ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49980

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის საზაფხულო არდადეგების დროს ფესვის ამოღება შეასწავლა უფროსმა ძმა რომანოზმა იაკობ ფანცხავას.

1873

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1873-1876 წლებში მიხეილ ესაკია თედო სახოკიას სკოლის მეგობარი იყო.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს შიო არაგვისპირელი და მისი ძმა მამამ დუშეთის სასწავლებელში მიაბარა.

1873

ტიპი: განათლება

1873-1877 წლებში შიო არაგვისპირელმა დუშეთის სასწავლებელში სწავლის პერიოდში ვერაფერი გაუგო რუსულ ანბანს და მისი ათვისება გაუჭირდა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს შიო არაგვისპირელს დუშეთში რუსული ანბანით დააწყებინეს სწავლა.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს იაკობ გოგებაშვილი სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს ლაზარე ალექსის ძე ტურიევი თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს ნიკოლოზ ცხვედაძე თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი სასულიერო სემინარიის ინსპექტორი იყო.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს დავით კეზელი, ალექსანდრე მაჭარაშვილი და სტეფანე ჭრელაშვილი სემინარიის მოსწავლეები იყვნენ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ქართულენოვანი სასკოლო სახელმძღვანელოების შესახებ სერგეი მესხის წერილი „გამომცემლების საზოგადოება“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ლუარსაბ მაღალაშვილი და დ. სუმბათოვი თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ქეთევან მამაცაშვილი და ივანე ერისთავი გორის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, დიმიტრი ჯორჯაძე და იასე ჭავჭავაძე თელავის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავი და გიორგი ყაზბეგი დუშეთის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იასონ თუმანიშვილის წერილის ფრაგმენტი კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვისადმი მიხაილოვის სახელოსნო სასწავლებლის საჭიროებების შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 15 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „თბილისისა და ქუთაისის სააზნაურო ბანკების შეერთებაზე“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით დავით ღამბაშიძის წერილი „ყვირილიდამ თბილისამდი“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ საგლეხო სასწავლებლებთან დაკავშირებით ა. ხელაშვილის ფსევდონიმით ალექსანდრე ხახანაშვილის წერილი „წიგნი რედაქტორთან“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ჩვენი ბანკების საქმე“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „ცხელ-ცხელი ამბები“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 დეკემბერს „დროებაში“ ზაქარიძის ფსევდონიმით სოლომონ მგალობლიშვილის წერილი „უფ. შორაპნელის შენიშვნაზე“ დაიბეჭდა იმავე გაზეთის 44-ე ნომერში დავით ღამბაშიძის მიერ გამოქვეყნებული კორესპონდენციის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „დროებაში” სერგეი მესხის წერილი „კიდევ ბანკზე“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „დროებაში” ილია ჭავჭავაძის მიერ თავად-აზნაურთა კრებაზე წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტი გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „დროებაში” ეპიფანე კალანდაძის კორესპონდენცია „გურიიდამ, ნოემბრის 8-ს“ გამოქვეყნდა.