ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46264

1885

ტიპი: სტატუსი

1885 წლის 13 აპრილის „დროების“ ცნობით, გიგო დიდია აზნაური იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის წინადადების თანახმად, საქართველოს მთავრობამ დაადგინა, იოსებ სიდავა თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის თანამდებობიდან იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის დირექტორად გადაეყვანათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე გზათა მინისტრ ნოე ხომერიკის მიერ გაკეთებული მოხსენების შემდეგ დადგინდა, კახეთის რკინიგზის აქციონერთა ყრილობაზე მთავრობის წარმომადგენლად ვაჭრობა-მრეწველობის დეპარტამენტიდან ე.ალშიბაია და გზათა მიმოსვლის დეპარტამენტიდან ინჟინერი გვარამაძე დაენიშნათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის აღმსრულებელ ევგენი გეგეჭკორის მოხსენება ევროპაში სრულუფლებიანი წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ და დაადგინა, ეს თანამდებობა აკაკი ჩხენკელს დაეკავებინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე მიწათმოქმედების მინისტრ დავით ონიაშვილის მოხსენების თანახმად, საქართველოს მთავრობამ დააადგინა, წყალთა ინსპექტორ ა. ესენისთვის დახმარება აღმოეჩინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე პეტერბურგში გაემგზავრა ნავსადგურის კომისიის მუშაობის მონაწილეობის მისაღებად.

1937

ტიპი: გარდაცვალება

1937 წელს მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძე ბათუმში დახვრიტეს.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-96 წლებში აბიათარ ანდრიას ძე იაკობაშვილი სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 14 აპრილს კონსტანტინე შალიკაშვილი გორის მაზრის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს კონსტანტინე შალიკაშვილი გორის მაზრის მარშალი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ჟიულ მურიეს მიერ ფრანგულად ნათარგმნი სულხან საბა-ორბელიანის რამდენიმე იგავ-არაკი გამოვიდა, რომლებიც მან გიორგი ორბელიანს მიუძღვნა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 16 აპრილის „დროებაში“ ბესარიონ ნიჟარაძის სტატია „ცოლ-ქმრობის წესები სვანეთში“ დაიბეჭდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 16-21 იანვარს ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის მე-8 საკომისარიატოს ხელმძღვანელად მიწვეული იყო კოტე ხახანაშვილი, კონტროლიორებად − რომელაშვილი და ლომაური.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 მარტის „დროებაში“ ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის 1884 წლის ანგარიში დაიბეჭდა, რომელსაც ხელს აწერდნენ: კონსტანტინე ყიფიანი, ბესარიონ ბაქრაძე და მანუჩარ ყიფიანი.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს მანუჩარ ყიფიანი რაჭის მაზრის გამგებელი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში რეჟისორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ვოდევილი „ოთხი იმერელი“ დაიდგა. სცენაზე თავი გამოიჩინა ტუსია ბაქრაძემ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი მიხეილ იაკობის ძე გვაზავა სტუდენტ დავით გვაზავას მამა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ანასტასია დიმიტრის ასული გვაზავა სტუდენტ დავით გვაზავას დედა იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილი გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 18 იანვარს, 12 საათზე, მიხეილის საავადმყოფოდან ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილს გამოასვენებდნენ და ვერის წმინდა ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ დავითის ასული ალხაზაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „საზღვაო საქმეზედ“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას წერილი „ომი თუ მშვიდობიანობა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ს. დარიანის (სერგი დანელია) ფელეტონი „შრომის ნატურალიზაცია“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვასილ ბარნოვის ახალი რომანი „ხაზართა სასძლო“ ქართულმა ბეჭდვითმა ამხანაგობამ შეიძინა და მოკლე ხანში ცალკე ტომად გამოიცემოდა.