ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46204

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის სექტემბერში ივანე გომართელი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრობის კანდიდატი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის სექტემბერში პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის დეკემბერში მარგარიტა ქილარჯიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის ნებართვით ქუთაისის დასში გადავიდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის იანვრიდან ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი ქუთაისიდან თბილისის თეატრალურ დასში გადავიდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პავლე დადვაძის წერილი „ფარსი“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს გაიმართა საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის ორი კრება. დილის სხდომას გრიგოლ ვეშაპელი თავმჯდომარეობდა, საღამოს − ალექსანდრე ასათიანი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე შალვა ქარუმიძემ წაიკითხა მოხსენება სასოფლო მეურნეობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე კოტე აფხაზმა წაიკითხა მოხსენება ფინანსების შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე შალვა ქარუმიძის, ტიტე მარგველაშვილის, კოტე აფხაზის და სხვათა მიერ წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდებოდა გაზეთ „საქართველოში“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ მიხეილის ძე სოსელია 1915 წელს დაარსებული დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებთი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 28 მაისს ანდრო აბრამიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს თავისი დისერტაციის თეზისები გაუგზავნა და მათ შესახებ აზრი ჰკითხა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ მხარდასაჭერად ქართული კლუბის მიერ გამართულ სალიტერატურო, სამუსიკო და საცეკვაო საღამოში მონაწილეობდნენ: გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, შალვა დადიანი და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აღალო თუთაევის წერილი „მცირე შენიშვნა ნიკოლოზ ავალიშვილის „ჩვენი თეატრის მატეანიდან“-ის გამო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 მარტს ქართულ თეატრში წარმოადგინეს მიუზიკლი, რომელშიც ივანე სარაჯიშვილმა „მგოსნის სიმღერა“ შეასრულა დიმიტრი არაყიშვილის ოპერიდან „თქმულება შოთა რუსთაველზე“.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ალექსანდრე გიორგი ჯაბადარი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ვალერიან შალიკაშვილმა თარგმნა „კეისარი და კლეოპატრა“ და იაკობ გორდინის „სატანა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის მეთაური წერილი „ჩვენი მოვალეობა ისტორიის წინაშე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი სპარსული თეატრის შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის „ნაწყვეტ-ნაწყვეტის“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ორმოქმედებიანი ვოდევილის „დრამატიულ გამგეობის წევრი“ დასაწყისი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ მამულაშვილის წერილი „ფრიდრიხ შოპენი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „ქართული თეატრალური მწერლობა“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ ვასილ მაჩაბელს პეტერბურგში მისწერა, რომ საბანკო საქმის შესასწავლად რუსულ ბანკებთან მოლაპარაკების იმედი გაუჩნდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901-17 წლებში სამსონ პავლეს ძე აფხაიძე რიონის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „დიდი მარხვაა?!“.