ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50534

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია წერდა, რომ მის მშობლიურ სოფელ ხეთაში ახალ დროშიც ას კომლამდე მისი გვარის ხალხი ცხოვრობდა.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, თედო სახოკიას მოზარდობაში მღვდლობა სურდა, მაგრამ ბედმა სხვა გზით ატარა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია თავის მეგობარ შიო დედაბრიშვილს ახასიათებდა სიტყვაძუნწ პიროვნებად, რომელსაც საერთოდ ემძიმებოდა ლაპარაკი.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკიას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში მასა და მის მეგობრებს ჯაბადარისა და ივანოვის კერძო ბიბლიოთეკიდან გამოჰქონდათ აკრძალული წიგნები, კერძოდ, პისარევის, დობროლიუბოვისა და ჩერნიშევსკის ნაწერები.

1943

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკია 1943 წელს ზეპირსიტყვიერებას ქართული მეტყველების ნამდვილ სიმდიდრეს უწოდებდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან, თანამედროვე ადამიანი იშვიათად რთავდა ლაპარაკში ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან ხალხს ხშირად ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები მოცლილი ადამიანის შეთხზული ეგონა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან ხალხს ხშირად არ ესმოდა ქართულ ზეპირთქმათა ნამდვილი შინაარსი.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან ხალხი ხშირად უადგილო ადგილზე ხმარობდა ზეპირსიტყვიერების ძვირფას ნიმუშებს.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან ხალხი თანდათან ივიწყებდა თავისი მეტყველების სიმდიდრესა და ლაზათს.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან ხალხი, ვინც მეტყველებაში იყენებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ამ ქვეყნიდან წასვლასთან ერთად თან გაიყოლებდა ამ გამოთქმებს.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან ხალხური ზეპირსიტყვიერება ხალხის კულტურულ წინსვლასა და ადამიანის გონებრივ განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა ქრებოდა.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკია ისევე ენერგიულად მუშაობდა, როგორც ორმოცი-ორმოცდახუთი წლის წინათ.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია იხსენიებდა ვასილ ბარნოვს, როგორც სწორუპოვარ ბელეტრისტს.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს ვალოდია ლორთქიფანიძეს გერმანულიდან ნათარგმნი ჰქონდა საბერძნეთისა და ძველი რომის ისტორია.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ელ ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ გერმანიის მმართველმა წრეებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ ნდობა გამოუცხადეს უპასუხისმგებლო პირებს: კერესელიძეს, მიხეილ კედიას, გრიგოლ ალშიბაიასა და სხვებს.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 17 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს სთხოვა, რომ მის მიერ გაგზავნილი წერილი ანდრია ქურციკიძისთვის საფრანგეთში გადაეგზავნა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ლ ივნისს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორ სიმონ ჯანაშიასა და ქრისტინე შარაშიძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქრისტინე შარაშიძეს უნდა დაეწერა ნაშრომი თემაზე: „იესე ოსეს ძის ქრონიკები“ ერთ-ნახევარი საავტორო თაბახის მოცულობით. ნაშრომის დაბეჭდვის შემდეგ დირექცია მას თითოეულ თაბახში ჰონორარს – 400 მანეთს მისცემდა. ხელშეკრულება შედგა ორ ცალად: ერთი ქრისტინე შარაშიძეს გადაეცა, მეორე ისტორიის ინსტიტუტში დარჩა.

1942

ტიპი: ღონისძიება

1942 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა მოსაწვევი ბარათი მუზეუმის პირველ სამეცნიერო სესიაში მონაწილეობის მიღების თხოვნით. სესია უნდა გახსნილიყო ამავე წლის 27 მაისს, დილის 10 საათზე, მუზეუმის აუდიტორიაში.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს ქრისტინე შარაშიძემ S ფონდიდან საბას ლექსიკონის პირველ გვერდებზე მოთავსებული ანბანის 5 ხელნაწერის (N20, N24, N82, N1599, N2664) ადგილზე ნახვა ითხოვა.

1942

ტიპი: პირადი ინფორმაცია

არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის მიხედვით 1942 წლამდე იგი ცხოვრობდა ძნელაძის ქუჩა № 4-ში.

1942

ტიპი: მფლობელობა

1942 წელს არტემ ახნაზაროვი საკუთარ სახლს ფლობდა თბილისში, ძნელაძის ქუჩა № 4-ში.

1942

ტიპი: ორგანიზაცია

1942 წლამდე არტემ ახნაზაროვი იყო საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს იაკობ ფანცხავას მცირე მოგონება დაიბეჭდა აკაკი წერეთლის შესახებ „ლიტერატურული მატიანეს“ №3-4-ში.