ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50557

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოების გამგეობამ კრებაზე მოისმინა თელავის ფილიალის განყოფილების დირექტორ ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძის მოხსენება იქაურ მდგომარეობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს და სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნინოწმინდელის (დავით მიხეილის ძე როსტომაშვილის) „კორესპონდენციები ივრის ხეობიდან“, რომელშიც ავტორი ეხება საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას და წერს კახეთის ზოგად მდგომარეობაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარმენ ჭიჭინაძე, რომელმაც აღნიშნა მეცხვარეობა-მესაქონლეობის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და განაცხადა, რომ დარგი მთავრობისთვის ზრუნვის და ყურადღების საგანი გახდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე მოხსენებები ადგილიდან წაიკითხეს: შაქრო ბეგიაშვილმა, ვასო ალუღიშვილმა (ქიზიყი), გიგაურმა და ლ. ლიქოკელმა (ხევსურეთი), ალექსანდრე კუჩენბახმა, კ. სვიმონიშვილმა, გერმანელმა შალინმა (ბორჩალო), პავლე ბეწუკლაშვილმა (ფშავი), ბუჩხიოვმა (ნეიტრალური ზონა). მომხსენებლები აღნიშნავდნენ, რომ მეცხვარეობა-მესაქონლეობა უმწეო მდგომარეობაში იყო და მთავრობისგან ყურადღება არ ექცეოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სამეურნეო ბანკის შენობაში გაიმართა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობის სხდომა, რომელსაც ალექსანდრე მაჩაბლიშვილი თავმჯდომარეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს, დილის 7 საათზე სამინისტროთა ახალ შენობაში (ყოფილ კადეტთა კორპუსის შენობა) გაჩნდა ხანძარი, სადაც მალე მოვიდნენ გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელი, მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეების წარმომადგენელთა ყრილობამ გაბრიელ ცისკარაშვილს დაავალა სოფელ ძველი დმანისის (ბორჩალო) საჭიროებათა შესწავლა და შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრა დამფუძნებელი კრების წინაშე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობა დაეთანხმა მომხსენებელ შალვა ქარუმიძეს და რეზოლუციის გამოტანა პრეზიდიუმს დაავალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე მომხსენებელი შალვა ქარუმიძე ითხოვდა მწყემსებისათვის შეღავათების მიცემას სამხედრო ბეგარაში გაწვევის დროს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარე ფათალი ხან ხოისკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა იტალიის წარმომადგენელი პოლკოვნიკი გაბა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს შალვა ქარუმიძემ წაიკითხა მოხსენება მწყემსობისა და სამხედრო ბეგარის შესახებ სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობის სხდომაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს ზესტაფონში გაიმართა დამფუძნებელი კრება ზესტაფონის სახალხო უნივერსიტეტის დაარსების შესახებ, რომელზეც მოხსენება წაიკითხა კონსტანტინე ანთაძემ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გაზეთი „გოლოს რაბოჩეგო“ (Голос рабочего) საქართველოს დამოუკიდებლობაზე უარყოფითი აზრის წერილის დაბეჭდვის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის განკარგულებით დახურეს.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 22 იანვარს, შუადღეს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დიდ სიყვარულს უძღვნიდა მას და შვილებს – ჯეიმს, ენდისა და ნინოს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ რაც უნდა მომხდარიყო თავისი მიღწევა – მოკავშირეების მიერ საქათველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარება – მიღწევად დარჩებოდა და მას ვერაფერი შეცვლიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დიდი ამბები ხდებოდა და ოპტიმისტურად იყო განწყობილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანი გამოსამშვიდობებლად ესტუმრა. იგი ღამე ერევანში მიემგზავრებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მზიანი ამინდი იყო და თავის ტკივილი არ აწუხებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ბაქოში გაემგზავრნენ: ოლივერ უორდროპი, უეითი, მაიორი დელი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი რუსი მეუღლე, თანაშემწე და სომხეთის წარმომადგენელი აზერბაიჯანში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კასრაძის „ქართული ენის სახელმძღვანელო უცხოელთათვის“ განათლების სამინისტროს გადაეცა განსახილველად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გადასახადთა სამმართველოში სავაჭრო სამრეწველო პალატის კომიტეტმა აირჩია რაჟდენ დათეშიძე, ხოლო კანდიდატად იასონ ლორთქიფანიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვარს, 21 საათზე, ქართულ კლუბში ქართული სამუსიკო საზოგადოების კაპელა გამართავდა კონცერტს, წარმოადგენდნენ დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო ნოე ჟორდანიამ სხვადასხვა დაწესებულებისა და პირისგან (პოლკოვნიკ სრესელისგან, მაიორ ოთხმეზურისგან, ახალციხე-ახალქალაქის სამღვდელოებისგან, პოლკოვნიკ გრიგოლიასგან) მილოცვის დეპეშები მიიღო.