ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49960

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფრომ ტარუაშვილის განცხადება თავისი საბავშვო წიგნის „თხები და ცხვრების“ გამოცემის შესახებ.პირველი გამოცემა სულ გაყიდული იყო. გამგეობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი მიენდო ვ. ბურჯანაძეს. მასვე დაევალა ტარუაშვილის შრომის გაცნობა და კრებისთვის თავისი აზრის გაცნობა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის ყოფილი ნოქრის, ივ. მელაძის თხოვნა ყველა იმ სახელმძღვანელოს უფასოდ მიცემის შესახებ, რომლებიც საზოგადოებამ მისი სამსახურის დროს გამოსცა. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1 თებერვალს ქ.შ.წ.კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. განჩინებამ მიიღო გადაწყვეტილება გადადებულიყო სკოლის შესანახად ნახევარი მილიონი (500.000), იმჟამად უნდა მისცემოდა 100.000, ხოლო სკოლის გამგეს განჩინების თანახმად მოეთხოვოს დაწვრილებითი ანგარიში სკოლის საჭიროებებზე გაწერილი ხარჯების.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1 თებერვალს ქ.შ.წ.კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა მოქალაქე მიქაძისთვის 52.000 მანეთის მიცემის შესახებ. სკოლის შესანახი თანხის ანგარიშში 1921 წელს ეს ფული მიქაძეს მიუღია სკოლის საჭიროებისთვის . განჩინებამ მიიღო გადაწყვეტილება 52.000 მანეთის მიცემისა და დადასტურების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1 თებერვალს ქ.შ.წ.კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკასიის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოთხოვნა ქართული სკოლისთვის 50ც. Р(ძველებური დიდი ,,რ"), е. 2-ი და მასწავლებელთა კავშირის გამოცემული საბვშვო წიგნების გაგზავნის შესახებ. განჩინებამ წიგნების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, წევრები: ვ. წულაძე, ი. გიორგობიანი, ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი. სხდომას დ. კარიჭაშვილი თავმჯდომარეობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი სევასტი გაჩეჩილაძის მიერ წარმოდგენილი პოემის ,,საღათას ძილი"/ ,,ჯიბილოს ნაამბობის" გამოცემის შესახებ. ამ საკითხის გარჩევა იპოლიტე ვართაგავას მიენდო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამწიგნობრო სექციისა და ლიტერატორ-კრიტიკოსთა გაერთიანებული კრების მიერ ორიგინალ და ნათარგმნ ნაწარმოებებზე ჰონორარის ნორმის შემუშავების საკითხი. გამგეობამ საკითხი დაამტკიცა და მისი გაზეთებში გამოცხადება გადაწყვიტა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მანგლისის მცხოვრებთა მიერ საზოგადოების განყოფილების დაარსების დადგენილების შესახებ იმსჯელეს. მთავარმა გამგეობამ დაადგინა, ეცნობებინა ინიციატორთათვის განყოფილების გახსნის არსებული წესები. მიმოწერა ქართულ ენაზე უნდა ყოფილიყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე შიო მღვიმელის „ტყის სურათებისა“ და ილია გოლიას „ხარბი რძლის“ შესახებ ნინო ნაკაშიძის რეცენზია მოითხოვეს. რეცენზირების შემდეგ „ტყის სურათების“ დაბეჭდვის ნებართვა გასცეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 26 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის განცხადება, რომ ავადმყოფობის გამო ვერ მიიღებდა მონაწილეობას „ბუნების კარის“ შესწორებაში. ეს კითხვა წინა სხდომაზე დაისვა, მაგრამ გადაიდო. გამგეობამ სასკოლო სექციას მიანდო საკითხის არსებითი განხილვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 26 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი შრომის სკოლის სიღნაღის ერობის გამგეობაში გადაცემის შესახებ. შრომის სკოლის გამგის, იოსებ ჩხატარაიშვილის თქმით, სიღნაღის სამაზრო ერობის გამგეობამ თანხმობა განაცხადა მიიღოს თავის გამგებლობაში შრომის სკოლა. ჩხატარაიშვილმა შეადგინა სკოლის ინვენტარის სია და გადასცა ერობის გამგეობას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 26 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარე დ. გ. კარიჭაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, კ. ქავთარაძე და ი. გიორგობიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი: I ქვეითთა დივიზიის სამხედრო ინსტრუქტორი ართმელიძე ჯარისკაცთა სახელით ითხოვდა, საგარნიზონო სკოლებისთვის გადაეცათ რუსთაველის, ნ. ბარათაშვილის, ორბელიანის, რაფიელ ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალ. ყაზბეგის, ეგნატე ნინოშვილის, გ. წერეთლის და სხვ. 4-4 წიგნი გადაეცათ. გამგეობის დადგენილებით გაიგზავნა თითო ცალი, რადგან მეტი არ ჰქონდათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ავლაბრის კულტურულ-განმანათლებელი წრის თხოვნა ბიბლიოთეკის მათთვის სრულად გადაცემის შესახებ. გამგეობის ცნობით, ბიბლიოთეკა 6 თვის განმავლობაში უმოქმედოდ იყო, მას ვერ უძღვებოდა ვერც ადგილობრივი წრე და ვერც თბილისის განყოფილება. საკითხი განსახილველად თბილისის განყოფილების გამგეობას გადაეცა. მთავარი გამგეობა ბიბლიოთეკის წრისთვის გადაცემის წინააღმდეგი არ იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი იმის შესახებ, რომ ოდესის ქართველთა საზოგადოების გამგეობა თხოულობდა წიგნებით დახმარებას ადგილობრივი ბიბლიოთეკისთვის. გამგეობის დადგენილებით, გაეგზავნათ საზოგადოების ყველა გამოცემათა თითო ეგზემპლარი „დედა ენა“ I ნაწილი 20 ცალი, II ნაწილი – 10 ცალი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო კომისიის თავმჯდომარე ლუარსაბ ბოცვაძის განცხადება, ავადმყოფობის გამო გაათავისუფლონ „ბუნების კარის“ გასწორებაში მონაწილეობისგან. გამგეობამ ეს საკითხი შემედეგი სხდომისთვის გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიის შეტყობინება, რომ 26 მაისის დამოუკიდებლობის წლისთავის აღსანიშნავად მონაწილეობისთვის საზოგადოებიდან მიიღოს მოსაზრებები. გამგეობამ შიო დედაბრიშვილს მიანდო კომისიაში მონაწილეობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი, წევრები: ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი, ი. გიორგობიანი, ვ. წულაძე, კ. ქავთარაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აპრილს თ. კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნსაცავიდან გაზეთების კომპლექტების მოთხოვნის საკითხი. გამგეობამ დაადგინა, მიეცათ თხოვნის თანახმად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აპრილს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნინო ილიას ასული გომელურის თხოვნა ერთჯერადად 100 მანეთით დახმარების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარე - დ. კარიჭაშვილი, მდივანი - ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, ვ. წულაძე, ი. ვართაგავა, ი. გიორგობიანი, მ. კაკაბაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ცინკოგრაფი სოგომონიანი ია კარგარეთელის „საბავშვო სიმღერების" კრებულისთვის საჭირო კლიშეების დასამზადებლად 397,800 მანეთს (ავანსად 60 000 მან.) სთხოვდა. მთავარმა გამგეობამ პრეზიდიუმს დააავალა გაეგოთ რკინიგზის სტამბის კლიშეების ფასის პირობები. სოგომონიანისთვის კი, თუ საჭირო იქნებოდა კლიშეების იქ დამზადება, მიეცათ 60 000 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ქ.შ.წ.კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას პროფ. სალთიკოვი თავისი 320 გვერდიანი წიგნის „курст анам геометря" დაბეჭდვას სთხოვდა. ამავე წიგნს უნივერსიტეტი უკვე ბეჭდავდა 600 ეგზემპლარად, რომელთაგან 200 ცალი უნივერსიტეტში რჩებოდა, 400 – კი ავტორს ეკუთვნოდა, ამიტომ, ტექსტი აწყობილი იქნებოდა, საზოგადოებას კი ზედმეტი ეგზემპლარების ქაღალდისა და აკინძვის ჰონორარი უნდა გადაეხადა. გამგეობამ სალთიკოვს ქაღალდის უქონლობის გამო უარი უთხრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 ინავარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ზესტაფონის განყოფილების ყოფილი თავმჯდომარე 9 დეკემბრის N432 ცირკულიარულ მიმართვაზე აცნობებს, რომ განყოფილებამ მთელი თავისი ქონება: ბიბლიოთეკა, სამკითხველო, გადამწვარი თეატრის შენობა მიწით და მაზრაში არსებული სამკითხველოებით შორაპნის სამაზრო ერობას გადასცა.ზესტაფონის განყოფილებას მოლაპარაკება თავისი ქონების შორაპნის სამაზრო ერობისთვის გადაცემის თაობაზე წინასწარ ჰქონდა ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობასთან, საიდანაც თანხმობა მიიღო. ყოფილი გამგეობის წევრები ისედაც ჩართულები იყვნენ საერობო სამუშაოში, ეწეოდნენ კულტურულ მუშაობას და ამით ხელს უწყობდნენ მაზრაში ხალხის განათლებისა და გათვითცნობიერების საქმეს. ყოფილ გამგეობის წევრებს არსებულ პირობებში ზედმეტად მიაჩნდათ გაუქმებული განყოფილების აღდგენა და მისი მოქმედების განახლება.