ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1861

ტიპი: თანამდებობა

1861 წელს მიხეილ იოვანეს ძე რეხვიაშვილი უწე­რის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-77 წლებში სიმონ ბესარიონის ძე მიქიევი (მიქიაშვილი) ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1863 წელს იოსებ ხახუტას ძე ტაბატაძე ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) 1861 წელს მარტვილში დაიბადა.

1861

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1861 წელს დაბადებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია ჭელიშის მონასტრის ისტორიისა და სიძველეების პირველი მკვლევარი იყო.

1860

ტიპი: განათლება

1860 წლის სექტემბერში სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილმა გორის სასულიერო სასწავლებელში დაიწყო სწავლა.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1860 წლის 14 მაისს ილია ჭავჭავაძემ მამიდისაგან წერილი და ფული მიიღო.

1860

ტიპი: მფლობელობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძე დაბრუნდა საქართველოში, რადგან შეექმნა პრობლემა – მამის, გრიგოლ ჭავჭავაძის დროიდან შემორჩენილი ვალის გამო მის მამულს გაყიდვა ემუქრებოდა.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე 1860 წლის 10 იანვარს დაიბადა სოფ. კვალითში.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860-1896 წლებში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე იმერეთის ეპისკოპოსი იყო.

1860

ტიპი: გარდაცვალება

1860 წელს გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა – თეიმურაზ ჭავჭავაძე.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პავლოვსკში დაწერა ლექსი „პოეტი“.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1860 წელს ილია ჭავჭავაძე ზაფხულის არდადეგების გასატარებლად პავლოვსკში ჩავიდა.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პავლოვსკში დაწერა უსათაურო ლექსი („მესმის, მესმის სანატრელი...“), რომელიც ეძღვნება იტალიის გამათავისუფლებელ მოძრაობას ჯუზეპე გარიბალდის მეთაურობით.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პავლოვსკში დაწერა ლექსი სათაურით „ჩ...სას“ („უცხო თემის ყარიბ მთქმელსა...“), რომელიც ეძღვნება მის სატრფოს, პეტრე ჩაიკოვსკის დას, ალექსანდრა (საშენკა) ჩაიკოვსკაიას.

1860

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძე ცარსკოე სელოში ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისასთან სტუმრობისას გაეცნო ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფულ კრებულებს.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1860 წელს ილია ჭავჭავაძე პავლოვსკიდან პეტერბურგში დაბრუნდა.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პავლოვსკში დაწერა ლექსი „ჩემო მკვლელო“.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „გახსოვს ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში...“

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „მძინარე ქალი“.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა უსათაურო ლექსი „მას აქეთ, რაკი...“

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა კრიტიკული წერილი „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგამ „შეშლილის“ თარგმანზედა“.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა."

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა მიხეილ ლერმონტოვის „ჰაჯი-აბრეკის“ ილია ჭავჭავაძისეული თარგმანი.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა ლექსი „წუხილი“.