ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46127

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-94 წლებში ერმალოზ იოანეს ძე ვეფხვაძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი „სათეატრო ხელოვნება ქართლში“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისის ბოლოს ვალერიან გუნიას მეთაურობით შექმნილმა ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ პროვინციებში წარმოადგინა „ქეთევან წამებული“ და „ოჯახის დაქცევა“.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ჭიათურის თეატრალური დასის წევრები იყვნენ: გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე, ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი, მირიან დავითის ძე ჭანიშვილი, გიორგი სპირიდონის ძე ნუცუბიძე, ანეტა იურკევიჩი, ვალერიან შალიკაშვილი და სოფრომ ტარუაშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 მაისს ნიკო გოცირიძემ ფოთში გამართულ საქველმოქმედო საღამოში მიიღო მონაწილეობა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის მაისში ვალერიან შალიკაშვილმა ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობას დასის გაუმჯობესების 21-მუხლიანი გეგმა წარუდგინა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ი. გედევანიშვილის სტატიის „ქართველი მსახიობის თანდათან გაპროფესიონალება“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის თხზულება „დღეს ის არა ხარ!“.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 8 და 16 ივნისს გაიმართა დიმიტრი არაყიშვილის პირველი კონცერტი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის დეკემბერში გაიმართა დიმიტრი არაყიშვილის მეორე კონცერტი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა თევდორე კიკვაძის სტატია „შენიშვნები ეგ. ნინოშვილის ბიოგრაფიის შესახებ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ვოდევილის „იასონის ოინები“ I ნაწილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა შესწირეს ნიკო იოსელიანმა, მ. ლომინაძემ, ბართლომე ალექსიძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა შესწირეს მარიამ მალაქიას ასულმა ანჯაფარიძემ, მელიტონ სამსონის ძე ანჯაფარიძემ, ნატალია ყარამანის ას. მგელაძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს ნიკიტა ჩიჩუამ, კ. ი. კაკაბაძემ, მარია ელიავამ, მ. ნ. პეტრიაშვილმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა შესწირეს ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილმა, გიორგი თავართქილაძემ, მ. კ. ჩხეიძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა შესწირეს მ. ბ. გოგოლაძემ, მ. ა. წულუკიძემ, ფილიპე მგელაძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა შესწირეს ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილმა, მ. ი. რამიშვილმა, სპირიდონ ჭელიძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს მემედ ბეგ აბაშიძემ, ნიკოლოზ ჯაყელმა, ნესტორ კალანდარიშვილმა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გიორგი დეკანოზიშვილის მიერ ჭიათურაში შეკრებილი სცენისმოყვარეები იყვნენ: თედო კიკვიძე, სამსონ ყაზაიშვილი, ერეკლე გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, ფ. დარჩია, კ. წერეთელი, კარპე სპირიდონის ძე მოდებაძე, ბეს. კაპანაძე, სოლომონ ჩაჩანიძე და სხვ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისს კოტე მესხის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა მსახიობმა იოსებ ივანიძემ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 29 მაისს ოზურგეთის თეატრის გახსნის საიუბილეო წარმოდგენაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები იყვნენ ვლადიმერ მესხიშვილი და იუზა ზარდალიშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისში ბათუმიდან თბილისში წარმოდგენების გასამართად ჩამოვიდნენ რეჟისორი შალვა დადიანი, მუსიკოსი დიმიტრი არაყიშვილი და მომღერალი სანდრო აბაშელი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისს კოტე მესხის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა ნოე ჩხიკვაძემ.

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წლის 2 იანვარს პირველი გიმნაზიის დარბაზში ილ. ორბელიანის, ოქ. ერისთავის, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის, ანდრეევსკისას, ა. ორბელიანისას, გ. ერისთავის, ქ. ორბელიანისას, გ. შანშიაშვილისა და მ. ჭილაშვილის მონაწილეობით წარმოადგინეს „გაყრა“.