ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46103

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ სამ ვახშამზე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი ყოველთვის გვერდით ეჯდა და ოთხი საათი საუბრობდნენ ხოლმე, რამაც საშუალება მისცა მათ უკეთ გაეგოთ ერთმანეთისთვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ გასულ საღამოს გამართულმა ვახშამმა ათასგვარი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრის თანხლებით ჩაიარა. განსაკუთრებით მოიხიბლა აღმოსავლური მუსიკით, რომელიც ქამანჩაზე – პატარა ვიოლინოზე სრულდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ გასულ საღამოს გამართულ ვახშამზე მისი და ინგლისის მისამართით თბილი და მადლიერებით აღსავსე სიტყვები არ დაუშურებიათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ წარმატებით ჩაიარა გასულ საღამოს გამართულმა ვახშამმა, რომელსაც დაესწრნენ მთავრობის წარმომადგენლები და ყველა პარტიის ხელმძღვანელი, ბოლშევიკების გარდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისმა ბაქოში ვიზიტმა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა და საკმაოდ შედეგიანიც აღმოჩნდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ სომხებს ძალიან სურდათ ათის ნახევარზე მათ წვეულებას დასწრებოდა. წვეულების შემდეგ მას მოუწევდა პირდაპირ სადგურში წასვლა და თბილისისკენ გამგზავრება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტის დღესთან დაკავშირებით დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად პროფესორი დიმიტრი უზნაძე ქუთაისში მიემგზავრებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვარს წყნეთის საქალაქო სკოლის გამგის, სოფიო სიდამონოვ-ერისთავის ინიციატორობით ამავე სკოლაში გაიმართა საშობაო საღამო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვარს წყნეთის საქალაქო სკოლის გამგე სოფიო სიდამონოვ-ერისთავის ინიციატორობით გამართულ საშობაო საღამოზე ლექსი წაიკითხა ამავე სკოლის მოწაფე ბერიძემ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს თბილისში, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების დარბაზში, გაიხსნა საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა ყრილობა სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილებიდან ვასილ ამბაკოს ძე ზაქარეიშვილმა მთავარგამგეობას შეატყობინა, რომ რევოლუციის შემდეგ განყოფილების სამკითხველო სრულიად უმოქმედოდ იყო, რის გამოც მან გადაწყვიტა მისი შენახვა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ეთხოვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ თავს კარგად გრძნობდა, მიუხედავად ქალაქში გავრცელებული ავადმყოფობისა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ შესაძლო იყო ბაქოში 26 იანვარს სომხების მიერ გამართულ წვეულებას დასწრებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ საღამოს ცხრა საათზე კიდევ ერთი ბანკეტი იმართებოდა აზერბაიჯანის მთავრობის ორგანიზებით და იმედოვნებდა, იქიდან, პირველი საათისთვის შეძლებდა წამოსვლას და მატარებლით თბილისში გამომგზავრებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ პოლიტიკურად კრიტიკული პერიოდი იდგა, ბევრი რამ უახლოეს დღეებში განვითარებულ მოვლენებზე იყო დამოკიდებული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას გამართულ ბანკეტზე მევიოლინე ბრეტანიცკის შესრულება, ბეთჰოვენის სონატის ჩათვლით, საუკეთესო იყო ყველა იმ შესრულებას შორის, რაც კი ოდესმე მოუსმენია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას გამართულ ბანკეტს 25 ადამიანი დაესწრო. ბევრი სიტყვა წარმოითქვა – რამდენიმე ძალიან საქებარიც.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას გამართულ ბანკეტზე მყოფი ოთხი ქალბატონიდან სამი ქართველი იყო. ერთ-ერთი კი – მისი მასპინძლის დოქტორ გრიგოლ ალშიბაიას მეუღლე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ყოველთვიურ ჟურნალ „შვილდოსანში“ დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის „ფრანგ პოეტს“, პაოლო იაშვილის „ალი არსენიშვილს“, ვალერიან გაფრინდაშვილის „საფერფლე“, ტიციან ტაბიძის „ღვდელი და მალარია“, „დაისიული სებასტიანე“, კოლაუ ნადირაძის „საქორწინო მოგზაურობა მთვარესთან“, „ქართული პოეზია“, რაჟდენ გვეტაძის „ყვავები სასაფლაოზე“, შალვა აფხაიძის მინიატურა და „ლიტერატურული პროფილები“, დია ჩიანელის მინიატურა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს, 12 საათზე სასოფლო სამეურნეო საზოგადოების შენობაში, ბარიათინის ქუჩა N5-ში, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი სიმონ ავალიანი საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველ ყრილობას გახსნიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დ. პავლიაშვილის წერილი „ნეტარ სულთა ძახილი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს, მევენახეთა კონგრესის საბჭოს თავმჯდომარე ივანე ანდრონიკაშვილსა და საბჭოს წევრ გ. წინამძღვრიშვილს ღვინოზე საწინდრის გაუქმებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხთა შესახებ ხანგრძლივი მოლაპარაკება ჰქონდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებული იასონ ლორთქიფანიძე საზღვარგარეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებულმა იასონ ლორთქიფანიძემ საზღვარგარეთ შეიძინა 10 მილიონამდე ფუთი აბრეშუმის თესლი და ფქვილი.