ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ჟორდანიასთან და ოლქის სასამართლოს პროკურორ კანდელაკთან ერთად თბილისის მეორე ციხე დაათვალიერა. მან პირადად დაიარა საკნები და მიიღო განცხადებები პატიმრებისგან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ევგენი გეგეჭკორმა ჩიჩერინის საპასუხოდ უარი განაცხადა სამხედრო ჩარევაზე რუსეთის სამოქალაქო ომში, რადგან ეს ქართველ ხალხს დიდ გაჭირვებაში ჩააყენებდა და რესპუბლიკის შინაურ ცხოვრებას არევდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ნოე ჟორდანიას შეხვდნენ საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაური კავკასიაში დე ნონანკური, რომელმაც მთავრობის მეთაურს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა, სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოვანეს თუმანიანი და თბილისში მყოფი სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება ბათუმის ქართველ მუსლიმანთა სახელით დეპეშით მიულოცა საქართველოს მუსლიმთა განმათავისუფლებელი კომიტეტისა და მეჯლისის თავმჯდომარე მემედ ბეგ აბაშიძემ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ევსეი უშვერიძე ოდესაში საქართველოს კონსული იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ქართულ კლუბში გამართულ დრამატული საზოგადოების წევრთა კრებაზე კლუბის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს პავლე დავითის ძე საყვარელიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს მოკავშირე სახელმწიფოთა უმაღლესმა საბჭომ მოუსმინა საქართველოს დელეგატებს: ნიკოლოზ ჩხეიძეს, ირაკლი წერეთელსა და ზურაბ ავალიშვილს, ასევე აზერბაიჯანის მხრიდან – ბეკ ტობჩიბაშევს. კავკასიის ორივე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა საბჭოს დაწვრილებით გააცნეს თავიანთ სახელმწიფთა მოთხოვნები და სურვილები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში სიმონ ლუკას ძე ავალიანმა სამეურნეო საზოგადოების ბინაში საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობა გახსნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბინაში გაიმართა გამგეობის წევრთა საგანგებო კრება, რომელსაც ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისას მეურვეები დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებაზე გადაწყდა, ოლღა ჭავჭავაძისთვის დახმარება 2 000 მანეთამდე გაეზარდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ქუთაისში გრიგოლ რობაქიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძისა და კოლაუ ნადირაძის მონაწილეობით გამოიცა ჟურნალ „შვილდოსნის“ პირველი ნომერი. ჟურნალი ღირდა 30 მანეთი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გზათა სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსი ინჟინერი იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ინჟინერ იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით რკინიგზის სახიზინო სამმართველოს შენობაში გაიმართა თათბირი საუღელტეხილო რკინიგზის თბილისი-კავკავის გზაზე გაყვანის შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძე პარიზში წარგზავნილი საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს პარიზიდან პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორს იაპონიის მიერ საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობის აღიარების ბარათი გამოუგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს დავით კლდიაშვილის იუბილეს მომწყობი კომისიისა და მწერალთა კავშირის საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე საიუბილეო დღის წესრიგი შეიმუშავეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ივანე გომართელი დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიის დროებით თავმჯდომარედ აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

პავლე საყვარელიძე დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიკო-სანიტარული განყოფილების უფროსი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს საქართველოს პროფკავშირთა სეკრეტარიატმა მიიღო დადგენილება, სახალხო უნივერსიტეტს ეშუამდგომლა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან და სწავლის წლის ბოლომდე გაგრძელებაში დახმარებოდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ფარული კენჭისყრით თავმჯდომარედ ნიკოლოზ ჩხეიძე აირჩიეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დამფუძნებელმა კრებამ ნიკო ნიკოლაძისგან შეიძინა სამკითხველო, რომელიც ფოთიდან თბილისში გადმოიტანეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს კახეთიდან დაბრუნებულმა აკაკი ჩხენკელმა ფართო აუდიტორიის წინაშე საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარება მიმოიხილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 მარტს საქართველოში ჩამოვიდა პოლონეთის დიპლომატიური მისია ტიტუს ფილიპოვიჩის ხელმძღვანელობით. სტუმრები შეხვდნენ მთავრობის თავმჯდომარესა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ექვთიმე თაყაიშვილს. პოლონელი დიპლომატები აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვივნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს მეორე ქართულ კლუბში ბელეტრისტ ვასილ ბარნოვის საიუბილეო საღამო გაიმართა.