რეგისტრირებული ფაქტები49996
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: თანამდებობა
მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებად ყუბანში გაეგზავნათ საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დიომიდე თოფურიძე და გენერალი ილია ოდიშელიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ოქტომბერს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ კირილე არველაძეს აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი სექტემბრიდან გორის საოსტატო სემინარიის დირექტორად დამტკიცდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის გამგე სიმონ გაჩეჩილაძის შესახებ იუწყება, რომ მან განსაკუთრებულ ნიჭთან ერთად გამოიჩინა იშვიათი ენერგია. საგნის ცოდნით, სიყვარულითა და მუყაითობით დაიმსახურა როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლებისა და საზოგადოების პატივისცემა და სიყვარული.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ოქტომბერს გამართული ქალაქის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო გრიგოლ გველესიანი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 ოქტომბრიდან სიმონ გაჩეჩილაძე მსახურობდა ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერშ მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება მეტეხის ციხის სტამბის დახურვის შესახებ. გადაწყდა, სტამბა დაეხურათ, ხოლო მისი მოსამსახურეებისთვის, როგორც კანონით იყო გათვალისწინებული, სალიკვიდაციო თანხა მიეცათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 ოქტომბერს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ნ. ჩიმაკაძემ დასავლეთ საქართველოს მე-4 რაიონის ინსპექტორს აცნობეს, რომ სჭირდებოდათ ფედოსია ანჯაფარიძის დოკუმენტები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 ოქტომბერს ყარსის ქალთა სასწავლებლის ყოფილმა ზედამხედველმა ნ. გ. სერგეევამ განათლების სამინისტროს თბილისის პირველი დაწყებითი სკოლის გამგის მ. გ. კონიაშვილისთვის დახმარება სთხოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ოქტომბერს მთავარგამგე ჭუმბურიძე (საქმის მწარმოებელი კ. აბაშიძე) რაჭის სამაზრო ერობის გამგეობას მიმართავდა, რომ ათი ახალი სასწავლებლის ავეჯით მოსაწყობად სამინისტროს ხარჯების გაღება არ შეეძლო. ასეთ ხარჯებს თვითმართველობები კისრულობდენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლებოდა ნაშთებით სარგებლობა, რადგან მაზრის ერობას კრედიტი გახსნილი ჰქონდა 67 187-კომპლექტიანი სკოლისთვის. ვინაიდან გამგეობას დიდი ნაშთები ჰქონდა და არსებულ სკოლათა და მასწავლებელთა რაოდენობა ფაქტობრივად ზემოაღნიშნულ რიცხვს არ შეეფერებოდა, შეეძლო ამ ფარგლებში აღადგინა დღემდე უმოქმედო სკოლები და არსებული კრედიტი მათთვის მოეხმარა. ფორმალურად დასახელებული ათი სკოლა 1919 წელს აღარ გაიხსნებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ნ. ნაკაშიძე, ი. ვართაგავა, კ. ნინიძე, შ. დედაბრიშვილი, მ. კაკაბაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მოხსენება „დედაენის“ შესწორების შესახებ. გამგეობამ დაამტკიცა კომისიის მიერ შემუშავებული გეგმა „დედაენის“ I და II ნაწილების შესწორების შესახებ. ასევე გადაწყდა, გადადებულიყო 70000 მანეთი სახელმძღვანელოს შემსწორებელი კომისიის წევრთა ჰონორარად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის სამაზრო ერობის გამგეობის შუამდგომლობა, რომ სამაზრო ერობის გამგეობა ღებულობდა თავის თავზე მაზრაში ქართული წიგნების გავრცელებას, რისთვისაც ითხოვდა, მისთვის მონოპოლიის სახით ყველა გამოცემის გადაცემას. გამგეობამ ეს წინადადება პრინციპულად მისაღებად ჩათვალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ოქტომბრის დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სამტრედიის ქალაქის გამგეობა ითხოვდა, გადასცემოდა მათ საზოგადოების განკარგულებაში არსებული ადგილობრივი ბიბლიოთეკა და კიოსკი, ვინაიდან ისინი იმჟამად დახურული იყო, მათი არსებობა კი იქაური მაცხოვრებლებისთვის ძალიან სასარგებლო იყო. გამგეობამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლეონ მელქისედეკის ძე მელიქსედ-ბეგის თხოვნა, მიეცეს მას ნება, რათა საჭიროების მიხედვით შეეძლოს სახლში წაღება საზოგადოების წიგნსაცავიდან ზოგიერთი ხელნაწერის და ნაბეჭდი წიგნებისა სამეცნიერო მუშაობისთვის მოკლე ხნით. გამგეობამ არსებული წესის შესაბამისად მას ხელნაწერებით სარგებლობის ნება დართო.