რეგისტრირებული ფაქტები47981
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ვახშამზე მთელი მინისტრთა კაბინეტი ეწვია. პირდაპირ იჯდა სპარსეთის, საბერძნეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები, მარჯვნივ – ნოე ჟორდანია, მარცხნივ – სომხეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ხატისიანი, მის მარცხნივ კი – წარმომადგენელი, ნოე ჟორდანიას მარჯვნივ – აზერბაიჯანის წარმომადგენელი ველიქოვი, გვერდით მაგიდებთან კი – ქართველი მინისტრები სომხეთის დელეგაციის წევრები, გენერლები და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს სწერდა, რომ როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის საქმეებს აგვარებდა, ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა სომხეთის მიმართ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი სომხეთის პრემიერს, ალექსანდრე ხატისოვს სწერდა, რომ თუ საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა ოფიციალურად დე ფაქტოდ ცნეს, ესე იგი სომხეთს შიშის არავითარი საფუძველი არ უნდა ჰქონოდა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს სწერდა, რომ მოკავშირე სახელმწიფოთა მიერ სომხეთის უფლება დამოუკიდებლობაზე ცნობილი იყო, მხოლოდ გარკვეული ფორმულა იყო საჭირო, რომლითაც გამოცხადდებოდა მისი აღიარება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობამ პენსიები დაუნიშნა მსახიობებს: ვასო აბაშიძეს, კოტე ყიფიანს, მარიამ საფაროვ-აბაშიძეს და ელისაბედ ჩერქეზიშვილს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობასთან მისალოცად მივიდნენ დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი, დიდი ბრიტანეთის სამხედრო მინისტრის რწმუნებული, მაიორი დელი, მოკავშირეთა უმაღლესი კომისარი ჰასკელი, ამერიკის კონსული დულიტლი, საფრანგეთის დიპლომატიური მისიის თავმჯდომარე, მაიორი დე ნონანკური, იტალიის სამხედრო მისიის თავმჯდომარე, პოლკოვნიკი გაბბა, იტალიის კონსული ფრანსონი, საბერძნეთის დიპლომატიური მისიის თავმჯდომარის მოადგილე, ბელგიის კონსული მელერი, შვეიცარიის საგანგებო დელეგატი მეიერი, შვეიცარიის კონსული ბერლემონი, ესპანეთისა და ნიდერლანდების კონსული ფარსედიანი, ნორვეგიის კონსული გურსკი, უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენელი კრასკოვსკი, უკრაინის გენერალური კონსული ლისნიაკი, პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ვაცლავ ოსტროვსკი, ლიტვის დიპლომატიური წარმომადგენელი ბურკვისტი, ჩეხოსლოვაკეთის დიპლომატიური წარმომადგენელი სვატოში, სპარსეთის გენერალური კონსული მირზა თაღი ხან მოატ ზეზო დოულე, აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი ვექილოვი, სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენელი აფრიამ ევანგულოვი, მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენელი უჯახოვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული საოპერო სტუდია ამზადებდა კომპოზიტორ ანდრია ყარაშვილის ოპერა „ვეფხისტყაოსნის“ მესამე მოქმედებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მუსიკოსებმა, ია კარგარეთელმა და დიმიტრი არაყიშვილმა ქართულ კლუბს ახალი რომანსები წარუდგინეს, რისთვისაც პრემიები მიიღეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მილანში გამართულ მილანის სავაჭრო პალატის შეერთებული კრებას დაესწრნენ საქართველოს მისიის წევრები: ქვეყნის რწმუნებული კონსტანტინე საბახტარაშვილი, სავაჭრო პალატის წევრი ნიკოლოზ ჯაყელი, კაპიტანი კოტე აფხაზი, ვაჭრობის, მრეწველობის, ბანკებისა და პრესის წარმომადგენლები. სხდომის მიზანი იყო იტალია-საქართველოს შორის საქონლის გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობის განხილვა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე საბახტარაშვილი საქართველოს რწმუნებული იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
ევგენი გეგეჭკორმა მიიღო ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, უორდროპის გამოგზავნილი ბარათი, რომელშიც ის წერს: „თქვენო აღმატებულებავ! მაქვს პატივი გაუწყოთ, ლორდმა კერზონმა მთხოვა თქვენ გაგიცხადოთ, რომ მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს წინადადება მიეცა ეცნოთ de facto საქართველოსა და ადერბაიჯანის რესპუბლიკები. ეს წინადადება მიღებულ იქნა უკამათოდ საფრანგეთისა და იტალიის მთავრობათა თანხმობით“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ ზეიმზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართეს ნოე რამიშვილმა, აკაკი ჩხენკელმა, ნოე ჟორდანიამ და ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა უორდროპმა.