ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50661

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 19 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი და მეორე ნაწილები ვასილ პეტრიაშვილის მოთხრობისა „გიორგი მუშაკაძის ცხოვრება“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის წერილი „რამდენიმე სიტყვა შესახებ კ. ბ. ჯორჯაძისა“ ბარბარე ჯორჯაძის შემოქმედების შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 12 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის ლექსი „ადამიანი".

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 5 იანვარს ფსევდონიმით გ-თელი გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის წერილი „ორიოდე სიტყვა კომედიაზე „ვაი ჭკუისაგან“ და რუსულ ტრუპპაზე“.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს თბილისის საჯარო საზოგადო ბიბლიოთეკის გამგემ ადოლფ პეტრეს ძე ბერჟემ თავისი მოვალეობები მუზეუმის გამგებელ გუსტავ ივანეს ძე რადეს გადააბარა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წელს გამოსულ „Кавказский календарь на 1869 год“-ში დაიბეჭდა ნიკოლოზ გიორგის ძე ბერძენოვის სტატია, რომელშიც ავტორი მიმოიხილავდა ქართულ პერიოდულ გამოცემებს.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს გამოცემული „Кавказский календарь на 1869 год“-იდან ირკვევა, რომ სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მეუღლე იყო ეკატერინე ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე-დადიანი.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს სერგეი სიმონის ძე მესხი გაზეთ „დროების“ რედაქტორად მიიწვიეს.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს ბრძანებით ილია ჭავჭავაძე დუშეთის სამომრიგებლო განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წელს დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში მიიყვანეს უზომოდ მთვრალი დუშელი კონსტანტინე ხარლამპიევი, რომელსაც ბრალად ედებოდა დუქანში ჩხუბის ატეხვა და ხმლით ადამიანებზე გაწევა. ილია ჭავჭავაძის განჩინებით ის გამოსაფხიზლებლად ჰაუპტვახტში დატოვს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მიიღო კირილე ლორთქიფანიძის წერილი, რომელშიც მან სთხოვა „კაცია – ადამიანის?!“ დაბეჭდვის ნებართვა, თან არა ფსევდონიმით, არამედ მისი ხელმოწერით.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868-74 წლებში ილია ჭავჭავაძე დუშეთში მომრიგებელ მოსამართლედ მსახურობდა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს ილია ჭავჭავაძე დანიშნეს მომრიგებელ მოსამართლედ დუშეთში.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868-73 წლებში დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

შიო მღვიმელი 1868 წელს გორის მაზრის სოფ. ბრეთში დაიბადა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს დუტუ მეგრელი და მოულოდნელად დაქვრივებული დედამისი, მარიამი, სუჯუნის ეკლესიის მონაზონთან გადავიდნენ საცხოვრებლად ერთ-ერთ სენაკში.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს ივანე მირიანაშვილმა შვილი ალექსი სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში მიიყვანა.

1868

ტიპი: განათლება

1868 წელს ალექსი მირიანაშვილმა სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა.

1868

ტიპი: განათლება

1868 წელს ალექსი მირიანაშვილი სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში მიმდინარე სწავლების მეთოდებს მოძველებულად თვლიდა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს დაქვრივებულმა მარიამ გაგუამ დუტუ მეგრელი ძიძას მიაბარა.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დუტუ მეგრელი 1868 წლიდან სუჯუნის ეკლესიის ეზოში მცხოვრები მონაზვნის სენაკში იზრდებოდა.