რეგისტრირებული ფაქტები46204
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის პირველ დეკემბერს ხაშურის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე შ. მხეიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ლუბა აბრამიშვილი ბეჯითი, მხნე და მომზადებული მასწავლებელი იყო. წერილს ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე შ. მხეიძე და საქმისმწარმოებელი პავლე ბლუაშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ ექიმ მებურიშვილს დეკემბრის ხელფასი 400 მანეთი გადაუხადა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრნი იაკობ ფანცხავა, სილოვან ხუნდაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლ დეკემბერს ოლივერ უორდროპი შეხვდა სპარსეთის უფლისწულს მირზა რიზა (რეზა) ხანს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ დეკემბერს ოლივერ უორდროპი შეხვდა ამერიკელ კონსულ დულითლს, რომელსაც ადრეც იცნობდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის სიმღერის კლასში მასწავლებლები იყვნენ: ა. ი. ჯაყელისა, გ. ი. კირილოვისა, რ. ნ. პოლიაევი, პროფესორი ე. კ. რიადნოვი, ო. ა. შულგინა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აცნობა, რომ 1919 წლის დეკემბერში დაიჭრნენ ყაჩაღები: ვარლამ და მელიტონ თოდრიები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ წერს, რომ 1919 წლის დეკემბერში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მიერ სამხედრო მინისტრის თანამდებობის აღდგენა სასურველი მოვლენა იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში იუსტიციის მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა თბილისის პირველი და მეორე ციხეები დაათვალიერა და იქ არსებული წესრიგით კმაყოფილი დარჩა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში საზავო კონფერენციის უმაღლესი კომისრის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რეიმ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ინახულა. მათ დიდხანს ისაუბრეს.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 30 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მთელი თავისი ცხოვრება სამუშაოთი იყო მოცული, ყოველდღე უამრავ წერილს იღებდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ი. ვართაგავა, ი. გიორგობიანი, ს. იაშვილი, ნ. ნაკაშიძე, მ. კაკაბაძე, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გეგმის პროექტი წიგნის აგენტების შესახებ. გეგმის შედგენა მინდობილი ჰქონდა ვარლამ ბურჯანაძეს. გამგეობამ გადაწყვიტა, წარმოდგენილ ტექსტში შეეტანათ შესწორება და აღენიშნათ, რომ სახალხო საკითხავი წიგნები მიეცემოდათ აგენტებს საკომისიოდ და ფული განაღდებისთანავე ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამტრედიის კიოსკის ყოფილი გამგისა და პასუხისმგებელი ნოქრის კოპალეიშვილის თხოვნა კუთვნილი სალიკვიდაციო ფულის (11928 მანეთი) მიღების შესახებ. გამგეობის ცნობით, სამტრედიის განყოფილებას ლიკვიდაციის შემდეგ წიგნების კიოსკი თავისი ქონებით ქალაქის გამგეობას გადაეცა, რომელიც ხელწერილის თანახმად მოვალე იყო დანიშნულ ვადაში გადაეხადა განყოფილების ვალები. 15 ნოემბერს გამგეობას უნდა გადაეხადა 20058 მანეთი 42 კაპიკი. აქედან კოპალეიშვილისთვის უნდა მიეცა 11928 მანეთი. გამგეობის განჩინებით გადაწყდა, განმეორებით მოეთხოვოს პასუხი ქალაქის გამგეობას, რა მიზეზით არ აკმაყოფილებდა კოპალეიშვილს კუთვნილი ფულით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ კანცელარიის თანამშრომელი ა. გძელიძე გიმნაზიისთვის მომზადებას იწყებდა. წიგნების შესაძენად მას 200 მანეთი სჭირდებოდა, რასაც ავანსად ითხოვდა. გამგეობამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ფოთის მილიციელთა კავშირის გამგეობის თხოვნა მილიციის ახლად გახსნილი სამკითხველოს წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ მისთვის 150 მანეთის წიგნების მიცემა გადაწყვიტა.
1919
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 151 ბრძანებით მიტროფანე კორძახია თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის მათემატიკისა და ფიზიკის პედაგოგად დაინიშნა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიის ყოფილმა გამგე მინა ილიას ძე კოპალეიშვილმა მთავარ გამგეობას გაუგზავნა წერილი, რომლითაც შეატყობინა, რომ კუთვნილი ჯამაგირი ჯერ კიდევ არ მიუღია და სურდა დროულად დაეკმაყოფილებინათ მისი მოთხოვა და გადაეცათ კუთვნილი თანხა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სასამართლო პალატის წევრმა მიხეილ ორჯონიკიძემ იუსტიციის მინისტრს 24 ნოემბერს ხაშურში 5 მილიციელის პასუხისგებაში მიცემის ამბავს შეატყობინა. მათ ბრალად ყაჩაღებისთვის იარაღის გაცვლა ედებოდათ. ორ მათგანს სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა, ორს – 15 წლით პატიმრობა, ერთს კი – კატორღა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ნიკო ნიკოლაძე საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველი კონგრესის თავმჯდომარე იყო.