ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51659

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ბრძოლიდან დაბრუნებულმა მილიციონერებმა გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში უამრავი წიგნი შეიძინეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავმა ქართული გრამატიკის სასწავლო სქემა შეადგინა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ქალაქის ხმოვანთა კრებას დიმიტრი ყიფიანი ესწრებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 25 სექტემბერს თბილისის ნემეცების კლუბში რაფიელ ერისთავის ორმოქმედებიანი ვოდევილი „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“ წარმოადგინეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 სექტემბრის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „ბულგარია“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 24 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდროვის ბაღში გამართულ ვახშამს გრიგოლ ორბელიანი დაესწრო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 სექტემბრის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილის წიგნი „დედანი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 სექტემბრის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის ფელტონი „ირაკლი მეფის მტრები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 სექტემბრის „დროების“ ცნობით, მიხეილ ჭიჭინაძის წიგნი „თვალთსაჩინო სწავლა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1878 წლის 20 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილი იყო ნატალია ვახტანგის ასულ ალექსი-მესხიშვილისა და იაკინთე დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილის შვილი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 19 სექტემბრის „დროების“ ცნობით, სერგეი სტრელეცკის გადაწყვეტილებით, სახალხო სკოლების მასწავლებელთა კრება კვირაში სამჯერ, გარეშე პირთა დასწრების გარეშე გაიმართებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 16 სექტემბრის „დროების“ ცნობით, სიონის ტაძარში წირვის დროს გურულებისა და ვასილ კარბელაშვილის საგალობლებს გალობდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მეოთხე ნაწილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 სექტემბრის „დროებაში“ აღალო თუთაევის სტატია „ორპირის იამურკა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 13 სექტემბრის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „ოსმალეთი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 სექტემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის წერილი „მცირე მოხსენება თ. გრ. გურიელს“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 სექტემბრის „დროებაში“ ილია ალხაზაშვილის ფელტონი „უფ. ლობიოს ავტორს“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში რაფიელ ერისთავის მოთხრობა „ნინო“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 5 სექტემბრის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილის შედგენილი „დედანი“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდროვის ბაღში თბილისის გუბერნიის სასწავლებელთა მასწავლებლებისთვის გაიხსნა პედაგოგიური კურსები, რომელსაც სერგეი სტრელეცკი დაესწრო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 სექტემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა დ. ახალშენაშვილის წერილი, რომელსაც ის დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს სწერდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის პირველი სექტემბრის „დროების“ ცნობით, ვახტანგ ორბელიანის ლექსი „იმედი“ მალე დაიბეჭდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მესამე ნაწილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 29 აგვისტოს „დროებაში“ ილია ალხაზაშვილის სტატია „აბასთუმანი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 აგვისტოს „დროებაში“ ანნა დავითის ასული ჭავჭავაძის შესახებ რაფიელ ერისთავის სტატია დაიბეჭდა.