რეგისტრირებული ფაქტები46253
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ნუსხის თანახმად სახელმწიფო თეატრში კვირაში ერთი წარმოდგენა გამართულიყო, რათა მუშებს, სახელმწიფო მოხელეებსა და სამსახურში მყოფ პირებს სპექტაკლებზე დასწრების საშუალება მისცემოდათ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის თვითმმართველობის სხდომაზე სანიტარულმა ინსპექტორმა კაპიტონ მეუნარგიამ ქალაქში პარტახტიანი სახადის (ტიფი) და ქოლერას გავრცელებაზე ისაუბრა. პარტახტიანი სახადი ქალაქში პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნებულმა ჯარის ჯგუფებმა შემოიტანეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბერს განათლების სამინისტროს მთავარმა გამგემ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ (საქმის მწარმოებელი კონსტანტინე აბაშიძე) ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო განყოფილებას ლეჩხუმის მაზრის სკოლების მასწავლებელთა ჯამაგირებით დაკმაყოფილების თხოვნით მიმართა. აპრილის ბოლოს მათთვის გადაგზავნილი 100 ათასი მანეთი ფოსტამ შეაჩერა და მასწავლებლებმა ხელფასები ვერ მიიღეს, რასაც შესაძლოა არასასურველი შედეგები მოჰყოლოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობა, რომ ნება დართეს, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გიმნაზიის ყოფილი მასწავლებლის, ალექსანდრე ბარნოვისთვის ერთდროული დახმარების სახით 4 000 მანეთი გამოეწერათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის თხოვნა, ხსენებული გიმნაზიის ყოფილი მასწავლებლის, ალ. ბარნოვისთვის ერთდროულილ დახმარების სახით 4 000 მანეთის გამოწერის ნებართვის შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ ხსენებული გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი, ალ. ბარნოვი, დათხოვნილი იყო სამსახურიდან სხვა სამსახურში გადასვლის გამო.
1919
ტიპი: ღონისძიება
სახახლო განათლების სამინისტრო თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვდა ეცნობებინა ხსენებული გიმნაზიის მასწავლებელი, ალ. ბარნოვი, რატომ თხოულობდა თანამდებობიდან განთავისუფლებას.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 სექტემბერს დეკანოზი კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სწერს, რომ განჯის წმინდა ნინოს სახელობის რვაკლასიან სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა. უთითებს მისამართს: თბილისი, ვაკე (მურვანიშილის სახლი).
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 სექტემბერს დეკანოზი კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სწერდა, რომ თავისი სამსახურის აღწერაში არ იყო შეტანილი საღვთო სჯულის მასწავლებლობა განჯის წმინდა ნინოს სახელობის რვაკლასიან და ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში. ეს მონაცემები საჭირო იყო იმისთვის, რომ მისი ასული, თბილისის პირველი გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლე, ნინო სუხიშვილი, სწავლის საფასურის გადასახადისაგან გათავისუფლებულიყო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბერს დეკანოზი კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვდა მოწმობას, სადაც აღნიშნული იქნეობდა, რომ ის 1904 წლიდან 1910 წლის პირველ სექტემბრამდე განჯის წმინდა ნინოს სახელობის რვაკლასიან და ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა. მოწმობა აუცილებელი იყო, რადგან გათავისუფლების საკითხი უნდა გადაეწყვიტათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა აზერბაიჯანში ბიბიეიბათის ნავთობის საბადოები დაათვალიერა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 სექტემბერს ოლივერ უორდროპი ბაქოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ესტუმრა საპასუხო ვიზიტით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 სექტემბერს ბაქოში ჩასულ ოლივერ უორდროპს საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწე, გუბერნატორი, ქალაქის მერი და სხვ. დახვდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ნ. ნაკაშიძე, შ. დედაბრიშვილი, იპ. ვართაგავა, ს. იაშვილი, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის ქართული სკოლისათვის ადგილობრივი განყოფილების გამგეობის თხოვნა წიგნების და სასკოლო ნივთების (2400 მანეთის ოდენობის) ნისიად, დაკლებულ ფასებში მიცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით გადაეცათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებელთა კავშირის ოზურგეთის კოოპერატიული წიგნის მაღაზიის „განათლების“ თხოვნა 30000 მანეთის ოდენობის კრედიტის გამოყოფის შესახებ. გამგეობამ მაღაზიას კრედიტის გამოყოფაზე უარი უთხრა. გამგეობის წევრ თეოდორე კიკვაძის თავდებობით კი 7000 მანეთის წიგნები 2 კვირის ვადით მისცეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 სექტემბერი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წითელი ჯვრის ქალთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო ნაკაშიძის თხოვნა ბავშვთა თავშესაფრისთვის 1000 მანეთის წიგნების გამოყოფის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის მიერ წარმოდგენილი მე-19 საუკუნის ლიტერატურის ისტორიის მიმოხილვა. წიგნი წინასწარი განხილვისთვის დავით კარიჭაშვილისა და თევდორე კიკვაძეს გადაეცათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 სექტემბერს ოლივერ უორდროპი თბილისიდან ბაქოში სამხედრო და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა გააცილეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 სექტემბერს ოლივერ უორდროპი, გრიგოლ ალშიბაია და აზერბაიჯანის წარმომადგენელი საქართველოში მატარებლით ბაქოში გაემგზავრნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26 სექტემბერს გიმნაზიის დირექტორმა ჭეიშვილმა განათლების სამინისტროს აცნობა, რომ მასწავლებელმა ალექსანდრა აბაზაძემ მუშაობა დაიწყო თბილისის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში და ლანჩხუთის გიმნაზიაში მის ადგილას ახალი მასწავლებელი იყო საჭირო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26 სექტემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ გიმნაზიის დირექტორ ჭეიშვილს მისწერა, რომ მასწავლებელ ალექსანდრა აბაზაძისთვის არ მიეცათ პირადი საბუთები მანამ, სანამ სამსახურიდან ოფიციალურად არ დაითხოვდნენ.