ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47795

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს თედო სახოკია ფრანგულს ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლიდან თედო სახოკია ქართული პრესის მეშვეობით რეგულარულად აცნობდა ქართველ ხალხს ევროპულ კულტურას და ყველაფერ სხვას, რაც მისაბაძი იყო ევროპაში.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წელს ემიგრაციიდან დაბრუნებული თედო სახოკია თბილისში ცხოვრობდა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლამდე თედო სახოკია იყო ქართულისა და ფრანგული ენების მასწავლებელი თბილისის მეშვიდე გიმნაზიაში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს თედო სახოკიამ პედაგოგობას თავი დაანება.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლიდან თედო სახოკიას ერთადერთი საარსემო წყარო ლიტერატურა იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლიდან „ივერიაში“ პერიოდულად იბეჭდებოდა თედო სახოკიას თარგმანები მოპასანისა და სხვა გამოჩენილი ფრანგი მწერლებისა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს „ივერიაში“ დაიბეჭდა თედო სახოკიას თარგმანი ჟიულ ლემეტრის მოთხრობისა „მეფის ასული და მისი მიჯნურნი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს თედო სახოკია ქართულ სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს თედო სახოკიას თარგმანები და ნაწარმოებები დიდი რაოდენობით იბეჭდებოდა ყოველთვიურ ჟურნალში „მოამბე“.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს ალექსანდრე ჭყონია იყო ყოველთვიური პოლიტიკურ-ლიტერატურული ჟურნალის „მოამბე“ რედაქტორი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გიორგი გაბრიელის ძე დეკანოზიშვილმა ბრაზილიიდან ჭიათურაში გაგზავნა ცნობა, რომ დაათვალიერა იქაური მარგანეცის მადნები და მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბრაზილიისა და ჭიათურის მრეწველთა გაერთიანების შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების მე-9 წლისთავზე, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ბანკში ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით წლიური კრება გაიმართა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფ. ხაშმიდან ა. ქოქრაშვილმა ავსტრიაში ტყვედ მყოფი თანამემამულეებისთვის 25 კაპიკი შესწირა, გ. მესხიშვილმა, გ. ჯარიაშვილმა, ის. კეჟერაშვილმა და თ. ჩილინდრიშვილმა – თითო აბაზი.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი დავით იაგორის ძე კალანდაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ალექსანდრე სვიმონის ძე ლორთქიფანიძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ნოე სიმონის ძე ძიძიშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიისთვის თანხის შემომწირველთ: გიორგი ტუღუშს, სოფიო ჩხარტიშვილს, ნიკოლოზ გოგუას.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ადამ ზურაბის ძე ბერელაშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი ლუარსაბის ძე მაჭავარიანი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 20 სექტემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებაზე გერონტი ქიქოძე გამგეობის წევრად აირჩიეს.