ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46264

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-8 საკომისარიატოს ხელმძღვანელი იაშვილი, კონტროლიორები – რომელაშვილი და ლომაური. ბიურო მდებარეობდა 1-ელი კომერციული სასწავლებლის შენობაში, 19 თებერვლის ქ. N 82.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-12 საკომისარიატოს ხელმძღვანელი არჩილ მათიკაშვილი, კონტროლიორები – ჩხიკვიშვილი და ბერიძე. ბიურო მდებარეობდა ტექნიკური რკინიგზის სასწავლებელში, შერემეტიევის ქუჩაზე.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ანა ჩოლოყაშვილის თაოსნობით თელავში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ი. კ. ვასილიევი სოხუმში პირველ საფილოქსერო დასს ხელმძღვანელობდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, საფილოქსერო საზოგადოების კრებაზე საფილოქსერო დაწესებულებათა შექმნის თაობაზე ი. კ. ვასილიევის მოხსენება მოისმინეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ გამრეკელმა შეკრიბა ისტორიული მასალა „ეგვიპტელები საქართველოში და ქართველები ეგვიპტეში“ და წიგნად გამოსცა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ი. კ. ვასილიევი აგრონომი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის აპრილში ვასილ ყიფიანმა თბილისში, თავადაზნაურთა კრებაზე, სათავადაზნაურო სკოლის მდგომარეობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში პიესა „მარიამ მაგდალელს“ ლადო მესხიშვილის მიზანსცენებით მეორედ წარმოადგენდნენ, რადგან პირველი წარმოდგენის ყველა ბილეთი გაიყიდა და საზოგადოების ნაწილი უბილეთოდ დარჩა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვარს ჯარში, მესანგრე ათასეულის თეატრში წარმოდგენა გაიმართებოდა. ჯარისკაცები ვალერიან გუნიას სამმოქმედებიან კომედიას „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“ წარმოადგენდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დასნეულებული მწერლის, მელანიას (დეკანოზი ნიკოლოზ ნათიძე) სასარგებლოდ რედაქციამ საზოგადოება „იმედისგან“ მიიღო 3 000 მანეთი და დავით კასრაძისგან − 15 000 მანეთი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სამგლოვიარო დეპეშა. ჯავახეთის ქართველი საზოგადოება გამოთქვამდა წუხილს საზოგადო მოღვაწის, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის უდროოდ გარდაცვალების გამო. სამძიმრის წერილს საზოგადოების მინდობილობით ხელს აწერდა ნადირაძე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ შ. ბ-ძის (შოთა იაკობის ძე ბერიძე) ხელმოწერით გამოქვეყნდა წერილი „პარტია და პროფესია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) ქიჩიხანის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „მიწათმოქმედების სამინისტროს მაღაზია და მანდარინები“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ვერ მოხერხდა ქალაქის საბჭოს სხდომის მოწვევა, სადაც უნდა არჩეულიყო ქალაქის არჩევნების წინასწარ მუშაობაში დამხმარე საკონტროლო კომისია, ამიტომ ქალაქის მოურავმა ბენია ჩხიკვიშვილმა გამგეობის დადგენილებით დროებით კომისიაში მოიწვია შემდეგი ხმოსნები: პართენ გოთუა, არჩილ ჯაჯანაშვილი, პარმენ კახიანი, არჩილ რუხაძე და დავით ვაჩნაძე.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის აპრილში ვასილ ყიფიანმა თბილისში, თავადაზნაურთა კრებაზე, სათავადაზნაურო სკოლის წლიური ანგარიში წარმოადგინა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სარგის კაკაბაძე იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ქართული ენის კურსების ხელმძღვანელი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სარგის კაკაბაძის „წერ. რედაქციისადმი“, რომელშიც ავტორი ეხმიანება 16 იანვრის ნომერში დაბეჭდილ გარეშეს წერილს „კიდევ ნაციონალიზაცია“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე საქართველოს მთავრობის საქმეთა გამგემ წაიკითხა მოხსენება სარევიზიო ფონდის აღდგენის შესახებ, რომელიც მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას განკარგულებაში იყო. მოხსენების თანახმად, მთავრობამ დაადგინა, სარევიზო ფონდის აღსადგენად 10-მილიონიანი ფონდიდან 100 000 მანეთი გადადებულიყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს აგრონომმა არტემ ფირალოვმა კავკასიის შინამრეწველობის ნაწარმთა კოლექციის შედგენა დაიწყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 2 დეკემბერს ქუთაისის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი ქალაქის თვითმმართველობის დარბაზში მივიდა და გაეცნო ქალაქის წარმომადგენლებს. მას სიტყვით მიმართა ქალაქის მოურავმა დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 ნოემბერს, წმინდა ანდრია მოციქულის დღესასწაულზე, თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში უკანასკნელად ჩაატარა წირვა საქართველოს ეგზარქოსად მყოფმა ხარკოვის არქიეპისკოპოსმა ფლაბიანემ.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი იყო.