ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48376

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია ხაზს უსვამდა, რომ მისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან, მისი აზრით, ხალხს დავიწყებული ჰქონდა ქართულ ზეპირთქმათა უმრავლესობა და არც მათი სწორად გამოყენება შეეძლო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია გამოთქვამდა აზრს, რომ ხალხური ზეპრისიტყვიერების ნიმუშების შენარჩუნება მხოლოდ მათი დაწვრილებითი აღნუსხვითა და ქაღალდზე გადატანით იყო შესაძლებელი.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ შთამომავლობა მისი მადლიერი იქნებოდა, რადგან სამშობლოსა და თავისი ერის საკეთილდღეოდ გარჯა არ დაუკლია და გააკეთა ის, რაც შეეძლო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ შთამომავლობა მას ლოცვა-კურთხევით მოიხსენიებდა გაწეული შრომისა და დანატოვარის გამო.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკიას მუშაობის ხალისი არ ჰქონდა დაკარგული და იმავე შემართებით აგრძელებდა ნაშრომებზე მუშაობას.

1943

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად საქართველოს დიდი გულშემატკივარი, ოლივერ უორდროპი სოფელ სევენოკიდან იყო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს ქრისტინე შარაშიძემ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორის, ციალა გაბაშვილის, დავალებით დაწერა „რუსთაველის სადაურობის საკითხისათვის“ მასალებისა და გამოკვლევების ბიოგრაფიული მიმოხილვა.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს შალვა იასონის ძე ამირანაშვილი საქართველოს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილი პროფესორი გახდა.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს კორნელი სამსონის ძე კეკელიძეს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს ისტორიკოსი სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშია სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიამ დაწერა „ჩემი ავტობიოგრაფია“.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკიას თხზულება „წარსულიდან“ ლიტერატურის მუზეუმის არქივში ინახებოდა.

1943

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1943 წელს ავტობიოგრაფიიაზე მუშაობისას თედო სახოკია 76 წლის იყო.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკია ძველებური ენერგიით განაგრძობდა სალიტერატურო მოღვაწეობას.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, თედო სახოკიამ შვილებთან ერთად სამი ძმისწული გაზარდა.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, თედო სახოკიას ჰყავდა ვაჟი, ვახტანგი.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, თედო სახოკიას ჰყავდა ქალიშვილი, თინა.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს სახოკიას საქართველოს სოცუზრუნველყოფის კომისარიატიდან ყოველთვიურად პერსონალურად ეძლეოდა 30 თუმანი.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან დაწერა თხზულება „წარსულიდან“.

1943

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე მაჭავარიანი 1943 წლამდე ცხოვრობდა თბილისში, გორკის ქუჩა №31-ში.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიას ნაშრომი „ხატოვანი (ფიგურალური) თქმანი“ მსოფლიო ომის მიზეზით ვერ გამოიცა.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს დაწერილი თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში იყო ნამყოფი.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს დაწერილი თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, საფრანგეთის გარდა მას მონახულებული ჰქონდა ინგლისი, შვეიცარია, ბელგია და იტალია.