ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50661

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს თედო სახოკია მამამისმა ტიმოთემ მარტვილის სასწავლებელში მიიყვანა იმ იმედით, რომ რაკი თედომ რუსული იცოდა და უშინსკის „Родное Слово“ ესწავლა, მეორე მოსამზადებელ კლასში მის მიღებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს, რადგან სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად თედო სახოკიას ქართული უნდა სცოდნოდა, ენის შესასწავლად მამამ ზაფხულამდე თავის ბიძას, შიო იოსავას მიაბარა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს პაპამის შიო იოსავასთან სახლობის დროს, პაპა მას ხშირად რუსულად „მამაო ჩვენოს“ თქმას სთხოვდა.

1877

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკიამ 1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლში სწავლის პერიოდი ვრცლად აღწერა თავის თხზულებაში „წარსულიდან“.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლა მოსწავლეებისთვის ტანჯვა იყო, რუსულად საგნების ათვისება − უცხო, ყველაფერს იზეპირებდნენ და ამიტომაც სძულდათ სწავლაცა და სასწავლებელიც. თედოს თქმით, მხოლოდ პოლიევქო კვიცარიძის, ვასილ ბარნოვისა და ბესარიონ ხელაიას წყალობით ავიწყდებოდათ ბავშვებს ეს სიძულვილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

შიო არაგვისპირელის ოჯახს მამის სიცოცხლეშიც ძალიან უჭირდა და 1877 წელს ზაქარია დედაბრიშვილის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო დიდ გაჭირვებაში ჩავარდნენ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1873-1877 წლებში წილკანში გადასული ზაქარია დედაბრიშვილის ოჯახი იქ ორ ოთახში ცხოვრობდა. ზაქარიამ ვეღარ მოასწრო საცხოვრებლისთვის რამის მიმატება, რადგან მალევე გარდაიცვალა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ შიო არაგვისპირელი ძმასთან ერთად დუშეთიდან გამოიქცა და თავის მშობლიურ სოფელ ქაისხევში ჩავიდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს შიო არაგვისპირელს ისეთი მასწავლებლები შეხვდა თბილისში ვასილ ბარნოვისა და მოსე ჯანაშვილის სახით, ვინც სწავლა შეაყვარა და მას არასდროს წაუბორძიკია სწავლაში ამის შემდეგ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ შიო არაგვისპირელი ძმასთან ერთად გამოიპარა დუშეთიდან, სადაც მამიდაშვილი სასტიკ პირობებში ამყოფებდა მათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლამდე დუშეთის სასწავლებელში მიბარებული შიო არაგვისპირელი ძმასთან ერთად მამიდაშვილის, ხაზინის ბუღალტრის, სახლში ცხოვრობდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ დუშეთიდან ქაისხევში ძმასთან ერთად დაბრუნებულ შიო არაგვისპირელს მთელი ოჯახი დიდი სიხარულით შეეგება.

1877

ტიპი: ღონისძიება

შიო არაგვისპირელს მამიდაშვილი, ვისთანაც იგი ძმასთან ერთად 1877 წლამდე ცხოვრობდა დუშეთში, ხშირად მშიერ-მწყურვალს ამყოფებდა მათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკია მარტვილის სასწავლებელში ქართულის მასწავლებელ პოლიევქტო კვიცარიძეს, რომელიც მას 1877-1884 წლებში ასწავლიდა, ახასიათებდა, როგორც უებრო პედაგოგს, ვინც მოსწავლეებს შეაყვარა სწავლის საგანიც და თავისი თავიც.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში, თედო სახოკიას პედაგოგი ნათაძე ასწავლიდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში მასწავლებელი, ნათაძე, დაფაზე წერდა რამდენიმე ფრაზას და მოსწავლეები ამ ფრაზებს იქიდან იწერდნენ რვეულებში.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 დეკემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი შექსპირის „მეფე ლირის“ წიგნად გამოცემის ნებართვა გასცა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის ნოემბერში თედო სახოკიამ მამას პირველად გაუგზავნა წერილი ქართულ ენაზე.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის ნოემბერში მარტვილიდან ქართულად მიწერილ წერილში თედო სახოკია სწავლაში თავისი წარმატებების შესახებ ატყობინებდა მამას და ასევე სამი აბაზის გამოგზავნას სთხოვდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 17 სექტემბერს ილია ჭავჭავაძეს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმა სამმართველომ 1877 წლის პირველი იანვრიდან გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება მისცა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის სექტემბრიდან თელავში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი თავისი პანსიონით სახელმწიფოს ხარჯზე აღსაზრდელ მოსწავლეთათვის. სასწავლებლის გახსნისთვის თელავში მოღვაწე სასულიერო პირებმა საკუთარი ჯიბიდან გაიღეს საჭირო თანხა, რაც სასწავლებლის ზედამხედველ ნიკოლოზ მთვარელიშვილის დამსახურება იყო.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის სექტემბერში იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ დაიბეჭდა ილიას შემდეგი ლექსები: „გაზაფხული“, „გუთნისდედა“, „მძინარე ყმაწვილს“, „სიმღერა ამხანაგებისა“, „სიყვარული მამულისადმი“, „ქართვლის დედას“, „ჩიტი“ და ნაწყვეტები ეპიკური თხზულებებიდან: „აჩრდილი“ (V თავი), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია-ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“.

1876

ტიპი: განათლება

1876 წლის პირველი სექტემბრიდან 1883 წლის პირველ ივნისამდე იაკობ ფანცხავა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის აგვისტოს ბოლოს ტიმოთე სახოკიამ შვილი მარტვილში ჩაიყვანა და იქაურ საწავლებელში წარადგინა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ბალკანეთის ნახევარკუნძულის მებრძოლთა სასარგებლოდ თბილისის კლუბში გამართულ საქველმოქმედო ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოში.