ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46141

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით მამუკა ივანეს ძე ორბელიანს ჰყავდა ორი ვაჟი, 18 და 20 წლისანი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, იგი პეტროგრადში, საელჩოში მუშაობდა მდივნად.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, მამუკა ორბელიანის 18 წლის ვაჟი იყო პიანისტი.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, რობერტ ბლეიკი იყო ამერიკელი.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, რობერტ ბლეიკის მეუღლე ქართულ ხელოვნებაზე – მინიატურებზე, არქიტექტურაზე და ა. შ. მუშაობდა.

1920

ტიპი: განათლება

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, რობერტ ბლეიკი იყო ქართველოლოგი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, ჟანა ფალიაშვილი ზაქარია ფალიაშვილის და იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, 25 წლის წინ ალექსი ბერიძე ოლივერ და მარჯორი უორდროპების პაჟი იყო ქერჩში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის გიმნაზიის გამგე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვლადიმერ ლორთქიფანიძე თბილისის გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ივანე გიორგის ძე რატიშვილი თბილისის გიმნაზიაის რუსული ენისა და გეოგრაფიის მასწავლებელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ა.ვ. ქუთათელაძე თბილისის გიმნაზიის ქართული ენისა და სამშობლოს აღწერის მასწავლებელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნ. გ. გოგიტიძე თბილისის გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგე-კომიტეტის თავმჯდომარე იყო კ. ი. ბაგრატიონ მუხრან-ბატონი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვ.ურუშაძე თბილისის გიმნაზიაში არითმეტიკას ასწავლიდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ალექსანდრე ციმაკურიძე და ალექსანდრე ნათაძე ქართულ ენას ასწავლიდნენ თბილისის გიმნაზიაში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თ. ი. ავილოვი თბილისის გიმნაზიის რუსულისა და გერმანულის მასწავლებელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვ. მ. კოლენკო თბილისის გიმნაზიაის მათემატიკის მასწავლებელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დავით კარიჭაშვილი თბილისის გიმნაზიის ქართულისა და ფრანგული ენების მასწავლებელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილი თბილისის გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებელი იყო

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წელს გაზეთი „სამუსულმანო საქართველო“ ნიკოლოზ იაკობის ძე ხვინგიას სტამბაში იბეჭდებოდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კირილე ნინიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილებაში შემოსავალი იყო 61323.40 მანეთი. მათ თანხა სრულად გასცეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სენაკის განყოფილებიდან ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად 5000 მანეთი გამოიყო, ინვენტარის შესაძენად — 5000 მანეთი, ჟურნალებისა და წიგნების შესაძენად — 20000 მანეთი, სამკითხველოს გასათბობად — 3000 მანეთი, სენაკის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგეს კი 16800 მანეთი მისცეს.