ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50781

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს გურიაში, სოფელ ჩიბათში თბილისიდან ჩავიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი პართენ გოთუა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ კომისიაში სასულიერო პირთაგან დაასახელა დეკანოზი, პროფესორი კორნელი კეკელიძე, დეკანოზი იასონ კაპანაძე და კალისტრატე ცინცაძე, რომლებიც კრებამ აირჩია.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გერასიმე იმნაიშვილი იყო მასწავლებელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს 15 000 მანეთის ოდენობით აღმოეჩინა დახმარება მელიტონ ყენიასთვის ანარქიული გამოსვლებისას დაღუპული მამის გამო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლის საიუბილეო „დილას“ ხელმძღვანელობდა ელო ანდრონიკაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს, კვირას, დილის 12 საათზე, თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლის იუბილეზე იდგმებოდა ვალერიან გუნიას მიერ გადმოკეთებული სამმოქმედებიანი საბავშვო პიესა „მზეხა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძე შეხვდა საბერძნეთის კონსულის მოადგილეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ მთავრობის დადგენილებით, იასონ ბაქრაძე დაინიშნა მთავრობის წარმომადგენლად „კოსმოს ლიმიტედის“ ფირმასთან თამბაქოს სარეალიზაციოდ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს, კვირას, დილის 12 საათზე ივანე გომართელი წაიკითხავდა მოხსენებას თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლის იუბილეზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მასწავლებელ გერასიმე იმნაიშვილის წერილი საშუალო სასწავლებლების მასწავლებელთა კონფერენციის თავმჯდომარის მიმართ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში მასწავლებელი გერასიმე იმნაიშვილი ითხოვდა მთავრობისგან გაუქმებული დღესასწაულების (ნინოობა, გიორგობა, მცხეთობა, ალავერდობა და სხვა) აღდგენას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში მასწავლებელი გერასიმე იმნაიშვილი ითხოვდა იმ ნაწარმოებთა სწავლებას, რომლებიც ქართველ მეფეებთან იყო დაკავშირებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვალერიან გაფრინდაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ N 3, რომელშიც დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის „ვასაკა“, ტიციან ტაბიძის „ფატმან-ხათუნი“, შალვა ამირაჯიბის „მწვანე კაკადუ“, ვალერიან გაფრინდაშვილის „ზამთრის დაისის გასვენება“ და „შენიშვნები ლირიკაზე“, კოლაუ ნადირაძის „ყალბი ავტობიოგრაფია“, ნიკოლო მიწიშვილის „სამგლოვიარო მარში“, რაჟდენ გვეტაძის „სევდის ფარმანდი“, შალვა კარმელის „ბოდლერის ოფორტი“, სანდრო ცირეკიძის „მოზაიკის ღვთისმშობელი და სათაური პოეზიაში“, სერგო კლდიაშვილის „ევა ტაძარში“, დია ჩიანელის „სევდიანი ფრაგმენტი“, ყდის გაფორმება ეკუთვნოდა ლადო გუდიაშვილს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოფიცერ ბაგრატიონ-დავითაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კორნეტ ჯორჯაძეს იცავდა ნაფიცი ვექილი იასე ბარათაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვარს საქართველოს მეღვინეთა და მევენახეთა ყრილობების საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ფოთსა და ქუთაისში ღვინით მოვაჭრეთათვის სააქციზო გადასახადის შემცირების თაობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 10 იანვარს, 21 საათზე ქართული კლუბის თეატრში გაიმართებოდა ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავას საოჯახო საღამო, სადაც რუსული დრამის თეატრი „ტარტო“ წარმოადგენდა ფარსს და კონცერტს, მონაწილეობდნენ: ალეშკო, ზალიპსკი, ისეცკი, ილჩენკო და სხვა. ბოშათა რომანსებს წარმოადგენდა ანა ორლოვა, დეკლამაციას – სატინა, მოთხრობებს – იბ. ნიროვი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი „თბილისი“, რომელშიც გამოქვეყნდა გალაკტიონ ტაბიძისა და გიორგი საგანელიძის ლექსები, არტემ გაბუნიას ნოველა და თარგმანები ფრანჩესკა პეტრარკადან, რიჰარდ ბიუკალიდან, ედგარ პოდან, შარლ ბოდლერიდან, პიერ ლუისიდან და სხვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვარს ლანჩხუთიდან თბილისში ჩამოსულ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სადგურზე დახვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვარს, დილის 11 საათზე, ლანუთიდან თბილისში ჩამოვიდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამსახურებული მსახიობი ეფემია მესხი მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მსახიობი ეფემია მესხი მძიმედ ავად გახდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის წინაშე შუამდგომლობდა ქალაქ გორის თვითმმართველობა, რათა მთავრობას ნება დაერთო თვითმმართველობისთვის აეკრძალა სასანიტარო გადასახადის მყიდველებზე გადატანა, თანახმად 1919 წლის 17 ოქტომბრის დეკრეტისა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, რომ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისთვის განკარგულებაში გადაეცათ 15000 მანეთი ავჭალის მცირეწლოვან დამნაშავეთა კოლონიის საჭიროებისათვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, განათლების მინისტრ ნოე რამიშვილისთვის განკარგულებაში გადაეცათ 25000 მანეთი ფოთის საზღვაო სასწავლებლის მიმდინარე ხარჯების დასაფარავად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი დასავლეთ საქართველოდან დაბრუნების შემდეგ დამფუძნებელი კრების გახსნაზე წაიკითხავდა მოხსენებას.