რეგისტრირებული ფაქტები50557
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო სკოლის მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ დეკანოზი გალუსტ აბულიანცი ჩუღურეთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის დირექტორ გიორგი ახვლედიანს გაუგზავნეს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგის 1918 წლის 20 სექტემბრის N 13 ბრძანება, გიმნაზიაში ვერა გიორგის ასული ავალიშვილის რუსული ენის მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. ხელს აწერენ მდივანი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე და საქმისმწარმოებელი დ. მესხი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უდიდეს სიყვარულს უგზავნიდა ძვირფას მეუღლესა და შვილებს, ვისზეც გამუდმებით ფიქრობდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან დარდობდა ჯეიმის ჯანმრთელობაზე. მისთვის მიეცა თევზის ცხიმი და საკვები, რომელიც ქიმიურ დანამატებს შეიცავდა, განსაკუთრებით თევზის ცხიმი. ჯეიმისთვის გადაეცა, რომ მამამისს სურდა ძლიერი ბიჭი გაზრდილიყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თავს მშვენივრად გრძნობდა. ძალიან დაკავებული იყო. ასევე, ძალიან უყვარდა და ენატრებოდა ისე, როგორც არასდროს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული იყო თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნები. საბჭოს შედგენა სასამართლოს პალატის წევრ გ. ზ. ჩაჩიბაიას ჰქონდა მინდობილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს პარიზში კლემანსოს თავმჯდომარეობით უმაღლეს საბჭოში გაიმართა თათბირი, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს დელეგატები: კარლო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი და ზურაბ ავალიშვილი, აგრეთვე აზერბაიჯანის წარმომადგენელი ალი მარდან ბეგი თოფჩიბაშევი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში კაფე „ფრასკატში“ დედობისა და ბავშვთა დაცვის საზოგადოების სასარგებლოდ გათამაშდა ლატარეა, რომელსაც დაესწრნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მეუღლე ინა კორენევასთან ერთად, ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი, დამფუძნებელი კრების წევრები და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში განათლების სამინისტროსთან დაარსდა სასწავლო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეობაც დაეკისრა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ივანე ჯავახიშვილს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში აკაკი წერეთლის ძეგლის დასადგმელად საჭირო პირობების შესამუშავებლად ხელოვნების კომისიისა და ეთნოგრაფიული საზოგადოების გაერთიანებული სხდომა მოიწვიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში თბილისის მომღერალთა კავშირმა კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით სახალხო სახლში მუშებისათვის უფასო კონცერტი გამართა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში იტალიის სამოქალაქო მისიამ სენატორ კონტორის მეთაურობით ინახულა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. მათ დიდხანს ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის ეკონომიკური დაახლოების პერსპექტივებზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში მიწისძვრასთან დაკავშირებით თბილისიდან გორში გაგზავნეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძე, რკინიგზის უფროსი, სამედიცინო პერსონალი და ინჟინრები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში გორიდან თბილისში დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძე და ადმინისტრაციულ განყოფილებათა უფროსი ვ. მგალობლიშვილი. ისინი 20 თებერვალს გაგზავნეს გორში მიწისძვრის შედეგების ადგილზე გასაცნობად და სასწრაფო ზომების მისაღებად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში სწრაფი მატარებლით გორში გაემგზავრნენ ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი, საფრანგეთის მისიის უფროსი დე ნონანკური, საფრანგეთის კონსული დუ-რუა, პოლონეთის წარმომადგენელი ვაცლავ ოსტროვსკი და იტალიის მისიის წარმომადგენელი კუკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში ნოე ჟორდანია მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრებთან ერთად საგანგებო მატარებლით გორში გაემგზავრა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის თებერვლის დამლევს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ბაქოდან მიიღო დეპეშა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას გადაერიცხა 200 000 მანეთი მიწისძვრისგან დაზარალებულთა სასარგებლოდ.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძის პირადი საქმის მიხედვით, იგი იყო დეკანოზი.
1920
ტიპი: ღონისძიება
სასამართლოს პალატის წევრი გ. ზ. ჩაჩიბაია 1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოტანილ დადგენილებაში განმარტავდა მოქალაქეობასთან დაკავშირებულ კანონებს.
1920
ტიპი: თანამდებობა
გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძის პირადი საქმის მიხედვით, იგი იყო ახალქალაქის ფერისცვალების ეკლესიის გამგე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, უკვირდა კარგად რომ გადაიტანა გაუთავებელი მგზავრობები დეკემბრიდან იანვრამდე – ნოვოროსიისკი, ბაქო, ერევანი, ალექსანდროპოლი, ასევე, ბანკეტები და საზეიმო გამოსვლები. მგზავრობისას უსიამოვნო ამინდები დაემთხვა, ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო მკაცრი იყო.