ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ საუკეთესო ორკესტრის, მომღერლებისა და რეჟისურის პირობებში, ლონდონშიც უდიდესი წარმატებით დაიდგმებოდა „აბესალომ და ეთერი“ ლონდონის საზოგადოება ამისათვის მზად რომ ყოფილიყო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა „აბესალომ და ეთერის“ ლონდონში დადგმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი იყო კრიტიკოსებს აღმოსავლური მუსიკის უცნაური სილამაზე ვერ დაეფასებინათ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს, ლონდონიდან მიიღებდა ტელეგრამას, რომელიც ზრდილობიანად, ოფიციალური ენისთვის დამახასიათებელი სიტყვებით აუწყებდა, რომ ჭკუასუსტი იმბეცილი იყო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ კარგი იქნებოდა საყვარელი საქმეების გასაკეთებლად უფრო მეტი დრო ჰქონოდა, უფრო ხშირად შეხვედროდა სულიერად ახლოს მყოფ ხალხს, მაგრამ სამსახურისთვის უნდა დაექვემდებარებინა ყველაფერი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გასულ ღამეს ოპერაში იყო და ძალიან ისიამოვნა. „აბესალომ და ეთერი“ რამდენჯერმე ჰქონდა ნანახი და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მოსწონდა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ჯონ დე რობეკმა მეორედ გამოუგზავნა ტელეგრამა წარმატების მოსალოცად, რაც კოლეგიალური ურთიერთობის ნაწილი იყო. დე რობეკი ურთიერთობის ერთმა დღემ მისდამი მეგობრულად განაწყო.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მირზა რეზა ხანი ესტუმრა და რამდენიმე დღის წინ შეძენილი ძველი სპარსული ხელნაწერები დაათვალიერა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 დეკემბერს ოლივერ უორდროპს სტუმრად ეწვია რობერტ ბლეიკი (ბლეიქი), ამერიკელი მეცნიერი, რომელიც ქართულ ენაში იყო სპეციალიზებული და გააცნო თავისი რუსი საცოლე, რომელიც ქართულ ხელოვნებაზე – მინიატურებზე, არქიტექტურაზე და ა. შ. მუშაობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც მთვარობის დაქვემდებარებაში მუშაობდნენ ან თავად იყვნენ მთავრობის წევრები, განსაკუთრებით იმ პერიოდში და იმ რეგიონში, ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, რომ მათი გადადგმული ნაბიჯები ყველაფერზე გათვლილი ვერ იქნებოდა; შესაძლოა ადამიანი ზემდგომთა ბრძანებების წინააღმდეგობამდე მიეყვანა და არასწორ ქმედებამდე მისულიყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს იუსტიციის დეპარტამენტის მმართველმა გიორგი ჟორდანიამ თბილისის ზოგიერთი მომრიგებელი მოსამართლისა და სასამართლოს გამომძიებელთა კამერები დაათვალიერა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 დეკემბერს განათლების სამინისტრომ მამა-დავითის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, რომ მინისტრის ამხანაგის ბრძანების თანახმად, ხსენებულ სასწავლებელში მათემატიკის მასწავლებლად დანიშნული იყო ნინო გრიგორის ასული ბარათაშვილი 1919 წლის 1-ლი დეკემბრიდან. ხელს აწერს კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 დეკემბერს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმის მწარმოებელმა მამა დავითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს აცნობეს, რომ მინისტრის მოადგილის ბრძანებით, 1-ლი დეკემბრიდან მათემატიკის მასწავლებლად დანიშნეს ნინო გრიგოლის ასული ბარათაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 დეკემბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმის მწარმოებელმა თბილისის მამა დავითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს შეატყობინეს, რომ მინისტრის მოადგილის ბრძანების თანახმად, 1919 წლის პირველ დეკემბერს ხსენებული სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად ნინო გრიგოლის ასული ბარათაშვილი დანიშნეს.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 2 დეკემბერს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გასულ საღამოს ჩაის დასალევად იყო წასული გენერალ ანტონ დენიკინის წარმომადგენლებთან ერთად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 2 დეკემბერს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გემი, რომელსაც წერილები მოჰქონდა კონსტანტინეპოლში იყო გაჩერებული ქვანახშირის ნაკლებობის გამო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 2 დეკემბერს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სადილობამდე ბევრი საქმე უნდა მოესწრო, რადგან ოპერაში იყო წასასვლელი „აბესალომ და ეთერის“ 25-ე წარმოდგენაზე დასასწრებად. ზაქარია ფალიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო იმართებოდა და სურდა დასწრებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში სახელმწიფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ბენეფისი უნდა გამართულიყო და „აბესალომ და ეთერის“ 25-ე დადგმა წარმოედგინათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში განათლების სამინისტრომ მთავრობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა კოტე ყიფიანისთვის პენსიის დანიშვნაზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში იუსტიციის მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა თბილისის პირველი და მეორე ციხეები დაათვალიერა და იქ არსებული წესრიგით კმაყოფილი დარჩა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში საზავო კონფერენციის უმაღლესი კომისრის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რეიმ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ინახულა. მათ დიდხანს ისაუბრეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით ქალაქის საბჭოს სხდომა გაიმართა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში სახალხო გვარდიის დღესასწაულის გამო ნოე ჟორდანიამ, სახალხო გვარდიამ და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა სხვადახვა კუთხიდან და ორგანიზაციებიდან მიიღეს მისალოცი დეპეშები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში 10 მერვეკლასელს, რომლებიც გვარდიის დღეს მწკრივში არ ჩადგნენ, მეორე გიმნაზიის დირექტორმა სილოვან ხუნდაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გიმნაზიიდან დაითხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში კოტე ყიფიანს დაენიშნა ყოველთვიური დახმარება 2000 მანეთის ოდენობით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში საქართველოს მისიის წევრი იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილი სტამბოლში გაემგზავრა.