ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს გიორგი ჭოღოშვილი იყო ექიმი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს გიორგი ჭოღოშვილი იყო სოციალ-დემოკრატიული ბიუროს წევრი.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წლის მარტში, გურიაში სახალხო მღელვარების დროს, დააკავეს სოციალ-დემოკრატიული ბიუროს წევრი, ექიმი გიორგი ჭოღოშვილი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის მარტში პოლკოვნიკი ჯაყელი ბათუმიდან ოზურგეთში ჩავიდა თედო კიკვაძის დასაჭერად.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის მარტში თედო კიკვაძის დაპატიმრებას ხელმძღვანელობდა ბათუმიდან ოზურგეთში სპეციალურად გაგზავნილი ჟანდარმთა პოლკოვნიკი ბ. ჯაყელი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის მარტში, გურიაში სახალხო მღელვარების დროს, თედო კიკვაძის ბინას ალყა შემოარტყეს გენერალ ალიხანოვის ჯარებმა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის მარტში, გურიაში თედო კიკვაძის დაპატიმრების განკარგულება გენერალმა ალიხანოვმა გასცა.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წლის მარტში, გურიაში სახალხო მღელვარების დროს, თედო კიკვაძე დააპატიმრეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს, მთავრობის მხრიდან გატარებული რეპრესიების მიუხედავად, სახალხო მოძრაობამ, სადაც თევდორე კიკვაძეც იყო გაწევრიანებული, გურიაში თავის მწვერვალს მიაღწია.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს გურიაში თედო კიკვაძის ბინის ჩხრეკას ბოქაული სალაყაია ხელმძღვანელობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს გურიაში სახალხო მღელვარების დროს პოლიციამ ადგილობრივ დამსმენთა მითითებით თედო კიკვაძის ბინა გაჩხრიკა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს გურიაში აგრარულ ნიადაგზე სახალხო არეულობის პერიოდში, იმ დროის ცნობილი ადგილობრივი დამსმენები იყვნენ: ტიფო ნაკაშიძე, ნიკოკი თაყაიშვილი, გრიგოლ და ივანე ჯაყელები, თაყა ღლონტი და თომა კალანდარიშვილი.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს გურიაში აგრარულ ნიდაგზე სახალხო მღელვარების დროს, თევდორე კიკვაძეს განსაკუთრებით ემტერებოდნენ: ტიფო ნაკაშიძე, ნიკოკი თაყაიშვილი, გრიგოლ და ივანე ჯაყელები, თაყა ღლონტი და თომა კალანდარიშვილი.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს თევდორე კიკვაძე მეფისნაცვლის თანაშემწე კრიმ-გირეის, რომელიც გურიაში იყო მივლენილი იქაური აგრარული პრობლემების მოსაგვარებლად, ლიბერალად მოიხსენიებდა.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს სოციალ-დემოკრატიული ბიურო, რომლის წევრიც გახლდათ თევდორე კიკვაძე, ხელმძღვანელობდა გურიის გლეხკაცთა ინტერესების დამცავ მოძრაობას.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს თედო კიკვაძე იყო სოციალ-დემოკრატიული ბიუროს წევრი.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ოზურგეთში მცხოვრები თედო კიკვაძის ბინაზე იკრიბებოდა იმ დროს ახლადდაარსებული სოციალ-დემოკრატიული ბიურო.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს გურიის გლეხების მოთხოვნები აგრარულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ-დემოკრატიული პროგრამის საფუძველზე თევდორე კიკვაძის ბინაში შემუშავდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თევდორე კიკვაძე იყო ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის „შუამვალი“ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის „შუამვალი“ წევრთა საზოგადო კრებამ თევდორე კიკვაძე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ოზურგეთის ამხანაგობა „შუამავალი“, რომლის წევრი თევდორე კიკვაძეც იყო, უმთავრესად აბრეშუმის პარკის ყიდვა-გაყიდვას აწარმოებდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს თევდორე კიკვაძე იყო ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის „შუამავალი“ წევრი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1901 წლებში თედო კიკვაძე ოზურგეთში მოღვაწეობდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899-1901 წლებში თევდორე კიკვაძის კერძო სასწავლებელში მომზადებულთაგან მრავალი ღირსეულად აგრძელებდა მუშაობას სხვადასხვა ფრონტზე.

1933

ტიპი: ღონისძიება

1899-1901 წლებში ოზურგეთის კერძო სასწავლებელში თევდორე კიკვაძის მოღვაწეობის დროს არ ყოფილა შემთხვევა, მასთან მომზადებულს მიზნისთვის არ მიეღწიოს.