ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51860

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამმა და მისმა ქმარმა, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანმა, ატენში გლეხებს 100 დესეტინა ტყე გადასცეს.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მან ქმართან, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანთან ერთად ატენსა და ლამისყანაში კოოპერატივები დაარსეს.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის მიხედვით, მან ქმართან, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანთან, ერთად სოფელ ატენსა და ლამისყანაში წყაროს წყალი გაიყვანა.

1940

ტიპი: ორგანიზაცია

მარიამ ორბელიანის 1940 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი.

1940

ტიპი: თანამდებობა

მარიამ ორბელიანის 1940 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი იყო წმ. ნინოს სასწავლებლის საბჭოს წევრი.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის მიხედვით, იგი ერთადერთი ქალი ყოფილა თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის კომიტეტში.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, სწორედ მას ჩამოუტანია შვედეთიდან ვაჟთა ქართული სკოლის (შემდგომში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) შენობის გეგმა.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან თბილისის ვაჟთა ქართულ სკოლაში მუსიკის მასწავლებლად ზაქარია ფალიაშვილი მიიწვია.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას აქტიური მონაწილეობა მიუღია თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის ორკესტრის შექმნაში.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი იყო თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის მუსიკის მასწავლებელი.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის მიხედვით, მარიამი თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამი აირჩიეს თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის თავმჯდომარის ამხანაგად.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი ყოველთვის ხელს უწყობდა გლეხის შვილების მიღებას სკოლაში.

1940

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამ ორბელიანის მამა, ვახტანგ ორბელიანი იყო პოეტი.

1940

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ის ვახტანგ ორბელიანის შვილი იყო.

1940

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1940 წელს, ავტობიოგრაფიის დაწერის პერიოდში, მარიამ ორბელიანი 88 წლის იყო.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს მარიამ ორბელიანმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940-1945 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე სსრკ საგარეო საქმეთა სახკომის განყოფილების გამგე იყო.

1940

ტიპი: ორგანიზაცია

1940 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე კომუნისტურ პარტიაში დააბრუნეს.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს არტემ ახნაზაროვის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას უთარგმნია ვალტერ სკოტის მოთხრობა „ზადიგი“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს არტემ ახნაზაროვის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას უთარგმნია ფენიმორ კუპერის რომანი „მერსედეს კასტილიელი“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს არტემ ახნაზაროვი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ თარგმნა პუშკინის რომანი ლექსად „ევგენი ონეგინი“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს არტემ ახნაზაროვი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ მან თარგმნა ერშოვის „კუზიანი ცხენი“, პუშკინის „მებადური და ოქროს თევზი“ და „მეფის მკვდარი ასული“.

1940

ტიპი: სახელი

1940 წელს არტემ ახნაზაროვის ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მას ჰქონდა ფსევდონიმები: „ჩიორა“, „კენჭოსანი“, „პატრიციუსი“, „ორ-ანი“, „მანოელიძე“, „კენტი“, „დუშიკო“, „ალფა“, „დიოგენი“, „ფარნაოზი“ და „ნიორი“.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს არტემ ახნაზაროვი იყო პერსონალური პენსიონერი.