რეგისტრირებული ფაქტები49966
სორტირება თარიღი კლებადობით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების გლეხკაცობის ძირითადი ხარჯი ფოsტის ფული იყო. ამ პერიოდში ქუთაისსა და თბილისის გუბერნიებში სულ 171 241 კომლი ოჯახი ცხოვრობდა, რომელთაგან სახელმწიფო წლიურად 450 416 მანეთსა და 83 კაპიკის იღებდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ იყიდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, შექსპირის „მეფე ლირი“ და ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვის თზულებანი შემდეგ მისამართებზე: თბილისში, გრიქუროვის წიგნის მაღაზიებსა და „ივერიის“რედაქციაში; ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში; გორში, ფარნაოზ ნათიევისას და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ ივანე მაჩაბელს, დავით ჩუბინაშვილსა და ალექსანდრე ცაგარელს პეტერბურგში შეუთვალა „ივერიისთვის“ მასალები მიეწოდებინათ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ ვასილ მაჩაბელს პეტერბურგში შეუთვალა, მისთვის გაზეთის დასაბეჭდი ქაღალდი შეეძინა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ ვასილ მაჩაბელს პეტერბურგში „ივერიის“ პირველი ორი ნომერი და წერილი გაუგზავნა, თან შეუთვალა, გაზეთები ივანე მაჩაბლისა და დავით ჩუბინიშვილისთვისაც გადაეცა.
1877
ტიპი: ნასამართლეობა
1877 წლის 6 მარტს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა ინფორმაცია ივანე ჯაბადარის, მიხეილ ჩიკვაიძის, გრიგოლ ჟდანოვიჩის, სტეფანე ყანდაშევის, ალექსანდრა ქიქოძის, ეკატერინე გამყრელიძის, ალექსანდრე და ბარბარე ციციანოვების შესახებ, რომელთაც უკანონო საზოგადოების შექმნა, აკრძალული წიგნების გამვრცელება და მკვლელობის განზრახვა ბრალდებოდათ. საქმე სენატში 22 თებერვალს განიხილებოდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 3 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა წინასიტყვაობა თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ჟურნალ-გაზეთების გამოცემას საზოგადოების აზრის, რწმენის, გრძნობისა და გემოვნების განვითარებაში, რომ გაზეთების სხვადასხვა შინაარსი დამოკიდებული იყო ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა გარემოებაზე. კერძოდ, გაზეთ „ივერიის“ მთავარი მიზანი სამეცნიერო ცნობების, საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრებაზე დაკვირვება და მათი გაზეთის მეშვეობით გავრცელება იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 3 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1-ელ მარტს ფინანსთა სამინისტრომ, თბილისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტს ბანკის წესდებულების ცვლილებაზე თანხმობა განუცხადა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 3 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა განცხადება, რომ მარტიდან გამოდის თბილისში ქართული საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი „ივერია“. დამტკიცებული პროგრამა რედაქციას ნებას აძლევს იქონიოს გაზეთში შემდეგი განყოფილებანი: 1) კორესპონდენციები, საქართველოს, რუსეთისა და უცხო ქვეყნების შესახებ, 2) სამეცნიერო განყოფილება, 3) სხვადასხვა სახის პროზაული ნაწარმოებები, 4) კრიტიკა და ბიბლიოგრაფია, 5) ფელეტონი, 6) სასამართლოს მატიანე, 7) სხვადასხვა გაზეთების ნაამბობი, 8) კერძო პირთა განცხადებანი და საჭირო ცნობათა სქემა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 3 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა განცხადება, რომ მარტიდან გამოდის თბილისში ქართული საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი „ივერია“. დამტკიცებული პროგრამა რედაქციას ნებას აძლევს იქონიოს გაზეთში შემდეგი განყოფილებანი: 1) წინასიტყვაობა, რომელშიც გამოითქმება რედაქციის აზრი საზოგადო ცხოვრებისა და სხვადასხვა თემის შესახებ, 2) საქართველო: განხილვა ყოველგვარი თემისა მთავრობისა თუ საზოგადოების ცხოვრების შესახებ, 3) რუსეთი: განხილვა ყოველგვარი თემისა, რაც რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკასა და საზოგადოების ცხოვრებას შეეხება, 4) უცხოეთი: განხილვა საზოგადო პოლიტიკისა, უცხო ქვეყნების სახელმწიფო წარმოებასა და საზოგადოების ცხოვრებისა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 3 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სოფლის საზოგადოებას ადგილობრივი მილიციონერები ამოურჩევიათ და თბილისში გამოუგზავნიათ, იმ პირობით, რომ თავად გადაუხდიდნენ ჯამაგირს, მაგრამ პირობა აღარ შეუსრულებიათ და ამიტომ ქალაქს თავისი ნებით ტოვებდნენ მილიციონერები.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 3 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა „ცხოვრება და კანონის“ 1-ლი წერილი საქართველოში ბატონყმობის გაუქმების შესახებ. წერილიდან ვიგებთ, თუ რა შედეგები მოჰყვა ბატონყმობის გაუქმებას და როგორ გაგრძელდა გლეხისა და ყოფილი ბატონის ურთიერთობა, ასევე, როგორ განისაზღვრა უფლება და მოვალეობა გლეხსა და ნაბატონარს შორის.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის მარტის დასაწყისში ვასილ მაჩაბელმა ილია ჭავჭავაძეს შეუთვალა თავისთვის და თავისი ძმისთვის „ივერიის“ ნომრები გაეგზავნა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 31 იანვარის გაზეთ „დროების” ცნობით, 1-ელი იანვრიდან ნიკო ნიკოლაძისა და გრიგოლ არწრუნის რუსული და სომხური გაზეთების გამოცემა დაიწყებოდა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 31 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი თბილისის საქალებო გიმნაზიისა და პროგიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა მზურველი საზოგადოების კომიტეტის ხაზინადარი იყო.