ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50811

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნატალია ჯავახიშვილი სოხუმის თეატრის მსახიობი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის ახალ წევრებად აირჩიეს: ივანე გედევანის ძე გომართელი, ალექსანდრე ვლადიმერის ძე ფაღავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, სოლომონ ახვლედიანი, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია, იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე, მ. რამიშვილისა, ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძე, ილია სვიმონის ძე აღლაძე და შალვა გიორგის ძე შარაშიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: ს. ტარუაშვილი, ირ. რამიშვილი და არტემ ახნაზაროვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს: ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილი, პავლე თევდორეს ძე დადვაძე და შალვა ნიკოლოზის ძე დადიანი.

1920

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მილოცვები „საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ამნისტია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „მუშათა მაგიდა“ გამოქვეყნდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგის, ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭიჭინაძის განკარგულებით ყოველდღიური სომხური გაზეთი „პაჰაკი“ საქართველოს დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო წერილების გამოქვეყნების გამო დაიხურა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ საპროპაგანდო კომისიის შესახებ შეთანხმებას მიაღწევდნენ, თუ ყველა ფრაქციის წევრი პრინციპად მიიღებდა, რომ ისინი პროვინციებში ივლიდნენ დამფუძნებელი კრების დასაცავად და არა მის წინააღმდეგ სააგიტაციოდ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მის და ბავშვების გარეშე ვეღარ იცხოვრებდა. თბილისის სახლში უამრავი ადგილი იყო და თავისუფლად მოთავსდებოდნენ ყველანი. მას მსახურებთანაც არ ექნებოდა პრობლემა, თავისი საქმე ყველამ კარგად იცოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თუკი ერთ თვეში ან ექვს კვირაში არ გადაწყდებოდა სააღდგომოდ მისი ინგლისში გამგზავრება, მაშინ მოუწევდა ტელეგრამის გაგზავნა და თხოვნა, ის ბავშვებთან ერთად მშვიდობიანად და კომფორტულად ჩამოეყვანათ. ადმირალიტეტს ეს ნამდვილად შეეძლო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ არ იცოდა რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლიდა მის სახლში დაბრუნებას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არსებულ კრიტიკულ ვითარებაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მთავრობა ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ის იყო მათი დამოუკიდებლობის შემოქმედი და მის გარეშე შორს ვერ წავიდოდნენ. ისინი ამას გამუდმებით იმეორებდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მთავრობას იმის გაგონებაც კი არ სურდა, რომ ოდესმე წავიდოდა სადმე სხვაგან. მტკიცედ სჯეროდათ, რომ ის და ბავშვები საცხოვრებლად ჩამოვიდოდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მათი პარიზში გამგზავრების შანსები ძალიან დაბალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისმა აღწერილმა შობის დღესასწაულმა სახლი კიდევ უფრო მოანატრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გაზეთებიდან ამონაჭრები, რომლებიც ვერ მოიძია, სხვებმა გამოუგზავნეს. პრესაში წერდნენ, თითქოს მისი ქმედებები „სახიფათო იყო ინგლისურ-რუსული მეგობრობისთვის“. პრესისგან მიღებული დარტყმები არ ანერვიულებდა, შეეძლო საერთოდ არც შეემჩნია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, უხაროდა ამანათი – ხატი, ჯვარი და ნაქარგები – რომ მიიღო და მოსწონდა. მათი შვილის ნინოს საჩუქარი კიდევ უფრო მოეწონებოდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მხურვალე კოცნას უგზავნიდა მის ტკბილ, ერთგულ და ძვირფას მეგობარს. ესწრაფვოდა მის ნახვას.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მასთან შეხვედრა ერთადერთი რამ იყო, რაც იმედით ავსებდა, რაც პირადი იყო და მხოლოდ მას ეკუთვნოდა. სხვა ყველაფერი, რაც ეიმედებოდა პოლიტიკას უკავშირდებოდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ის ყველაზე მეტად ენატრებოდა და საოცრად სწყუროდა მისი ნახვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, საქართველოს ჰიმნის კომპოზიტორმა თქვა, რომ თავისი ქვეყნის ფოლკლორული მუსიკა მოიცავდა ჰარმონიასაც, კონტრაპუნქტებსაც და ყველაფერს, რაც თეორიულად ჰქონდა ნასწავლი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოს ჰიმნის კომპოზიტორი საინტერესო ადამიანი იყო. მას მუსიკალური განათლება პეტროგრადში ჰქონდა მიღებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოს ჰიმნი არ იყო ერთი პიროვნების მიერ ცნობიერად შექმნილი პროდუქტი. იგი სამი ნაწილისაგან შედგებოდა: ლოცვა, ბრძოლა და გამარჯვება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, საქართველოს ჰიმნის ავტორმა უთხრა, რომ იგი ქართველი ხალხის ქმნილება იყო და ზუსტად არავინ იცოდა რევოლუციის დროს გაჩენილმა სიმღერამ როგორ მიიღო ის ჟღერადობა, რაც ჰქონდა.