ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51443

1866

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1866 წელს დაიბადა ვასილ კოპტონაშვილი. იგი ერთადერთი ვაჟი იყო ოჯახში და მშობლები ყოველანაირად ანებივრებდნენ.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს შიო მღვიმელი დაიბადა შიოობა დღეს და მას იმიტომაც დაარქვეს შიო.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი გაბრიელ ეპისკოპოსმა ფოთის საკათედრო ეკლესიის მღვდლად გაამწესა.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წლის ოქტომბერში თბილისის გუბერნიის მმართველობის უწყებით დიმიტრი კვალიაშვილს უნდა შეეწყვიტა მდივნად მუშაობა გორში, რათა გადასულიყო თბილისის გუბერნიის მმართველობაში.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლიდან ვაჭრობდა და მკითხველებს ემსახურებოდა ალადატოვის წიგნის მაღაზია და ბიბლიოთეკა.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძე.

1865

ტიპი: ავტორობა

1865 წელს ემინიმ წიგნის „ნერსეს ლაბრონელის სინოდალურის სიტყვის“ თარგმანი გამოსცა.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წელს ილია ჭავჭავაძემ კოლეგიის რეგისტრატორის ჩინი მიიღო.

1865

ტიპი: გარდაცვალება

1865 წელს მოსკოვში გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმის, კონსტანტინეს ქვრივი ბარბარე კუკოლევსკაია და ილიას 10 წლის ძმისწული სიმონი ობლად დარჩა.

1865

ტიპი: განათლება

1865 წელს ანასტასია თუმანიშვილმა დაამთავრა ქალთა ინსტიტუტი.

1865

ტიპი: ავტორობა

1865 წელს ილია ჭავჭავაძის „სცენები გლეხთა განთავისუფლების პირველი დროისა“ დაიბეჭდა „კრებულში“.

1865

ტიპი: განათლება

1865 წელს მოსე ჯანაშვილი სოფელ კახის სამრევლო სკოლაში შევიდა სასწავლებლად.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წლის ნოემბერში, როცა თბილისის გუბერნიაში გადავარდა ბატონ-ყმობა, ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრაში დაუნიშნავთ მომრიგებელ შუამავლად.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს უსახსრობის გამო ავ. ენფიანჯიანცის სახალხო ბიბლიოთეკა დაიხურა.

1864

ტიპი: ავტორობა

1864 წელს ემინიმ წიგნი სომხების კერპთაყვანისმცემლობაზე გამოსცა.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა იმხანად გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლობის კანდიდატის, ლევან გურიელის ოჯახს და გაეცნო ადგილობრივ საზოგადოებას.

1864

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1864 წელს ილია ჭავჭავაძე შეხვდა თავის ქვისლს, დიმიტრი სტაროსელსკის.

1864

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1864 წელს ილია ჭავჭავაძე ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრა მეუღლის, ოლღა გურამიშვილის ქუთაისში წასაყვანად.

1864

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1864 წელს ილია ჭავჭავაძე სამსახურებრივი საქმიანობის გამო ქუთაისის მაზრის სოფლებში მოგზაურობდა.

1864

ტიპი: ავტორობა

1864 წელს კირილე ლორთქიფანიძემ ილია ჭავჭავაძეს წერილით შეატყობინა, რომ ქართული პოეტური ნაწარმოებების კრებულის გამოცემას აპირებდა და თავისი ლექსების სასწრაფოდ გაგზავნა სთხოვა.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელზეც საგლეხო რეფორმა განიხილეს.