ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46136

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი წავიძე ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას სიძე იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ლევან ჯანდიერმა ფოსტაზე თავდამსხმელთაგან ერთი მოკლა, მეორე დაჭრა, მესამემ კი გაქცევა მოახერხა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზია ზუბალოვის სახლში გადაიტანეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნინო ერისთავის მიერ თარგმნილი ფ. მერიეტის მოთხრობის „დედა“ დასასრული დაიბეჭდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ივანე ლობჟანიძემ წესის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იუზა ზარდალიშვილმა საჩხერის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 28 აგვისტოს „დროებაში“ თეოფილე ხუსკივაძის სტატია „ძველი სენაკი“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „იძულებითი ჩამორთმევა“.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქუთაისში შეიქმნა ახალგაზრდა მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ვანო ბარველი, ზედგინიძე (მოკარნახე), პლატონ ჩიქვინიძე, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი, იუზა ზარდალიშვილი, შალვა დადიანი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „საგარეჯოს თეატრი“.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაფიცი ვექილი იასე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი და მისი მეუღლე ელენე კონსტანტინეს ასული სვიმონიშვილი ფლობდნენ სახლს ოლღას ქუჩა N20.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ გამოვიდა სარგის კაკაბაძის „საქართველოს მოკლე ისტორია“. წიგნი მოიცავდა ახალი საუკუნეების ეპოქას მე-16 საუკუნიდან უკანასკნელ დრომდე, თანდართული ჰქონდა ისტორიული რუკა, ფასი იყო 50 მანეთი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ ქალაქის მოურავის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის განცხადებით, სინამდვილეს არ შეეფერებოდა ქალაქში გავრცელებული ხმები თბილისში კერძო ელექტრონის სადგურების მუნიციპალიზაციის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კლდიაშვილის იუბილესთვის მწერალთა კავშირი  სპეციალურ, საიუბილეო კრებულს ამზადებდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ტაურეკმა ბათუმში გამართული წარმოდგენიდან მიღებული თანხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლას შესწირა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 22 აგვისტოს „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „სოფ. გლდანი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 აგვისტოს „დროების“ ცნობით, მიხეილ ცისკარიშვილმა ყვარელში აფთიაქი გახსნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკო ლომოურის მოთხრობა „ქაჯანა“ გამოიცა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სოლომონ შოშიევს ავლაბარში ერთკლასიანი სამრევლო სკოლის გახსნა სურდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 11 აპრილს ჟურნალისტმა კოტე ხერხეულიძემ სოფრომ მგალობლიშვილს მისწერა 10 აპრილს გორში გამართული თავად-აზნაურთა ყრილობის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ VI ნაწილი.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 11 დეკემბერს გიორგი წერეთელმა სოფრომ მგალობლიშვილს მისწერა, რომ საახალწლოდ მის წერილს ელოდებოდა „კვალში“ დასაბეჭდად.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აპრილში სოხუმში დესპინე ივანიძის დასახმარებლად 5. 5 მანეთი შეაგროვეს. თითო მანეთი დადეს ლიზა კაჭარავამ, გრიგოლ ცეკვავამ, ისააკ ჟვანიამ და ალექსანდრე ცეკვავამ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აპრილში სოხუმში დესპინე ივანიძის დასახმარებლად 5.5 მანეთი შეაგროვეს. ათ-ათი შაური დადეს ტრიფონ იესეს ძე კაჭარავამ, მიხეილ ჟორჟოლიანმა და ივანე დანელიამ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი „გაზაფხულის პირად“.