ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46103

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 14 მაისს კავკასიის მეფისნაცვალმა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი წმინდა ანნას პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მესამე სცენა ალექსანდრე გამრეკელის პიესისა „მაგდანას გათხოვება“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 22 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ დაიბეჭდა და 65 კაპიკად იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „საყმაწვილო წიგნი დაბალ კლასებში სახმარებელი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 16 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის მიერ თარგმნილი ლუიჯი მერკანტინის ლექსი „საპრელი მამკალი ქალი“.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლის 23 დეკემბერს თბილისში გამართულ დახურულ სახელოვნებო საღამოზე ანტონ ფურცელაძემ მსმენელებს წაუკითხა ახალი ლექსები: „იანიჩარი“ და „საშინელი სიზმარი“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 8 იანვარს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ჩემი სამახსოვრო წიგნიდგან“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 31 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „ცხელ-ცხელი ამბები“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 8 იანვარს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ გამოიცა და მალე თბილისსა და ქუთაისში გაიყიდებოდა დავით გურამიშვილის „დავითიანი“ გიორგი წერეთლის შესავალი წერილით „დავით გურამიშვილი და იმის წინა-დროები“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეათე ნაწილი რაფიელ ერისთავის პიესისა „რამდენიმე სურათი ჩვენი ხახლის ცხოვრებიდგან“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 ივლისს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „ქუთაისის ამბები“ მიხეილ ლერმონტოვის „დემონის“ მამია გურიელის მიერ შესრულებულ თარგმანზე.

1867

ტიპი: ორგანიზაცია

1867 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „დროების“ რედაქცია იუწყება, რომ 20 ივლისიდან მელიქიშვილისა და კამპანიის სტამბა და რედაქცია მდებარეობს თბილისში, ხანის ქუჩაზე, თავად მიხეილ ბებუთოვის სახლებში.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 5 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნესტორ ახვლედიანის მიერ რედაქციისათვის გაგზავნილი წერილის ფრაგმენტები ყველის წარმოების გერმანულ გამოცდილებაზე.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 3 მაისს გაზეთ „დროებაში“ თომა კარგარეთელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა კირილე ლორთქიფანიძის მიერ თარგმნილი ჯაინრიხ ჰაინეს ლექსი „ცხენი და ვირი“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, თბილისსა და ქუთაისში იყიდებოდა დავით ერისთავის მიერ შედგენილი „პოპური ქართული სიმღერებისა“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასასრული დიმიტრი ჯანაშვილის წერილისა „ხმა სიღნაღიდგან“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „ცხელ-ცხელი ამბები“.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „რკინის გზის გახსნა ყვირილაში“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ფელეტონი „ადვოკატის დილა“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 26 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯანაშვილის წერილი „დაბრუნებული ჩერქეზები“ თბილისში, ალექსანდრეს ბაღში, დაბანაკებული ჩერქეზი ლტოლვილების შესახებ, რომლებიც ყარსიდან დაბრუნებულიყვნენ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „საჭიროა კავკასიაში უნივერსიტეტი, თუ არა?“

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 10 ივლისს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „მეოთხე კრება იმერეთის სამღვდელოებისა“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 ივლისის „დროების“ ცნობით, თბილისში, გორსა და ქუთაისში 50 კაპიკად იყიდებოდა პირველი ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის თხზულებისა „საქართველო“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 ივლისს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „ქუთაისის ამბები“ ტყიბულის ქვანახშირის მაღაროს გაყიდვის შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „ურიების მდგომარეობა საქართველოში“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 31 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ერთი ტელეგრამმის წაკითხვაზე“.