ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50811

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ელ მარტს სოფელ დიდ ჯიხაიშში დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის ქალთა წმინდა ნინოს გიმნაზიის მასწავლებელ ოლღა ბექაიას ფრანგული ენის საშუალო სასწავლებლის პედაგოგის წოდება მიენიჭა. 1920 წლის პირველი მარტიდან კი მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელ მარტის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ მიხეილ შალამბერიძე მეღვინეებს მოუწოდებს, ევროპელებისთვის მოსაწონი ღვინო დააყენონ და რჩევა-დარიგებებს იძლევა ამასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1 მარტის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილის სტატია ვაზის მოვლა-პატრონობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, თბილისის უნივერსიტეტის ლაბორატორიასთან, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო აარსებს საკუთარ ლაბორატორიას, რომელშიც მოხდება ღვინის ანალიზი, ლაბორატორიის გამგედ მიიწვიეს ქიმიკოსი შალამბერიძე. ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება ღვინის ევროპული წესით დაყენების შესწავლაც.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელი მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა საბჭომ აირჩია საგანგებო კომისია, რომლის თავმჯდომარედ პეტრე მელიქიშვილი დანიშნეს. კომისიის წევრები იყვნენ: ა. ა. ეგოროვი, პლატონ გვერწითელი, ს. მ. ჩოლოყაშვილი და ვასილ რცხილაძე. მათ ღვინის კანონი უნდა შეემუშავებინათ და საბჭოსათვის წარედგინათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელი მარტის ჟურნალის „ვაზი და ღვინო“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭოს წევრების – ივანე ანდრონიკაშვილის, ვასილ რცხილაძისა და სოლომონ ჩოლოყაშვილის – მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა რაიონში უამინდობის გამო გადაიდო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის მარტში ივანე გაჩეჩილაძემ წერილი გაუგზავნა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე სერგი დანელიას და სასწავლებლის საქმეების გამო რამდენიმე დღით თბილისში ჩასვლის ნებართვა სთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე სერგი დანელიამ ივანე გაჩეჩილაძეს ნება დართო, თბილისში ჩასულიყო ორი დღით სასწავლებლის საქმეების გამო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ მარტს თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორმა ილ. ლორთქიფანიძემ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის 27 თებერვლის სხდომის ოქმიდან ამონაწერი გაუგზავნა და სამეურნეო კომიტეტის დადგენილების დამტკიცება სთხოვა. ასევე, ითხოვა ნებართვა გიმნაზიის მასწავლებლისთვის ნ. ნ. ბარანოვსკისთვის სპეციალური თანხიდან დახმარების სახით 1600 მანეთი გამოეყო. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1920

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორი იყო ილარიონ ლორთქიფანიძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ლი მარტიდან კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევა-ხორონენკო აღარ მუშაობდა ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის მარტში თბილისში ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელისაბედ მამანტის ასული ხოფერია ბესარიონ ლუკას ძე ხოფერიას რძალი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ელ მარტს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სოფელ ნიგოითში გარდაიცვალა გიმნაზიის ინსპექტორი დავით კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის მარტში სოფელ აკეთში გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 თებერვალს ცენტრობანკში (თბილისი, პუშკინის ქ. N3) დანიშნული იყო ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკის“ აქციონერთა პირველი საზოგადო კრება, რომლის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს იპოლიტე ვართაგავა, ქრისტინე შარაშიძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, თევდორე კიკვაძე, მეთოდე კაკაბაძე, ვარლამ ბურჯანაძე და შიო დედაბრიშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წელს საზოგადოების შემოსავალი 1 601 102. 49 მანეთი იყო, გასავალი – 443 670. 30 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ თავმჯდომარის ხელფასი თვიურად 4 900 მანეთი იყო, მდივნის – 4 200, წიგნების გამომცემლობის ხელმძღვანელის – 3500 მან., ბუღალტრისა – 3500, მუდმივი კორექტორის ხელფასი კი – 4200 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ მოლარისა და საზოგადოების ხაზინადრის ხელფასი – 1 680-1 680 მანეთი იყო, კანცელარიის მსახურისა და მაღაზიის მსახურის – 1 400, ბიბლიოთეკარის – 2 100, ბიბლიოთეკარის თანაშემწისა – 1680, ბიბლიოთეკარის მსახურისა კი – 500 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ გადამწერის თვიური ხელფასი 1 960 მანეთი იყო, საწყობის გამგის – 5 000, მაღაზიის გამგის პირველი თანაშემწის – 5 000, მეორე თანაშემწის – 3400, პირველი ნოქრის – 3080, მეორე ნოქრისა კი – 1680 მან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ 1-ელი თებერვლიდან ბიბლიოთეკარისთვის 3 500 მანეთი დაენიშნათ, ბიბლიოთეკარის თანაშემწისთვის – 3 000, მუზეუმის დარაჯისთვის – 500, კანცელარიის პირველი მსახურისთვის – 2 500, მეორე მსახურისთვის – 2 000, მაღაზიის მსახურისთვის კი – 2 500 მან. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, გორში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს 50 000 მანეთით დახმარებოდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წელს საზოგადოებამ ჯამაგირებზე 216 003. 24 მანეთი დახარჯა.