ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო კომისიის მომართვა: დამფუძნებელი კრების ბიბლიოთეკის გამგეობა დაინტერესებული ყოფილა მეცნიერული წიგნების სამართლიანი განაწილებით საქართველოს სხვადასხვა მეცნიერულ დაწესებულებებში. ბიბლიოთეკის გამგეობა ითხოვდა აკადემიკოს ბროსეს თხზულებების ყველა ეგზემპლარის ფრანგულ ენაზე გადაცემას ფასით. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ნავთლუღის ბიბლიოთეკა და მასთან არსებული სამკითხველო ბოლო ოთხი თვე დაკეტილი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზოგიერთ წიგნზე ფასების მომატების საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, პრეზიდიუმს დაევალა, საკუთარი შეხედულებისამებრ მოემატებინა ზოგიერთი წიგნის ფასი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ წიგნების გამომცემლობის ხელმძღვანელის, თევდორე კიკვაძის წინადადება საზოგადოების გამოცემათა დასასურათებლად მხატვრის მიწვევის შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა გადადო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართველ ქალთა მშრომელი რაზმის რწმუნებულის, ოლგა აგლაძის თხოვნა საზოგადოების გამოცემების ბიბლიოთეკისთვის გადაცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა გადაიდო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სავაჭრო პალატა სასწავლო ნივთების შესაძენად საზღვარგარეთ გზავნიდა პირს. გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების მაღაზიისთვის სასწავლო და საკანცელარიო ნივთების საზღვარგარეთ შესაძენად ნახევარი მილიონი მოკლე დროში მოეძიებინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ალექსანდრე ჭიჭინაძის ნაშრომის „ცხელი ქვეყნის ცხოველები და მცენარეების“ შესწორება გიორგი ჯავახიშვილისთვის დაევალებინათ. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის ჰონორარი 200 მან. მიეცათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ვერის ბიბლიოთეკას უსახსრობის გამო უჭირდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა უდის ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის წიგნებისა და ჟურნალ გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობამ ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების გამოცემებიდან თითო ეგზემპლარის მიცემა და „ჯეჯილისა“ და „ნაკადულის“ გამოწერა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ დავით კარიჭაშვილმა მოინახულა ილია ჭავჭავაძის ქვრივი ოლღა გურამიშვილი, რომელიც უმწეო მდგომარეობაში დახვდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მაღაზიის გამგედ სასწრაფოდ უნდა მიეწვიათ განათლებული პირი. გამგეობა დაეთანხმა მის მოსაზრებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამოთქვა მოსაზრება ნავთლუღის ბიბლიოთეკის საზოგადოების კანცელარიაში გადატანის შესახებ. გამგეობამ მისი წინადადება მიიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილი, ნინო ნაკაშიძე, თევდორე კიკვაძე, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, მეთოდე კაკაბაძე და ვარლამ ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ ქართველ ქალთა მშრომელი რაზმის რწმუნებულ ოლგა აგლაძის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების გამოცემების გადაცემის შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა გადადო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ჭიჭინაძის ნაშრომის „ცხელი ქვეყნის ცხოველები და მცენარეების“ გამოცემის საკითხი. გამგეობამ ნაშრომის ცოტაოდენი შესწორებით დაბეჭდვა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნებზე ფასის მომატების საკითხი. გამგეობამ ზოგიერთ წიგნზე ფასის გაზრდა პრეზიდიუმს დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა ქალაქის გამგეობას მოლაპარაკებოდნენ ვერის ბიბლიოთეკის თავის გამგებლობაში მიღების შესახებ. მისი აზრით, თუ გამგეობა ბიბლიოთეკას არ შეინახავდა, ის საზოგადოების კანცელარიაში უნდა გადაეტანათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ თბილისში დაბრუნებას ჩქარობდა, რადგან ერევანში აუცილებლად უნდა ჩასულიყო. იმედოვნებდა მომავალ ოთხშაბათს უკვე იქ იქნებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ 25 იანვარს აზერბაიჯანის მთავრობა მის პატივსაცემად მართავდა ბანკეტს, რის შემდეგაც თბილისში გაემგზავრებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში თბილისთან შედარებით ბევრად კარგი ამინდი იყო და სახლშიც თბილოდა. თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ გადაღლილი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას ძალიან გულთბილად ექცეოდნენ. მისი აზრით, ყველას მოსწონდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას სტოქსის მიერ გამართულ ბანკეტზე მყოფმა ყველა მინისტრმა მისი საქებარი სიტყვა წარმოთქვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს – ნასიბ-ბეკ უსუბეკოვს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქო დროშებით იყო მორთული დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. ხალხი გზადაგზა მხიარული შეძახილებით ესალმებოდა მას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თაგიევის სასახლეში დაცვა იდგა ყველგან. არამარტო სახლთან, არამედ მისი ოთახის შესასვლელთანაც.