რეგისტრირებული ფაქტები50830
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 15 თებერვლის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ გ. ა. წინამძღვრიშვილი წერს, რომ ვაზის მოსაწამლი საშუალებები, რომელიც მხოლოდ უცხოეთიდან (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია) შემოდიოდა, ძალიან გაძვირდა. ომის გამო დაიკეტა სტამბოლის გზა და თითქმის შეუძლებელი გახდა მათი უცხოეთიდან მიღება, ამიტომ დამზადება დაიწყეს შინაურ (რუსეთის) ბაზარზე, რაც ხშირად უვარგისი მასალა იყო, თანაც ძალიან ძვირი. ამის გამო ვენახები შეუწამლავი რჩებოდა და ქართველ მევენახეებს დიდ ზარალს აყენებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბრის ბოლოს მთავრობამ უცხოეთში გასატან ღვინოზე დიდი გადასახადი დააწესა. მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭომ იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის, ი. დ. ფორაქაშვილის, გ. ა. ყიფიანის, ვასილ ილიას რცხილაძის, ლ. ა. გოგნიაშვილის და სოლომონ ჩოლოყაშვილის შემადგენლობით იშუამდგომლეს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკთან. მინისტრმა მთავრობას წარუდგინა მოხსენება საბაჟო გადასახადის მოხსნის თაობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის დასაწყისში საქართველოს მეღვინეთა და მევენახეთა ყრილობების საბჭომ მთავრობას თხოვნით მიმართა, რომ მევენახეებისთვის ისევ ძველ ფასში მიეყიდათ გოგირდი და შაბიამანი. მთავრობის თავმჯდომარე საბჭოს შეჰპირდა, რომ შესაბამის ზომებს მიიღებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვალს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების შენობაში საქართველოს მეთამბაქოეთა პირველი ყრილობის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ტიტე მარგველაშვილმა გახსნა. ყრილობამ აირჩია პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ჟურული, სოლომონ ჩოლოყაშვილი, კონსტანტინე ბერეკაშვილი და სეილანოვი. მეორე სხდომა 10 თებერვალს, საბჭოს დარბაზში გაიმართა, მაგრამ დამსწრეთა სიმცირის გამო 22 თებერვლის 10 საათისთვის გადაიდო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა და საწყობის გამგე ლავრენტი სანოძემ აღწერეს ქაღალდების საწყობი, სადაც აღმოჩნდა: 40 კიპი ორფურცლიანი ქაღალდი, 13 კიპი და 4 ოზმა ორფურცლიანი, 13 კიპი ფერადი ქაღალდი წიგნების ყდისათვის, 4 კიპი სახვევი ქაღალდი რვეულებისთვის, 1 კიპი ფერადი ქაღალდი, ორფურცლიანი სქელი ქაღალდი, ოთხფურცლიანი ქაღალდი, საბეჭდი ქარალდი, სურათების ქაღალდი, ფერადი ქაღალდი, უვარგისი დაჭმუჭნული ქაღალდი და სულუხიასგან ნაყიდი ოთხფურცლიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში დავით კლდიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვალს გამართულ დავით კლდიაშვილის საიუბილეო დღისთვის გამოვიდოდა საიუბილეო წიგნი, რომელშიც ავტობიოგრაფიასთან ერთად თავმოყრილი იქნებოდა წერილები მის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში ქართველ მწერალთა კავშირის თაოსნობით გამართულ დავით კლდიაშვილის 30 წლის იუბილეზე დაიდგმებოდა მისი ერთმოქმედებიანი პიესა „უბედური“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში ქართველ მწერალთა კავშირის თაოსნობით გამართულ დავით კლდიაშვილის 30 წლის იუბილეზე ივანე გომართელი წაიკითხავდა მოხსენებას იუბილარის შემოქმედების შესახებ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ირაკლი სვიმონის ძე ბარათაშვილი სვიმონ როსტომის ძე და მინადორა ანტონის ასულ ბარათაშვილების შვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სონია ლორთქიფანიძე არჩილ როსტომის ძე ბარათაშვილის დისწული იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აქვსენტი გიორგის ძე ლორთქიფანიძე არჩილ როსტომის ძე ბარათაშვილის დისწული იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ რაჟდენის ასული ბარათაშვილისა პეტრე სიმონის ძე ბარათაშვილის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლევან გიორგის ძე ასათიანი შუშანა ასათიანის ძმა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი და ლავრენტი გიორგის ძე ასათიანები შუშანა ასათიანის ძმები იყვნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დეკანოზი გიორგი ოქროპირის ძე ასათიანი შუშანა ასათიანის მამა იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კოტე გვარამაძის თხოვნა წიგნების ნისიად მიღების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის 2 000 მანეთის წიგნები ნისიად გაეგზავნა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მოურავის ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილის განკარგულებით „პოლონელთა“, „სამხატვრო წრისა“ და „ვაჭარ-მრეწველთა“ კლუბებში აკრძალული ქაღალდის თამაშის ხელმძღვანელები და დარაჯები, რომლებმაც დასათვალიერებლად მისული მოურავი კლუბში არ შეუშვეს, დააპატიმრეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იუსტინე აბულაძის წინადადება „ვეფხისტყაოსნის“ 23-ე გამოცემის დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ჯერ „ვეფხისტყაოსნის“ თავისი გამოცემა დაებეჭდა, შემდეგ კი – იუსტინე აბულაძისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის თანაშემწის, ივანე ავალიშვილის თხოვნა კორექტორის თანამდებობის დაკავების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ვერის ბიბლიოთეკა გადაეცათ ვერაზე არსებული გამრთობი საზოგადოებისთვის იმ პირობით, რომ ბიბლიოთეკას იმავე უბანში დატოვებდნენ. საზოგადოების დახურვის შემთხვევაში კი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა დაებრუნებინათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ მომსახურეების თხოვნა 1-ლი იანვრიდან ჯამაგირების მომატების შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა ერთი კვირით გადადო.