ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46253

1858

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კონსტანტინე სვიმონის ძე მესხი 1858 წელს ქუთაისში დაიბადა.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს 11 წლის კონსტანტინე სვიმონის ძე მესხი სწავლის გასაგრძელებლად ქუთაისიდან თბილისის რეალურ სასწავლებელში გადავიდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „მოხუც მსახიობთა უზრუნველყოფა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „სიმღერა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ სოფრომ გლახაშვილის მოთხრობა „ჩვენი მსახიობი“ გამოქვეყნდა.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს 11 წლის კონსტანტინე სვიმონის ძე მესხი სწავლის გასაგრძელებლად ქუთაისიდან თბილისის რეალურ სასწავლებელში გადავიდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ გლახაშვილის სამმოქმედებიანი დრამის „წყურვილი“ მე-3 სურათი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პროკოფი ამბაკოს ძე გუჯაბიძის, ფსევდონიმით ასკანელი პროკოფია, წერილი „გურული სცენა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლევან მეტრეველის სტატიის „სიტყვა-კაზმულ ნაწარმოების საერთო დაფასება“ მე-4 ნაწილი.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 21 იანვარს, დილის 8 საათზე, 48 წლის მარიამ ივანეს ასული დემურია გულის მანკით გარდაიცვალა კიტა აბაშიძის ბინაში.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მარიამ ივანეს ასული დემურია სახალხო თეატრის საქმეებს ხელმძღვანელობდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ბრაზმორეული ბანაკი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ს. დარიანის (სერგი დანელია) წერილი „ტერმინი ეროვნული დემოკრატია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ახალი კაბინეთი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესა“, რომელშიც მიმოხილულია გაზეთ „ერთობის“ პუბლიკაციები.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ქვარიანის წერილი „რა უშველის ერის საშინელ გაჭირვებას?“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსტანტინე საბახტარიშვილის ხელმოწერით აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენელს თბილისში საქართველოში გამოგზავნილ თანამშრომელთა დაპატიმრების თაობაზე საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „საქართველოს ნოტა ა. ს. ს. რ. სრულუფლებიან წარმომადგენელს“, რომელსაც ხელს საგარეო საქმეთა მინისტრის მაგიერ მისი მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი აწერს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა შეცდომის გასწორება. 19 იანვრის ნომერში (N13) დაბეჭდილ შემომწირველთა სიაში დასნეულებულ ბელეტრისტ ნიკოლოზ ნათაძის სასარგებლოდ დავით კასრაძის შემოწირულობა იყო 1 500 მანეთი და არა 15 000.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისთვის დაევალებინათ დაკავებული კოტრაბანდული საექიმო ტვირთის შეფასება, რის შემდეგაც ტვირთი გადაეცემოდა ცენტრალურ სააფთიაქო საწყობს საექიმო-სასანიტარო დაწესებულებათა შორის გასანაწილებლად.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 ივნისს ვ. დერინგის სურათების გამოფენა გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 ივნისის „დროებაში“ სტატია „ნანგრევთა შუა ლამპარი“ დაიბეჭდა, რომელიც იონა მეუნარგიას მიუძღვნეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლევან მეტრეველის სტატიის „სიტყვა-კაზმულ ნაწარმოების საერთო დაფასება“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა რომანოზ ბებიაშვილის ლექსი „ებრაელ ერს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „საზოგადოებათა გაერთიანება“.