რეგისტრირებული ფაქტები46077
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების საწყობში იყო შემდეგი წიგნები: ყარანგოზიშვილის ლექსები, „გიორგი სააკაძე“, „კოოპერაცია“ კანდელაკისა, ჩარლზ დარვინი, „მოგზაურობა სისხლის წვეთისა“, „საუბარი ხოლერაზე“, „სახადი“, „საბერძნეთის ისტორია“, „ფიზიკური აღზრდა“, „ფიზიოლოგია“ და „მწყემსის წერილები“. ხელს აწერენ ვასილ ედილაშვილი, ივანე ავალიშვილი, იოსებ გიორგობიანი და ლავრენტი სანოძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების საწყობში იყო შემდეგი წიგნები: აკაკის იგავ-არაკები, კონვერტები, ეკ. გაბაშვილი II, „ჰაერი და სითბო“, „ბუნების მეტყველება“, „სურამის ციხე“, „მწირი სარდალი“, „ბერლინის გარემოცვა“, „გაბრიელ გოლუა“, „რობიზონ კრუზო“, ბატონიშვილის სურათები, „ასტრონომია“ 3 ტომი და „ალი“. ხელს აწერენ ვასილ ედილაშვილი, ივანე ავალიშვილი, იოსებ გიორგობიანი და ლავრენტი სანოძე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 12 თებერვალს სოფელ საჭილაოში, მთავარანგელოზის ეკლესიაში ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 თებერვლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის ნოე ცინცაძის N 31 ბრძანების თანახმად, განათლების სამინისტროს კანცელარიის გაეროვნულების გამო ბუღალტრის თანამდებობის აღმასრულებელი სერგი იაკობის ძე აზარაპეტოვი 1920 წლის პირველი იანვრიდან შტატგარეშე დარჩა. ბრძანებას ხელს აწერს ნოე ცინცაძე, დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 (17) თებერვალს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ, მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ 1919 წლის 20 ნოემბრიდან გიმნაზიის პარალელური (რუსული) კლასების ისტორიის მასწავლებლად კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევისა დაუშვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმიდან ჯარი გადიოდა, თუმცა ამის შესახებ იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუფრთხილებია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ბორჩალოს მაზრის სოფელ პატარა გომარეთის მცხოვრებლებმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს მიწის სიმცირის გამო ბარათაშვილის ყოფილ ადგილზე, ე. წ. „დიაში“, გადასახლების ნებართვა სთხოვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვალს ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა და ილია ფირცხალაიშვილი თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვალს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ტყვარჩელის მადნების საკითხი. გაირკვა, რომ ზდანოვიჩს ჰყავდა მოწილეები, რომლებიც ითხოვდნენ 40%-ს. გამგეობის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება მოწილეებსთვის ტყვარჩელის მადნებიდან 20-30%-ის დათმობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ შავი ზღვის რეგიონში „მწვანეთა არმია“ (გლეხთა შეიარაღებული მოძრაობა) გააქტიურდა. ამ ფაქტს მთავრობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი წავიძე ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას სიძე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თინა ოქროპირის ასული ქუნთელია ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას ქალიშვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელენე, თამარა, ნინა, ვერა და ნადია ქუნთელიები ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას ქალიშვილები იყვნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სალომე ბეჩუნას ასული ქუნთელია ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას მეუღლე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ბიქტორ ანდრიას ძე წოწონავა ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას სიძე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ივანე ნოდია ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას სიძე იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფელ საჭილაოში ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელია გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე გომართელი დამფუძნებელი კრების სამხატვრო კომისიის დროებით თავმჯდომარედ აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიწათმოქმედების სამინისტრომ (მინისტრი ნოე ხომერიკი) გამოიკვლია, რომ 1919 წლის მოუსავლიანობის გამო განსაკუთრებით გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა საქართველოს 4 მაზრა: რაჭის, ახალციხის, ახალქალაქის, და ქუთაისის. განზრახული იყო, მთავრობისგან სპეციალური თანხების გამოთხოვა ამ მაზრების დასახმარებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენება საქართველოში უცხოელთა სააქციონერო საზოგადოებათა მოქმედების შესახებ დასკვნისთვის იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისთვის გადაეცათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის განკარგულებაში არსებული 10-მილიონიანი ფონდიდან 10 000 მანეთი ფერშალ სამსონ დარახველიძის ქვრივისთვის გადადებულიყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება სამეურნეო და სხვა მასალის შეძენისთვის 1 140 000 მან საჭიროების შესახებ დადასტურებულიყო და გადასცემოდა დამფუძნებელ კრებას.