ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46253

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 სექტემბერს ლანჩხუთის ვაჟთა ოთხკლასიანი გიმნაზიის გამგის თანამდებობის დროებით აღმასრულებელმა ნიკ. წილოსანმა განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ამზადებდა განცხადებას ალექსანდრა აბაზაძის თბილისის რომელიმე სახელმწიფო გიმნაზიაში ფრანგული ენის მასწავლებელად გადაყვანის შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919წ. 4 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ აგრაფინა ბახტაძეს გაუგზავნა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ის გადაიყვანეს საეპარქიოში იმავე წლის 1-ლი სექტემბრიდან.

1919

ტიპი: ღონისძიება

ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორი, კ. გაბარაშვილი გადაყვანილ იქნა გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად 1919წ. I სექტემბრიდან.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 3 სექტემბერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ალ. გვახარიამ სამტრედიის რკინიგზის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს აცნობეს, რომ 11 სექტემბრიდან რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელია და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ აბესაძე თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის უფროს ქალს 18 სექტემბრის N367 წერილის პასუხად აცნობებენ, რომ ანა ალბრეხტს მიეცა თავისუფლება უჯამაგიროდ ა. წ. 1-ლ ოქტომბრამდე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი ამავე რაზმის უფროსის, პოლკოვნიკ ქარცივაძის თანხლებით სიღნაღის რაზმის დასათვალიერებლად გაემგზავრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში ქუთაისის სახალხო გვარდიის ბინაში გაიმართა ქუთაისის ოლქის გვარდიელების ყრილობა, რომელსაც მთავარი შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელიც დაესწრო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სია იმ სტუდენტებისა, რომლებიც სპეციალური უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში უნდა გაეგზავნათ. სულ წარდგენილი იყო 121 თხოვნა, საიდანაც შეირჩა 19 სტუდენტი: ეპიფანე ალშიფანია, გიორგი ბაქრაძე (ელექტრობა), ვალერიან ახვლედიანი, გიორგი ედიბერიძე, ივანე ლაზარაშვილი (სამთო მრეწველობა), დავით ბერიკაშვილი, ნიკოლოზ ცაგურია (მეტალურგია), დ. გოგიჩაიშვილი, ზურაბ ელიავა (ეკონომიკა), კონსტანტინე კობახიძე (ფინანსები), ნიკოლოზ მესხი (ელექტრომექანიკა), ალექსანდრე ნაზაროშვილი (ელექტროტექნიკა), ლიდია პაპასკირი, მიხეილ ცეკვაშვილი (ეკონომიკა), სპირიდონ ჩომახიძე (საქონელთმცოდნეობა), ივანე ჩხენკელი (ტექნოლოგია), გრიგოლ კახაძე, გაბრიელ ქიქოძე და მირონ წულეისკირი. მათგან მხოლოდ სამი იყო საშუალო განათლებით, დანარჩენები დამამთავრებელი კურსის სტუდენტები იყვნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში მეჯლისის დადგენილების დასამტკიცებლად თბილისში ჩამოვიდნენ სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძე და წარმომადგენლები.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში გაიხსნა საქართველოს ერობების წარმომადგენელთა II ყრილობა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 13 ერობა, სოხუმის ოლქისა და რაჭის მაზრის დელეგატების გარდა. ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს დავით ონიაშვილი, მოადგილეებად – შიო ჭანტურიშვილი და ლეო შენგელაია, მდივნებად – დ. ჩხეიძე და მენაღარიშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის სექტემბერში გენერალ-მაიორმა ბიჩიმ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს საპასუხო წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნა, რომ ის ქართველი ხალხის კეთილის მსურველი და ნოე ჟორდანიას მეგობარია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ სასტუმრო „ორიენტში“ აჭარის დელეგაციის პატივსაცემად, რომელსაც მეთაურობდა მემედ-ბეგ აბაშიძე, რაუტი გამართა. რაუტს ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ისკანდერ ცივაძე და ნიკო ნიკოლაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველ სექტემბერს აჭარის დელეგაციის პატივსაცემად გამართულ დარბაზობაზე სიტყვით გამოვიდნენ ისკანდერ ცივაძე, ნოე რამიშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაძე და ნოე ჟორდანია. თამადობდა ბენია ჩხიკვიშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში ზუბალაშვილის სახალხო სახლში გვარდიელების წარმომადგენელთა ყრილობის გახსნაზე შეიკრიბნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მუშები და სხვ. მათ ჰქონდათ ეროვნული და წითელი დროშები. ყრილობა შტაბის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა გახსნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში სახალხო გვარდიის წარმომადგენელთა I ყრილობაზე გადაწყდა, რომ გვარდიელთა სამკერდე ნიშნის მხატვრისა და პროექტის ავტორ იაკობ ნიკოლაძისთვის 2000 მანეთი გადაეცათ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში სამინისტროს ლაბორატორიის მიმღებ კომისიაში სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავის წარმომადგენლებად დანიშნა ქიმიის კათედრის ასისტენტები ა. ციციშვილი და თამარ ბებურიშვილი, რომელთაც უხელმძღვანელებდა პროფესორი პეტრე მელიქიშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში მიწათმოქმედების სამინისტრომ ბორჯომის წყლის კონტრაგენტ დავით ქებაძის საშუალებით სტამბოლში ბორჯომის წყალი გაგზავნა. წყალი ქართულ ფულზე უნდა გაყიდულიყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში სახელმწიფო თეატრში ზამთრის საოპერო სეზონი ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში სოხუმის ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა ხელოვნების სექციამ მსახიობი ნატალია ჯავახიშვილი სცენისმოყვარეთა დასის გასაძლიერებლად მიიწვია. სექციას კიდევ ერთი მსახიობი ქალისა და ერთიც კაცის ჰქონდა განზრახული.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში განათლების სამინისტროს საქმისმწარმოებელმა შევარდენიძემ სახელმწიფო კონტროლიორ ფილიპე გოგიჩაიშვილს ტელეფონოგრამა გაუგზავნა და სკოლის გახსნის თაობაზე მოხსენების ასლის დაბრუნება სთხოვა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან ალექსანდრე ბარნოვს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის რუსული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა და თანამდებობაზე დაამტკიცეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან აგრაფინა ბახტაძე გაბრიელის სახელობის გიმნაზიის უფროსად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი სექტემბრიდან ანდრია ბეგიაშვილი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორი სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვდა, 1919 წლის პირველი სექტემბრიდან მის მიერ რწმუნებულ გიმნაზიაში ქართული ისტორიის შტატის მასწავლებლად დაენიშნათ თბილისის მერვე გიმნაზიის მასწავლებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.