ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ძველი მეგობარი ანა (ანეტა) მეთოდეს ასული ჭყონია ესტუმრა 15 წუთით.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი და ალექსანდრე ხატისიანი ენდობოდნენ და აფასებდნენ მას.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი ესტუმრა. მათ დიდხანს ისაუბრეს. ძალიან კეთილგანწყობილი იყო მინისტრი მის მიმართ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მშვიდობიანი შეთანხმების აღსანიშნად გამართულ ბანკეტს აღმოსავლური მუსიკაც აფორმებდა და ევროპულიც. საოპერო არიები და დუეტები საუკეთესო ტენორებმა და ბანებმა შეასრულეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მშვიდობიანი შეთანხმების აღსანიშნავად გამართული ბანკეტი 9 საათზე დასრულდა, რის შემდეგაც ძალიან დაღლილი იყო. მისთვის ხუთსაათიანი სადილი ნამდვილ ჯოჯოხეთს უტოლდებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მშვიდობიანი შეთახნმების აღსანიშნავად გამართულ ბანკეტზე მას დიდი ენთუზიაზმით შეეგებნენ იქ მყოფი სტუმრები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მშვიდობიანი შეთანხმების აღსანიშნავად გამართულ ბანკეტზე თამადა დავით დავითის ძე ღამბაშიძე იყო.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მშვიდობიანი შეთანხმების აღსანიშნავად გამართულ ბანკეტზე მის გვერდით იჯდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ხატისიანი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მშვიდობიანი შეთანხმების აღსანიშნავად გამართულ ბანკეტზე, თავად ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც სიტყვით არ გამოვიდა, რის გამოც მტრები ჯოჯოხეთურად ჭკვიანად თვლიდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მშვიდობიანი შეთანხმების აღსანიშნავად გაიმართა ბანკეტი, რომელსაც ყველა მნიშვნელოვანი პირი დაესწრო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ნასიბ-ბეკ უსუბეკოვისა და ალექსანდრე ხატისიანის შეხვედრა მოაწყო, მათი პოლიტიკა განსაზღვრა და კარგი როლი ითამაშა არსებულ სიტუაციაში, რის გამოც კმაყოფილი იყო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი და ალექსანდრე ხატისიანი მის დამსახურებად თვლიდნენ მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევას, მიუხედავად იმისა, რომ მან ამერიკელები განზრახ წამოსწია წინა პლანზე.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თავის ტკივილები უფრო და უფრო იშვიათად აწუხებდა. ძალიან არ სციოდა, თუმცა სუსხი იგრძნობოდა. ეუცნაურებოდა ის გარემოება, რომ ყველაფერი მშვენივრად იყო და მას არაფერი სტკიოდა. მეუღლის კეთილი სურვილები ძალიან სჭირდებოდა, თორემ ჩათვლიდა, რომ ისე კარგად არ უნდა ეგრძნო თავი, როგორც გრძნობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ წერილთან ერთად მიიღებდა ახალგაზრდა ქართველის მიერ თარგმნილ საგაზეთო ანგარიშს კახეთში ვიზიტის შესახებ. იმედოვნებდა, კახეთში მოგზაურობის რამდენიმე ფოტოს გაგზავნასაც მოახერხებდა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მხატვრის გიორგი გაბაშვილის სახელოსნოში სტუმრობისას არც ერთი ის ნამუშევარი არ დახვდა, რომელიც განსაკუთრებით მოსწონდა, ყველა გაყიდული იყო, თუმცა ბევრი სხვა რამეც მოეწონა იქ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ნასიბ-ბეკ უსუბეკოვმა და ალექსანდრე ხატისიანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც შეიძლება გავლენა მოეხდინა რეგიონისა და ზოგადად, აზიის მომავალ ისტორიაზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ წვეულებას დაესწრო ანასტასია წერეთლის სახლში, სადაც მის მიერ 30 წლის წინ დაარსებული საბავშვო ჟურნალის „ჯეჯილის“ რედაქცია იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას გაუგზავნა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მინაწერის ასლი და სთხოვა სამინისტროსთვის წარედგინა დაწვრილებითი ცნობები და დასკვნა ჯავის სასწავლებლის გამგის მინაწერისა და მასწავლებლის ანდრო ბეჟანოვის შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ: მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე, საქმისმწარმოებლის ნაცვლად ეკატერინე გველესიანი. (ფანქრით მიწერილია თარიღი 24 ნოემბერი, განათლების თავმჯდომარე).

1919

ტიპი: ღონისძიება

იასონ გაბაშვილის მეუღლე, თამარა გაბაშვილი, სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვდა დახმარებას, რომ მეუღლის ჯამაგირი დაენიშნათ შემწეობის სახით. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სამშვილიანი ოჯახი მატერიალურად შევიწროებული დარჩა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპი მეუღლის – მარგარეტ კოლეტისადმი მიწერილ წერილში იმედოვნებდა, რომ მეუღლე და მისი დედა, რომელსაც გულითად მოკითხვას უთვლიდა, ინგლისური სახლის სიცივით არ იტანჯებოდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საშობაო საჩუქარი უყიდა, სპარსულ-სომხური ან სპარსულ-სირიული ხელობის ჯვარი, რომლის არშიაც ოქროსგან დამზადებული და უხეში იყო. წინა მხარეს მინანქრის ზოლები დაჰყვებოდა, უკანა მხარე კი ზურმუხტისფერი მინანქრისაგან იყო დამზადებული.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მას უფრო დიდი ძალა და გავლენა ჰქონდა, ვიდრე სხვას კასპიისა და შავ ზღვებს შორის, მაგრამ ძალაუფლების გამოყენება არ უყვარდა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრაზე ნოე ჟორდანიამ მისვლა ვერ მოახერხა, რადგან ავად იყო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, იმედოვნებდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები შეთანხმებას მიაღწევდნენ, რის შემდეგაც საქართველოში პოზიციებს ძალიან გაიმყარებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შორის დიალოგი სწორედ ისე მიდოდა, როგორც მას სურდა.