840

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს ვარიანში.

1840

ტიპი: ღონისძიება

1840 წლის 30 ივლისს დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონი გამოიცა.

1840

ტიპი: პირადი ინფორმაცია

აკაკი წერეთელი 1840 წლის 9 ივნისს საჩხერეში დაიბადა.

1840

ტიპი: თანამდებობა

1840 წელს ვასილ ექვთიმეს ძე თავაძე რიკოთის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1840

ტიპი: თანამდებობა

1840-52 წლებში ვასილ ექვთიმეს ძე თავაძე ფერსათის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1839

ტიპი: გარდაცვალება

1839 წელს გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის მცირეწლოვანი ძმა სვიმონი.

1838

ტიპი: გარდაცვალება

1838 წელს დაღესტანში დაიღუპა ილია ჭავჭავაძის ბიძა ალექსანდრე პაატას ძე ჭავჭავაძე.

1837

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1837 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1837

ტიპი: ღონისძიება

ილია ჭავჭავაძე 1837 წელს დაიბადა სოფელ ყვარელში.

1836

ტიპი: ავტორობა

1836 წელს ემინიმ ფრანგულიდან რუსულად თარგმნა და დაბეჭდა ვილმესანის წიგნის „საშუალო საუკუნეების ისტორიის“ სამი ტომი.

1832

ტიპი: ღონისძიება

ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანი 1832 წლის შეთქმულების ინიციატორი იყო.

1831

ტიპი: გარდაცვალება

1931 წლის 25 აპრილს სერგო კლდიაშვილმა შალვა რადიანს მამის, დავით კლდიაშვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ თბილისის გიმნაზიის დირექტორი იყო გრუბერი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისში ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიიის გახსნას, მისი მოქმედების არეალსა და პერსპექტივებს. სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ფულს უხდიდა იმ მშობლებს, ვისაც თავიანთი შვილები თბილისის გიმნაზიაში ჰყავდა მიბარებული, განათლების საქმე ამით დიდად არ განვითარებულა. ამ აზრს გამოეხმაურა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკი თავისი შენიშვნით, სადაც წერდა, რომ მშობელთა „წახალისების“ წესი გაუქმებული ყოფილა, ხოლო ამიერკავკასიაში სასწავლებელთა კეთილმოწყობამ თბილისის გიმნაზიის დირექტორის, გრუბერის დიდი ძალისხმევისა და ზრუნვის შედეგად, ერთი-ორად გაზარდა ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა ასეთი ტიპის დაწესებულებათა მიმართ.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვარს საქართველოდან რუსეთში სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე ივანე შადინოვი. მან 70 ფუთი აბრეშუმი წაიღო.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: კოლეგიის მრჩეველი გრუბერი, კაპიტანი სნაკსარიოვი, გენერალ-მაიორი ივანე ოსიპის ძე სიმონიჩი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლეს ბრძანებულებათა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პოდპოლკოვნიკი ყანდაუროვი ქართული ბატალიონის მეთაური იყო.

1830

ტიპი: გარდაცვალება

1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლეს ბრძანებულებათა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გარდაიცვალა ქართული ბატალიონის მეთაური, პოდპოლკოვნიკი ყანდაუროვი.

1830

ტიპი: გარდაცვალება

1830 წლის 9 სექტემბრის უმაღლესი ბრძანებულებით ქართული ბატალიონის გარდაცვლილი მეთაური, პოდპოლკოვნიკი ყანდაუროვი გარნიზონში მომსახურეთა სიიდან ამოიღეს.