ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49966

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობას დაესწრო სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი ნიკოლოზ მთვარელიშვილი, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოუთხრო ყრილობის წევრებს, ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი დახმარება სასწავლებლისთვის.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე მთავარი განსახილველი საკითხი სასულიერო სასწავლებლისთვის საჭირო ფულადი დახმარების მოძიება იყო. მსჯელობის დროს სასწავლებლის სასარგებლოდ, გონივრულად და წინდახედულად საუბრობდნენ მღვდლები: პ. შიუკაშვილი, მიხეილ ვარდიევი, მ. მირიანოვი, გრიგოლ თუშუროვი, იოანე მრევლიშვილი. მათი აზრით მღვდლებს თავიანთი ჯამაგირიდან ერთი მესამედი უნდა შეეწირათ სასულიერო სასწავლებლისთვის.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 მაისს გაიმართა თელავის სამღვდელოების ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ მიხეილ ვარდიევი აირჩიეს, ხოლო საქმისმწარმოებლად – მიხეილ ხელაშვილი.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკის საკითხებზე სერგეი მესხთან, აკაკი წერეთელთან და ნიკო ნიკოლაძესთან დაპირისპირების გამო გაზეთ „დროების“ რედაქცია დატოვა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წლის მაისში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე შეიქმნა კომისია, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაცია „პრიკაზის“ ვალების სათავადაზნაურო ბანკში გადასატანად მთავრობაში წარსადგენი განაცხადი უნდა შეედგინა. ილია ჭავჭავაძე ამ კომისიის წევრად აირჩიეს.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 21 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „ნ. ნიკოლაძე და მისი შეხედულება ბანკზე“ გამოქვეყნდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 20 აპრილს ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკი გაიხსნა. ილია ჭავჭავაძე ბანკის დირექტორად ბესარიონ ღოღობერიძის კანდიდატურას უჭერდა მხარს.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 24 მარტს გაზეთ „Кавказ“-ში ილია ჭავჭავაძისა და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორთა ხელმოწერით ბანკის მუშაობის პირველი წლის ანგარიში დაიბეჭდა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 14 მარტს გაზეთ „დროებაში" ილია ჭავჭავაძის სტატია „ზოგიერთი რამ“ გამოქვეყნდა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წელს ოზურგეთის სოფელ ბახვის მცხოვრებლებმა – ათანასე ქიქოძემ, იბ. ქიქოძემ, გ. შარაშიძემ, როსტომ არობელიძემ, მელქისედეგ მახარაძემ – გაზეთ „დროებას“ გაუგზავნეს 4 მანეთი და 2 აბაზი აჯანყებულ ჰერცოგოვინელების შესაწირად.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 7 მარტს გაზეთ „Тифлисский Вестник“-ში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი საქონლის მოტაცების შემთხვევების მატებასა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძე მონპლეზირის ბაღში გამართულ გაზეთ „დროების“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო სადილზე სიტყვით გამოვიდა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 3 მარტს გაზეთ „დროებაში“ გაზეთის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით სერგეი მესხის წერილი დაიბეჭდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 2-3 მარტს ილია ჭავჭავაძე და დავით ავალიშვილი გაზეთ „დროების“ ათი წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო საღამოზე მონაწილეობის მსურველთა სიებს ადგენდნენ.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძე სიტყვით გამოვიდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე და საქონლის გატაცების შემთხვევების მატებასა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის მარტის დასაწყისში გაზეთ „დროების“ ათი წლისთავის აღსანიშნავად გამართულ სადილზე ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და ნიკო ნიკოლაძემ გაზეთს თანამშრომლობა აღუთქვეს.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 1-ელ მარტს გაზეთ „დროების“ დაარსების ათი წლისთავზე ილია ჭავჭავაძემ, სერგეი მესხმა, აკაკი წერეთელმა და ნიკო ნიკოლაძემ „დროების“ რედაქციის ახალ პირობას მოაწერეს ხელი.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის თებერვლის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში მყოფი ქართველი სტუდენტების დასახმარებლად ფული შეაგროვა და ალექსანდრე ცაგარელს გაუგზავნა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს აჭარაში მოგზაურობისას დიმიტრი ბაქრაძეს დედაბრიშვილი უწევდა გიდობას.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლიდან ზაქარია ჭიჭინაძემ გაზეთ „დროების“ რედაქტორის, სერგეი მესხის დავალებითა და კონსულტაციით საგაზეთო ახალი ამბებისა და მასალების წერა დაიწყო.

1876

ტიპი: ავტორობა

ივანე როსტომაშვილმა შეადგინა „არითმეტიკული გამოცანები, სახალხო შკოლებისათვის და მშობლებისათვის დამატებით ბუნების მეცნიერებიდამ“, რომელიც გამოიცა 1876 წელს.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი და ივანე ფრანცის ძე იანიცკი კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების (დაფუძნდა 1850 წელს) საბჭოს წევრები იყვნენ.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის მრჩეველი ივანე პავლეს ძე თუმანიშვილი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ტიტულოვანი მრჩეველი, VII კლასის კამერგერი (ხაზინადარი), იუნკერი გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ირაკლი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველი იყო.