რეგისტრირებული ფაქტები49980
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1930
ტიპი: ავტორობა
1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას მისწერა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, რომელშიც ასევე აღწერილია რეგლამენტის და წესდების პროექტები. პროექტის მიხედვით, დელეგაცია ირჩევს თავმჯდომარეს და მდივანს. დელეგაციის სხდომა ითვლება კანონიერად, თუ მას ესწრება ყველა პარტიის წარმომადგენელი.
1930
ტიპი: ავტორობა
1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას მისწერა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, რომელშიც ასევე აღწერილია პარტიათა დელეგაციის მოქმედების გეგმა. გეგმის მიხედვით, დელეგაციის მიზანია საქართველოდან მოსული ინფორმაციის დამუშავება და უცხოურ პრესაში გამოქვეყნება.
1930
ტიპი: ავტორობა
1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას მისწერა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, რომელშიც ასევე აღწერილია პარტიათა დელეგაციის მოქმედების გეგმა. გეგმის მიხედვით, დელეგაციის მიზანია საზღვარგარეთ საქართველოს საკითხის პროპაგანდა-აგიტაცია. ამ მიზნით, დელეგაციაში შემავალი თითოეული პარტიის წარმომადგენელი მუშაობს ევროპის სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში და პრესას აწვდის საქართველოდან მოსულ ცნობებს. მართავენ კონფერენციებს და მოხსენებებს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს ვ. დავითაშვილის გაგზავნილი წერილის თანახმად, ქართულ ლიტერატურულ საღამოს დაესწრებოდნენ სხირტლაძე და შალვა ამირეჯიბი. სპირიდონ კედია ბილეთების გავრცელებას უზრუნველყოფდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს ვ. დავითაშვილის ევგენი გეგეჭორისადმი მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ ლიტერატურულ საღამოზე იგი წაიკითხავს მოხსენებას პავლე მოსულიშვილის პიესის "შენ ხარ მზეს" შესახებ.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 8 თებერვალს ვ. დავითაშვილი ევგენი გეგეჭკორს თავის წერილში ქართულ ლიტერატურულ საღამოზე პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ნიშნავდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს გორელმა თავადმა ვ. დავითაშვილმა ევგენი გეგეჭორი მიიწვია ქართულ ლიტერატურულ საღამოზე დასასწრებად.
1902
ტიპი: გარდაცვალება
გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი გარდაიცვალა 1902 წლის 15 სექტემბერს გორის მაზრის სოფელ ალში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე და გიორგი გვაზავა, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ორგანოდ დადგინდა კომისია ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის ხელმძღვანელობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე და გიორგი ლასხიშვილი; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე ყველა სექციის გამგე მიიწვიეს 20 მაისის კომიტეტის სხდომაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და გრიგოლ ვეშაპელი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე მოისმინეს 2 პროექტი მობილიზაციის შესახებ. პირველი პროექტის მიხედვით, ჯარში გასაწვევთა ასაკი იყო 19 წელი, ხოლო, მეორე პროექტის მიხედვით - 32 წელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე; ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ექვთიმე თაყაიშვილი. მდივანი – კონსტანტინე ჯაფარიძე. სხდომაზე მოისმინეს მთავრობის განცხადება უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე. ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ექვთიმე თაყაიშვილი. მდივანი – კონსტანტინე ჯაფარიძე. სხდომის დადგენილებით, მთავრობის სასახლის თავზე უნდა აღმართულიყო ქართული ეროვნული დროშა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: ნოე ხომერიკი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე მესხი და სილიბისტრო ჯიბლაძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომის დადგენილებით, პრეზიდიუმის სხდომა დაინიშნა ყოველდღე, პირველ საათზე, ხოლო კომიტეტის სხდომა – დღეგამოშვებით, საღამოს 5 საათზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, ნოე ხომერიკი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მესხი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე იმსჯელეს ქუთაისის საადგილმამულო ბანკისგან მიღებული წერილის შესახებ, რომელიც ქუთაისის გიმნაზიისათვის 32 ათასი მანეთის გადაცემას ეხებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: ალექსანდრე ასათიანი, ჰაიდარ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, იესე ბარათაშვილი, გიორგი ჟურული, გრიგოლ რცხილაძე, სერგო ჯაფარიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე მოისმინეს ქართველი თავადაზნაურობის პეტიცია, სადაც ისინი მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის კოდექსით დასჯას ითხოვდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ტექნიკურმა საზოგადოებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნიკური ფაკულტეტის დასაარსებლად და ამ საკითხის შესასწავლად კომისიაში მონაწილეობისათვის მიიწვია ინჟინრები: გიგო (გრიგოლ) ზაქარიას ძე ქურდიანი, ი. ვაწაძე, ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძე, ლევან დიასამიძე, გიორგი კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი, ნიკოლოზ ლევანის ძე გვარამაძე, იოსებ ყიფშიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 ნოემბერს თბილისის უნივერსიტეტის საზოგადოების კრებაზე უცხო ენების მასწავლებლებად აირჩიეს: ელისაბედ ირაკლის ასული ორბელიანი (ფრანგული), ილია თევდორეს ძე ყიფშიძე (გერმანული), ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი (ინგლისური), ლეონ მელიქსეთ-ბეგი (სომხური), მოლა ცივაძე (არაბული), არტურ ადოლფის ძე ლაისტი (გერმანული), პეტრე გოზალიშვილი (იტალიური).