ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50557

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის დასაწყისში ნოე რამიშვილის ნაცვლად სამხედრო სამინისტროს ხელმძღვანელად სოციალ-დემოკრატი გრიგოლ ლორთქიფანიძე დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი ოქროპირის ძე ასათიანი დეკანოზი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ძუკუ ლოლუა ზუგდიდში ლოტბარი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „ჩარდაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა დია ჩიანელის მოთხრობა „საუკუნეთა ორღობეში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი „სასაფლაო და ყვავები“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „საფერფლე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის ესეი „რითმა და და ასონსანსი“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა და იყიდებოდა ყოველთვიური ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ N3, რომლის რედაქტორი იყო ვალერიან გაფრინდაშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლიდან მოსე ჯანაშვილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლექტორი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დავით კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი ბათუმის ქართული გიმნაზიის ინსპექტორი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა შიო მღვიმელის საყმაწვილო ლექსები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ევგენი გეგეჭკორმა სამადლობელი წერილი გაუგზავნა იტალიის წარმომადგენელს ერთა ლიგაში საქართველოსთვის მხარდაჭერის გამო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 დეკემბერს გადახდილ პანაშვიდს დაესწრნენ სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი, სამხედრო სამინისტროს წარმომადგენლები და სხვ. ლეონიდე ოქროპირიძის სიტყვის შემდეგ სამხედრო მინისტრმა შეკრებილებს მიმართა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 დეკემბერს სამხედრო მინისტრმა ნოე რამიშვილმა დაბანაკებული ჯარის ნაწილები მოიარა. ჯარმა, რომლის მეთაური იყო ალექსანდრე გედევანიშვილი, მარშით ჩაიარა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც სომხეთ-აზერბაიჯანის ახლად დაწყებულ კონფლიქტს განიხილავდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, 1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი ატყობინებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვს, რომ საქართველოში აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლისგან, ვექილოვისგან მიიღო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფატალი ხან ხოისკის მიერ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ხატისოვისთვის გაგზავნილი წერილის ასლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული კონფლიქტის, კერძოდ, 1919 წლის 21 დეკემბერს ზანგიბაზრის რაიონში მაჰმადიანთა წინააღმდეგ დაწყებული საომარი ოპერაციის შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი სწერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ და სთავაზობს, რომ სოხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფატალი ხან ხოისკი საერთაშორისო კონფერენციის მოწვევამდე ჩამოვიდნენ თბილისში საგანგებო თათბირზე მდგომარეობის განსახილველად და შეთანხმების პირობების გასარკვევად. ის მზად იყო მონაწილეობა მიეღო ამ მოლაპარაკებებში.

1919

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის მისწერა, რომ მიიღო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვის შეტყობინება ორდუბატისა და ნახიჭევანის მაჰმადიანთა მიერ სომხეთის გოხტანას წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაწყების შესახებ.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 31 დეკემბერს აკაკი გვახარიას შეეძინა გოგონა, რომელსაც ვალენტინა დაარქვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 დეკემბერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ ძიძიგურმა ოზურგეთის ვაჟთა პროგიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი დეკემბრიდან მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში ქართული ენის შტატის მასწავლებლად სოლომონ ანდღულაძე დაამტკიცეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა დეპეშა გაუგზავნა ერევანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს სომხეთ-აზერბაიჯანის ახლად დაწყებული კონფლიქტის შესახებ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 31 დეკემბრამდე ნოე რამიშვილი იყო სამხედრო მინისტრი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 დეკემბრის ბრძანებაში სამხედრო უწყების მიმართ სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი თანამდებობის დატოვებისას იმედს გამოთქვამდა, რომ ახლო მომავალში სრულად ჩამოყალიბდებოდა რეგულარული ჯარი და სახალხო გვარდიასთან ერთად შეძლებდა საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და მისი საზღვრების დაცვას.

1919

ტიპი: ავტორობა

სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი 1919 წლის 31 დეკემბრის რესპუბლიკის მთავრობის ბრძანებაში სამხედრო უწყების მიმართ წერს, რომ ტოვებს რა შეიარაღებულ ძალებს (სამხედრო მინისტრის პოსტს), როგორც ხელმძღანელი თავს ვალდებულად მიიჩნევს მადლობა გადაუხადოს ყველა იმ პირს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქართული ჯარის შექმნა-განვითარებაში – გენერლებს, შტ. და ობ. ოფიცრებს, ჯარისკაცებს.