ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46253

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 9 იანვარს სათავადაზნაურო თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით სპექტაკლები „მაყვალას გასამართლება“ და „შეშლილია“ დაიდგა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის, ფსევდონიმით ნარვალი, სტატიის „დრამის მოკლე ისტორია“ მე-3 ნაწილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს დიმიტრი ამაშუკელმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა მათ, ვინც სოფელ ამაშუკეთის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს შემწეობა აღმოუჩინა: რომანოზ სპირიდონის ძე ფანცხავას, ნადია ჭიჭინაძეს, ქეთევან ორჯონიკიძეს, ლიზა კიკნაძეს, მატრონა ბოკერიას.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა ხონში არსებულ საქალებო პროგიმნაზიში სწავლის წლიური საფასური მოსამზადებელ საფეხურზე — 30 მანეთი, ხოლო პროგიმნაზიულ კლასებში 50 მანეთი იყო. სწავლის მსურველებს განაცხადი ელენე ბახტაძის სახელზე უნდა გაეგზავნათ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ს. გლახაშვილის სამმოქმედებიანი დრამის „წყურვილი“ მეორე სურათი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთი „საქართველო“ გაზეთ „ბათუმის ეხოზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ბათუმის ოლქის საგანგებო რწმუნებულმა გრიგოლ გიორგაძემ მთავრობას თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენება სავაჭრო და სამრეწველო დაწესებულებების რევიზიის შესახებ და დაადგინა, მიეცათ უფლება მინისტრისთვის იმ წარმოებათა რევიზიის, რომელთაც სახელმწიფო დახმარება მიეცათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენების თანახმად, მთავრობამ დაადგინა, ქალაქთა კავშირსა და კოოპერატივთა ცენტრალურ კავშირს სესხად მისცემოდა 15 მილიონი მანეთი ხუთი წლის ვადით 31/2 პროცენტით სამრეწველო თანხიდან.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო შიო მღვიმელის კრებული „სალაშქრო ლექსები“.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ 13 იანვარს თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში, გარდაიცვალა ქართველი ფარმაცევტი ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი, რომელიც ცნობილი იყო არა მხოლოდ ფარმაციაში, არამედ ქართულ მწერლობაშიც.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 ივნისის დროების ცნობით, მიხეილ ნასიძეს „დედა-ენის“ მსგავსი საყმაწვილო წიგნის გამოცემა სურდა, რომლის სახელწოდება „სამშობლო ენა“ იქნებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს კოტე მესხი ქუთაისში გამართულ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს ქუთაისში ესტატე მჭედლიძის პანაშვიდს გაბრიელ ეპისკოპოსი დაესწრო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს ქუთაისის საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებას ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი, დიმიტრი ყიფიანი და ადგილობრივი ინტელიგენცია დაესწრო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 ივნისის „დროების“ ცნობით, ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობა კონსტანტინე ყიფიანის შრომითა და ძალისხმევით ისევ ფუნქციონირებდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის, ჭიტას ფსევდონიმით, წერილი „სადღესასწაულო მოგზაურობა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვარს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ №2-ში დაიბეჭდა ლევან მეტრეველის ლექსი „შორეულს“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის იანვარში, რუსეთში ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი საქართველოში დაბრუნდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს პარმენ ალექსანდრეს ძე გოთუა გაზეთ „Новая речь“-ის რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№2) გამოქვეყნდა ს. გლახაშვილის სამმოქმედებიანი დრამის „წყურვილი“ პირველი სურათი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№2) დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის, ნარვილის ფსევდონიმით, სტატიის „დრამის მოკლე ისტორია“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის, ჭინკას ფსევდონიმით, წერილი „საახალწლო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№2) დაიბეჭდა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისადმი მიძღვნილი იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ბულბული“.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 19 ნოემბერს განახლებული ქართული თეატრისთვის დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილმა დაწერა დრამატული სურათი „დღესასწაული“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს იოსებ იმედაშვილი ყოველკვირეული სამხატვრო-სალიტერატურო და სათეატრო ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.