რეგისტრირებული ფაქტები51127
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სათადარიგო თანხის ანგარიშზე 155628. 21 მანეთი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშზე ქართველ მოღვაწეთა პანთეონისთვის 3256. 96 მანეთი იყო, 1921 წლის პირველი იანვრისთვის – 13490. 92 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქართველ მოღვაწეთა პანთეონისთვის 10000 მანეთი გასცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ წიგნსაცავისთვის გაზეთებისა და ნივთების შესაძენად 27629. 50 მანეთი გასცა, წიგნსაცავის გამგისთვის – 69600, თანაშემწისთვის – 63180, მსახურისთვის – 9400 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მაღაზიისა და საწყობის ქირისთვის 26258 მანეთი გასცა, მაღაზიის გათბობის, განათებისა და სხვა ხარჯებისთვის კი – 250847. 87 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მდივნის ხელფასისა და დახმარებისთვის 110700 მანეთი გასცა, გადამწერისთვის – 75060, კანცელარიის მსახურებისთვის – 101726, მოსამსახურე პირების სურსათისთვის – 40000 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბუღალტრის ხელფასისა და დახმარებისთვის 122500 მანეთი გასცა, მოლარისთვის – 70680 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მოულოდნელი ხარჯებისთვის 47758347 მანეთი გასცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ჟურნალ „განათლების“ დასახმარებლად 20000 მანეთი გასცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნ. ღოღობერიძის სტიპენდიისთვის 360 მანეთი გასცა, დ. სარაჯიშვილის სტიპენდიისთვის კი – 2600 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის მომვლელისთვის 80 მანეთი გასცა, გამგეობისა და სარევიზიო წევრების სხდომების ჰონორარისთვის – 12320 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქონების დასაზღვევად 20837. 32 მანეთი გასცა, ახალი მაღაზიის მოსაწყობად – 20454 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამომცემელ-ხელმძღვანელის ხელფასისა და დახმარებისთვის 64300 მანეთი გასცა, საწყობის გამგისთვის – 88180, ხაზინადრისთვის – 61180 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზედმეტი შემოსავლის 10 პროცენტი სათადარიგო თანხას მიემატა, 90 პროცენტი – სახარჯო თანხას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს კირილე რუხაძე სოფელ ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს სოფელ ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძის ხელფასი 796 მანეთსა და 32 კაპიკს შეადგენდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სენაკის განყოფილებას (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) შეატყობინა, რომ კრედიტს 20 000 მანეთამდე გაუზრდიდა, მაგრამ სენაკის წიგნის მაღაზიის თბილისის განყოფილებისთვის მიკუთვნების თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ მიმართა მთავარ გამგეობას, რომ სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიისთვის გაეწიათ მეთვალყურეობა და ასევე გაეზარდათ კრედიტი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ნიკო გიორგის ძე ახმეტელაშვილი სამაზრო სკოლების ინსტრუქტორი იყო სიღნაღში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ხოფერია, განყოფილების მდივანი კი – გიორგი ვასილის ძე გამზარდია.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრიდან ვასილ გადილიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წელს შორაპნის მაზრის სოფ. ალისუბანში გარდაიცვალა ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი, სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის სალაროში 81 038 მანეთი და 10 კაპიკი იყო. ოქმს ხელს აწერენ: ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრები – იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.